რაინჰარდ ჰაიდრიხი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|რაინჰარდ ჰაიდრიხი}} |
რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი (გერმ. Reinhard Tristan Eugen Heydrich) (დ. 7 მარტი, 1904, ჰალე (ზაალე), გერმანია — გ. 4 ივნისი, 1942, პრაღა, ჩეხეთი) — მესამე რაიხის ხანის გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სს-ის ობერგრუპენფიურერი და პოლიციის გენერალი, რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს (RSHA) ხელმძღვანელი, ბოჰემიის და მორავიის რაიხსპროტექტორის მოადგილე.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1904 — 7 მარტს ქ. ჰალეში ოპერის მომღერალსა და კომპოზიტორს ბრუნო ჰაიდრიხის და მის მეუღლეს ელიზაბეთს (დაბ. კრანცი) შეეძინათ ვაჟი, რაინჰარდ ჰაიდრიხი.
- 1909 —უკვე 5 წლის ასაკში ჰაიდრიხი სწავლობს ვიოლინოზე დაკვრას და ამ დროიდან უვითარდება მუსიკალური ნიჭი.
- 1914 — მისი სუსტი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე სკოლაში ის სისტემატიურად ეუფლება სპორტს (ფარიკაობა, ნაოსნობა, ცხენზე ჯირითი).
- 1922 — გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჰაიდრიხი საიმპერიო ფლოტში შედის.
- 1926 — ჰაიდრიხი ლეიტენანტის წოდებით ამთავრებს საზღვაო განათლების მიღებას.
- 1926–1931 — ჰაიდრიხი სტაჟირებას გადიოდა ფლოტის სადაზვერვო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საზღვაო ძალების მზვერავად ბალტიის ზღვის რეგიონში. ამ დროის განმავლობაში იგი აგრეთვე მსახურობდა "ბრაუნშვაიგზე" ადმირალ ვილჰელმ კანარისის ხელმძღვანელობის ქვეშ და ფლოტის ფლაგმან "შლეზვიგ-ჰოლშტაინზე" კავშირგაბმულობის ოფიცრად.
- 1928 — მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება
- 1931 — აპრილი: ადმირალ ერიხ რედერის ინიციატივით ჰაიდრიხი "უღირსი საქციელისათვის" დათხოვილ იქნა ფლოტიდან. მიზეზი იყო ჰაიდრიხის მიერ გაუქმებული ნიშნობა.ივნისი-ივლისი: ჰაიდრიხი კონტაქტს ამყარებს ჰაინრიხ ჰიმლერთან და ხდება ნაციონალ-სოციალისტური პარტიის (NSDAP) და სს-ის წევრი. ჰიმლერი მას ავალებს პარტიის სადაზვერვო და უშიშროების სამსახურის, შემდგომში SD-ს ჩამოყალიბებას. დეკემბერი: ჰაიდრიხი ქორწინდება ლინა ფონ ოსტენზე, რომლეთანაც მას 4 შვილი შეეძინება.
- 1932 — ივნისი: ჰაიდრიხი ახლადშექმნილი SD-ს ხელმძღვანელი ხდება. ამ დროისათვის იგი უკვე ჰიმლერის უახლოესი თანამშრომელი და სს-ის შტანდარტენფიურერია
- 1933 — თებერვალი: გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი გერმანული დელეგაციის წევრია ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელზეც განიარაღების საკითხები განიხილებოდა. მისი პროვოცირებადი საქციელის გამო იგი მალევე უკან იქნა გამოძახებული. მარტი: ჰაირიხ ჰელდის და ბავარიის მთავრობის დამხობის შემდეგ ჰაიდრიხი ხდება ბავარიის პოლიტპოლიციის უფროსი და იწყებს ოპოზიციური ძალების წევრთა სისტემატიურ დაშინება-დატერორებას ამ უკანასკნელთა საკონცენტრაციო ბანაკ დახაუში ჩასმით. ნოემბერი: SD ხდება მეხუთე მთავარი სამმართველო სს-ის შემადგენლობაში და დ ჰიმლერის, როგორც სს-ის რაიხსფიურერის, პირდაპირ დაქვემდებარებაში გადადის.
- 1934 — იანვარი: ჰაიდრიხი ხდება გერმანული ლანდების (გარდა პრუსიისა) პოლიტპოლიციის (გერმ. Politische Polizei) უფროსი. აპრილი: პრუსიის გესტაპო ჰაიდრიხის დაქვემდებარებაში გადადის. ივლისი: რიომის პუტჩის ჩახშობაში შეტანილი წვლილის გამო იგი SS-ის გრუპენფიურერი ხდება.
- 1936 —ჰაიდრიხი ინიშნება მთელი მესამე რაიხის უშიშროების პოლიციის და SD-ს უფროსად. ამასთან ერთად მის დაქვემდებარებაში გადადის საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია (გესტაპო).
- 1938 — ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ჰაიდრიხის ბრაძანებით ვენაში დაარსდა SD-ს განყოფილება, რომელსაც ევალებოდა ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირება. განყოფილების უფროსად დაინიშნა ადოლფ აიხმანი.
- 1939 — იქმნება რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო (გერმ. Reichssicherheitshauptamt - RSHA), რომელიც ერთმანეთში აერთიანებდა გესტაპოს, კრიპოს (კრიმინალური პოლიცია) და SD-ს. ჰაიდრიხი RSHA-ს შეფი ხდება. 31 აგვისტო: მისი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ SD-ს მეომრები თავს ესხმიან რადიოსადგურ გლაივიცს (გერმ. Gleiwitz), რაც საბაბი ხდება გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის. ჰაიდრიხის ბრძნებით პოლონეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე იწყება ინტელექტუალური ელიტის მასობრივი დევნა და განადგურება. იგი ორგანიზირებას უკეთებს გეტოების ჩამოყალიბებას.
- 1939–1940 — ჰაიდრიხი დაკავებულია "ებრაული საკითხით". იგი ხელმძღვანელობს გერმანელი და ავსტრიელი ებრაელების დეპორტაციას პოლონეთის გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.
- 1941 — 29 სექტემბერი: ჰიტლერის ბრძანებით ჰაიდრიხი ინიშნება "ბოჰემიის და მორავიის პროტექტორატის" (გერმ. Protektorat Böhmen und Mähren) შტატჰალტერად. ამ თანამდებობაზე იგი ცვლის ბარონ კონსტანტინ ფონ ნოირატს.
- 1942 — 27 მაისი: ლონდონში ემიგრირებული ჩეხეთის მთავრობის მიერ გაგზავნილი დივერსანტები ცეცხლს უხსნიან ჰაიდრიხის მანქანას პრაღაში. ჰაიდრიხი ხელყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი. თავდასხმელებმა თავი შეაფარეს ერთ-ერთ ახლომდებარე ეკლესიას, თუმცა სს-ის ალყას თავი ვერ დააღწიეს და ყველანი ეკლესიაში იქნენ ჩახოცილები. 4 ივნისი: რაინჰარდ ჰაიდრიხი თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 10 ივნისი: ჰაიდრიხის მკვლელობისათვის სს-მა საზარელი შურისძიების სპექტაკლი მოაწყო ჩეხეთის სოფელ ლიდიცეში, რომლის მოსახლეობის მამაკაცები (15 წელს ზემოთ) სიკვდილით იქნენ დასჯილები, ხოლო ქალები და ბავშვები საკონცენტრაციო ბანაკებში იქნენ დეპორტირებულები.