ფარისებრი ლეპიოტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Lepiota clypeolaria)
ფარისებრი ლეპიოტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ლეპიოტა
სახეობა:  ფარისებრი ლეპიოტა
ლათინური სახელი
Lepiota clypeolaria (Bull.:Fr.) P. Kumm. 1871

ფარისებრი ლეპიოტა (ლათ. Lepiota clypeolaria) — ლეპიოტას გვარის სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკას.

შხამიანი სოკოა.[1] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1789 წელს როგორც Agaricus clypeolarius. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus calceolarius Pers. 1801, nom. illeg.
  • Agaricus clypeolarius Bull.:Fr. 1789
  • Agaricus colubrinus Pers. 1801, nom. illeg.
  • Lepiota clypeolaria J.E. Lange 1940
  • Lepiota colubrina (Pers.) Gray 1821, nom. illeg.
  • Lepiota clypeolaria var. ochraceosulfurescens (Locq. ex Bon) P. Roux & Guy Garcia 2006
  • Lepiota ochraceosulfurescens Locq. 1945, nom. inval.
  • Lepiota ochraceosulfurescens Locq. ex Bon 1985

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 4-8 სმ, ნორჩობაში ზარისებრია, შემდგომში — ბრტყლად ამოზნექილი, შუაში ბორცვაკით, ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ფიფქისებრი ქერცლებით,[3] ქერცლებს შორის თეთრია, კიდეებთან ბოჭკოვანია, მოთეთრო, შემდგომში მოყვითალო-მურა.

რბილობი — თეთრი ფერის, რბილი, ხილის სუნით,[4] ასაკთან ერთად იღებს არასასიამოვნო სუნს.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, კრემისფერი.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 0,4- 1 სმ, მყიფე, ძირში ოდნავ გამსხვილებული, ადვილად სცილდება ქუდს. საყელოს ზემოდან სადაა, ქვემოდან დაფარულია თეთრი ან მოყვითალო ფიფქისებრი ქერცლებით, ქუდის ფერია, საყელო ფიფქოვანია, რომელიც სწრაფად ქვრება.

სპორების მტვერი — თეთრი, სპორები — უფერული, 12-16-5,5-6,5 მკმ, ელიფსისებრი ან თითისტარისებრი.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმოპოლიტია. გავრცელებულია აზიაში, ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში,[5] ავსტრალიაში, ახალზელანდიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში.

იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, პარკებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. უპირატესობას ანიჭებს ნათელ ადგილებს.[6]

სეზონი — ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Andreas Gminder (2011). Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. Warszawa: Weltbild. ISBN 978-83-258-0588-3. 
  2. Species Synonymy: Lepiota clypeolaria (Bull.) P. Kumm., Führ. Pilzk. (Zerbst): 137 (1871). Species Fungorum. CAB International. ციტირების თარიღი: 2018-01-29.
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 155, ISBN 99940-856-1-1.
  4. Grünert, H.; Grünert, R.; VV.AA. (1984). Guías de Naturaleza Blume: Setas (t. original:"Pilze"). Barcelona: Blume. p. 18. ISBN 84-87535-11-9.
  5. (1993) The Macrofungus Flora of China's Guangdong Province. Chinese University Press, გვ. 386. ISBN 978-962-201-556-2. 
  6. Pavol. Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1.