J2ME

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიუკი, ჯავას თილისმა

J2me არის ჯავა პროექტის განშტოება რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ელექტრონული ხელსაწყოების პროგრამირებისთვის. ესეთი ხელსაწყოებია მობილური ტელეფონი, ციფრული პერსონალური ასისტენტი, ვიდეო თამაშების დანადგარი, საოჯახო ელექტრონული ტექნიკა და მრავალი სხვა. ხელსაწყოების მრავალფეროვნების გამო საჭირო გახდა მათი კლასიფიკაცია თითოეულის შესაძლებლობების მიხედვით. კლასიფიკაციის ყველაზე ქვედა ფენას წარმოადგენენ კონფიგურაციები. მათ მაღლა თავს იყრიან პროფილები, რომლებიც უფრო დაწვრილებით აღწერენ ჯავა აპიებს ყოველი ხელსაწყოს ტიპისთვის. ბოლო ფენაში კი მოთავსებულები არიან დამატებითი ნაკრებები განსაკუთრებული თვისებების მისანიჭებლად.

J2ME და JVM (Java Virtual Machine)[რედაქტირება]

J2ME დამზადებულია J2SE მაგალითზე და ჯავა პროგრამირების ენის ყველა თვისებას შეიცავს. J2ME ჯავა ვირთუალური მანქანის(JVM) და ჯავა ბიბლიოთეკის მინიმალურ ნაკრებს იყენებს, რაც საკმარისია მხოლოდ შეზღუდული უნარიანობის მქონე ხესლაწყოების ასამუშავებლად. დროთადრო როდესაც ხელსაწყოების დამამზადებელი ფირმა მსოფლიო ბაზარზე ახალი მოდელებით გამოდის, ჯავას მინიმალური ნაკრები ფართოვდება დამატებითი ბიბლიოთეკების დამზადებით. სწორედ ამ დამატებითი ბიბლიოთეკების მეშვეობით შესაძლებელია ახალ მოდელებში საინტერესო თვისებების შემოღება.


კონფიგურაციები და პროფილები[რედაქტირება]

კონფიგურაციების და პროფილების კრებული კლასიფიცირდება ელექტრონული ხელსაწყოს მეხსიერების, ინფორმაციის გადამუშავების და I/O შესაძლებლობების გათვალისწინებით. მრავალი ერთმანეთისაგან განსხვავებული ელექტრონული ხელსაწყო წააგავს ერთმანეთს ელემენტარული ფუნქციონირების თვალსაზრისით. მათი გაერთიანების მიზნით შეიქმნა კონფიგურაცია. კონფიგურაცია შედგება ჯავა ვირტუალური მანქანის და მინიმალური კლასობრივი ბიბლიოთეკისგან, რომლებიც განკუთვნილნი არიან მსგავსი ელქტრონული ხელსაწყოების ასამოქმედებლად. არსებობს 2 ასეთი კონფიგურაცია CDC (Connected Device Configuration) და CLDC (Connected Limited Device Configuration). CDC განკუთვნილია ძლიერი ელქტრონული ხელსაწყოებისთვის. ამ ხელსაწყოებს უფრო დიდი მეხსიერება, სწრაფი მიკროპროცესორი და დიდი ქსელური ტევადობა გააჩნიათ. CLDC დამზადებულია უფრო სუსტ ხელსაწყოებისთვის. მათ შორის პეიჯერები, მობილური ტელეფონები, ციფრული პერსონალური ასისტენტები და ა.შ. იმის გამო რომ CLDC თავისი თვისებებით უახლოვდება CDC-ს, მისი გამოყენაბა ხდება აგრეთვე ბოლო თაობის სმარტფონებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=J2ME&oldid=2381542“-დან