შინაარსზე გადასვლა

Incubus (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Incubus

ჯგუფი 2007 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა კალაბასასი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ალტერნატიული მეტალი, ფანკ მეტალი[1]
აქტიური 1991–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Epic, Immortal, Red Eye, Sony Music Entertainment
წევრები ბრენდონ ბოიდი
მაიკ აინზიგერი
ხოსე პასილასი
კრის კილმორი
ბენ კენი
ყოფილი წევრები ალექს კატუნიჩი
გევინ კოპელი
საიტი
Incubus ვიკისაწყობში

Incubusამერიკული ჯგუფი კალაბასასიდან (კალიფორნია). ჩამოყალიბდა 1991 წელს ვოკალისტ ბრენდონ ბოიდის, გიტარისტ მაიკ აინზიგერისა და დრამერ ხოსე პასილასის მიერ, როდესაც წევრები სკოლაში სწავლობდნენ. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ბას-გიტარისტი ალექს კატუნიჩი და გევინ კოპელი, რომლებსაც ჩაენაცვლნენ ბენ კენი და კრის კილმორი.

Incubus აღიარებული იქნა კრიტიკოსების მიერ და ჰქონდა კომერციული წარმატება, მრავალპლატინიანი გაყიდვებით. მეინსტრიმული წარმატება მას წილად ხვდა 1999 წლის ალბომით Make Yourself. 2001 წელს წარმატება მოიპოვა სინგლით „Drive“ და შემდეგი ალბომი Morning View. მეექვსე სტუდიური ალბომი, Light Grenades 2006 წელს მოხვდა პირველ პოზიციაზე და აშშ-ში ოქროს სერტიფიცირება შეიძინა. 2009 წლის ივნისში ჯგუფმა გამოუშვა უდიდესი ჰიტების ალბომი Monuments and Melodies, რასაც ახლდა ტურნე აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში. ამ დროისთვის უკანასკნელი ალბომი, If Not Now, When?, გამოვიდა 2011 წლის 12 ივლისს.

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Huey, Steve. (2006)Incubus - Music Biography, Credits and Discography. Allmusic. ციტირების თარიღი: January 19, 2013.