Hyper (ჟურნალი)
Hyper | |
---|---|
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | დენიელ უილკსი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Next Publishing Pty Ltd |
ქვეყანა | ავსტრალია |
პუბლიკაციის ისტორია | ცირკულაცია: 17,000 პირველი ნომერი: დეკემბერი, 1993 |
გამოცემის სიხშირე | ყოველკვარტალური |
ISSN | 1320-7458 |
Hyper — ავსტრალიური მრავალპლატფორმული ვიდეო თამაშების ჟურნალი. იგი ითვლება ყველაზე ხანდაზმულ ჟურნალად ავსტრალიაში, რომელიც გამოიცემა 1993 წლის დეკემბრიდან. გამოსცემს კომპანია Next Media Pty Ltd. მისი დაძმობილებული ჟურნალი არის PC თამაშებზე ორიენტირებული PowerPlay, რომელსაც ასევე გამოსცემს Next Media.
Hyper-ის პირველი რედაქტორი იყო სტიუარტ კლარკი. კლარკი მანამდე იყო მრავალპლატფორმული ჟურნალის Megazone-ის რედაქტორი.
2014 წელს კომპანია Next Media-მ განაცხადა, რომ 2015 წლიდან Hyper გახდებოდა ყოველკვარტალური ჟურნალი[1].
ჟურნალი აქვეყნებს ვიდეო თამაშების მიმოხილვებს, პრევიუებს, სიახლეებსა და ინტერვიუებს დეველოპერბთან, გარდა ამისა მიმოიხილავს ანიმეს, DVD ფილმებს, არკადულ და კლასიკურ თამაშებს, ასევე აქვეყნებს სტატიებს აპარატული უზრუნველყოფისა და ვიდეო თამაშების მუსიკის შესახებ. ჟურნალს გააჩნია საკუთარი ინტერნეტ ფორუმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Next Media-ს ვებსაიტი დაარქივებული 2011-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Hyperactive: Hyperის ვებსაიტი დაარქივებული 2014-07-08 საიტზე Wayback Machine.
- Hyperactive Forums დაარქივებული 2014-07-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hyper Magazine to go quarterly. MVC Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-10. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2015.