Hyper (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hyper
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი დენიელ უილკსი
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Next Publishing Pty Ltd
ქვეყანა ავსტრალია
პუბლიკაციის ისტორია ცირკულაცია:
17,000
პირველი ნომერი: დეკემბერი, 1993
გამოცემის სიხშირე ყოველკვარტალური
ISSN 1320-7458

Hyperავსტრალიური მრავალპლატფორმული ვიდეო თამაშების ჟურნალი. იგი ითვლება ყველაზე ხანდაზმულ ჟურნალად ავსტრალიაში, რომელიც გამოიცემა 1993 წლის დეკემბრიდან. გამოსცემს კომპანია Next Media Pty Ltd. მისი დაძმობილებული ჟურნალი არის PC თამაშებზე ორიენტირებული PowerPlay, რომელსაც ასევე გამოსცემს Next Media.

Hyper-ის პირველი რედაქტორი იყო სტიუარტ კლარკი. კლარკი მანამდე იყო მრავალპლატფორმული ჟურნალის Megazone-ის რედაქტორი.

2014 წელს კომპანია Next Media-მ განაცხადა, რომ 2015 წლიდან Hyper გახდებოდა ყოველკვარტალური ჟურნალი[1].

ჟურნალი აქვეყნებს ვიდეო თამაშების მიმოხილვებს, პრევიუებს, სიახლეებსა და ინტერვიუებს დეველოპერბთან, გარდა ამისა მიმოიხილავს ანიმეს, DVD ფილმებს, არკადულ და კლასიკურ თამაშებს, ასევე აქვეყნებს სტატიებს აპარატული უზრუნველყოფისა და ვიდეო თამაშების მუსიკის შესახებ. ჟურნალს გააჩნია საკუთარი ინტერნეტ ფორუმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hyper Magazine to go quarterly. MVC Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-10. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2015.