Gojira (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Gojira

Gojira — ფრანგული მძიმე მეტალ ჯგუფი. იგი 2001 წლამდე Godzilla-ს სახელით იყო ცნობილი. რიტმული გიტარისტი და ვოკალისტი ჯო დუპლანტიერია, ხოლო დასარტყმელ საკრავებზე მისი ძმა მარიო დუპლანტიერი, წამყვან გიტარაზე კრის ენდრიუ, ბას გიტარაზე ჯან-მიშელ ლაბადიე. ბენდს ჩაწერილი აქვს ხუთი სტუდიური ალბომი და სამი საკონცერტო ალბომის ოფიციალური ჩანაწერი. ჯგუფის სიმღერები სავსეა გარემოს დაცვის პრობლემების საკითხებით.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის ადრეული მოღვაწეობა და Terra Incognita (1996−2002)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი დააარსეს ჯო და მარიო დუპლანტიერებმა, კრის ენდრიუმ და ალექსანდრე კორლინოლმა მშობლიურ ქალაქ ონდრესში. ჯგუფის მიერ შექმნილი მუსიკა აერთიანებს დეს მეტალს, გრუვ მეტალს, თრეშ მეტალსა და პროგრესივ მეტალს. ჯგუფმა მოღვაწეობა Godzilla სახელით დაიწყო და გამოუშვეს დემოები: მსხვერპლი, შეპყრობილი,გაძღომა და სიბრძნე. 1999 წლის ტურის შემდეგ ,სადაც ჯფუგი გამოდიოდა ისეთ ჯუფებთან ერთად როგორებიცაა Cannibal Corpse,Edge of Sanity, Impaled Nazarene და Immortal[2] წარმოიშვა პრობლემები ჯგუფის სახელთან დაკავშირებით, კერძოდ ლიცენზირებასთან, ამიტომ ჯგუფს სახელის შეცვლა მოუწია, მათ სახელი რამაძის მიხედვით შეცვალეს და ჯგუფს Gojira დაერქვა. მათი პირველი ალბომი 2001 წელს გამოვიდა  Terra Incognita.[3]

The Link და From Mars to Sirius (2003−2007)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფმა მეორე ალბომი 2003 წელს გამოუშვა The Link ალბომის შემდგომი ვერსია 2007 წელს გამოვიდა.[4] პირველი ორი წარმატებული ალბომის შემდეგ მათ გამოუშვეს DVD, კონცერტი ბორდოში. 2004 წლის 14 მაისიდან ალბომი The Link Alive მთელ საფრანგეთში ფასდაკლებით იყო. 2005 წელს ჯფუფმა ხელი მოაწერა კონტრაკტს კომპანიასთან Listenable Records, რაც დაეხმარა მათ გამოეშვათ ახალი ალბომი From Mars to Sirius.[5]

2006 წლის ბოლოს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო  Children of Bodom-ის ამერიკულ ტურში. ტური გახსნეს ჯგუფებმა Amon Amarth და Sanctity. აგრეთვე ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო Trivium-ის დიდი ბრიტანეთის ტურში, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა Annihilator.[6] მოგვიანებით 2007 წელს ბენდმა მონაწილეობა მიიღო კონცერტში, რომელშიც მონაწილეობდნენ Lamb of God, Trivium და Machine Head.[7] 2007 წლის ბოლოს ჯგუფი შეუერთდა Radio Rebellion Tour-ს, სადაც ჰედლაინერი იყო  Behemoth და  Job for a Cowboy ერთად. ოქტომბერში ჯგუფმა გამოუშვა 1997 წლის დემოს Possessed ახალი ვერსია.[8]

The Way of All Flesh და Sea Shepherd EP (2008−2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Way of All Flesh გამოვიდა 2008 წლის 13 ოქტომბერს ევროპაში Listenable Records-ით ხოლო ამერიკაში 14 ოქტომბერს Prosthetic Records-ით. 25 ივლის ჯფუფმა დაამტკიცა სიმღერების სია და დისკის გარე ყდა. ჯო დუპლანტიერმა თავის ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ Revolver-ს მისცა განაცხადა:

 «მე ვიტყოდი, რომ ეს ალბომი ბევრად უფრო ბნელი, ბურტალური და სადისტური გამოვიდა. ჩვენ ძალიან დაგვეხმარა შტატებში ვიზიტი, ამ ალბომში უფრო კარგად ჩანს ის მიზანი რისი მიღწევაც გვინდა ჩვენი შემოქმედებით, სიმღერის ტექსტები არის ბევრად უფრო ფილოსოფიური და შესაბამისი მუსიკასთან, ამ ალბომშიც ხშირად ვიყენებთ სწრაფ ორმაგ ბასს დასარტყამ ინსტრუმენტზე, ამიტომაც სიმღერები არის ბევრად სწრაფი და მელოდიური.»[9] რენდი ბლაიტი ჯგუფის Lamb of God წევრი გამოჩნდა დამხმარე ვოკალისტად სიმღერაში «Adoration for None.»[10] ბენდმა აკომპანემენტი გაუწია ლეგენდარულ მეტალიკა-ს.[11] აგრეთვე ჯგუფი იყო მთავარი ჰელდაინერი თავიანთ ჩრდილო ამერიკულ ტურში, რომელიც გაიმართა 17 მაისს 2009 წელს.[12] 2010 წელს კალიფორნიაში ჯგუფის წევრები ეწვივნენ პროდიუსერს ლოგან მადერ-ს, რათა დაეწყოთ ახალი სიმღერის ჩაწერები, სიმღერები მთლიანად [13] დაუკავშირდა ვეშაპებზე ნადირობასა და მათ დაცვაზე ზრუნვას[14]. აგრეთვე განხილული იყო გარემოს დაცვის საკითხები.

L'Enfant Sauvage და მეექვსე სტუდიური ალბომი (2012−დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 4 აპრილს ბენდმა გამოუშვა ახალი ალბომი L'Enfant Sauvage Roadrunner Records[15] დახმარებით. სათაური ითარგმნება, როგორც ველური ბავშვი, ალბომი მოიცავს 11 სიმღერას, აგრეთვე სინგლის სახით გამოვიდა "L'Enfant Sauvage" სიმღერა, მას მოყვა აგრეთვე "Liquid Fire" რომელთა გადმოწერა შესაძლებელი იყო ჯგუფის ვებსაიტიდან. ალბომის საბოლოო ვერსია გამოვიდა 20012 წლის 26 ივნის. 2014 წლის, 11 მარტს კი ჯგუფმა გამოუშვა საკონცერტო ალბომი, კონცერტით, რომელიც გაიმართა ბრიქსტონის აკადემიაში (ლონდონი) 2013 წელს.

მარიო დუპლანტიერმაა 2015 წელს თვის ინტერვიუში დაანონსა ჯგუფის ახალი ალბომის შესახებ, რომელზეც ორი თვე მუშაობდა ჯგუფი ახალ შემადგენლობასთან ერთად და ისიც გაამხილა, რომ ეს ყველაზე ძლიერი ალბომი იქნება.[16]

2016 წლის 4 იანვარს ბენდმა დაანონსა youtube-ში, რომ ახალი ალბომი გაზაფხულზე გამოვა.[17]

სტილი და თემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოჯირას სტილი რთული განსარმატია, რადგან ჯგუფი ერთდოულად წარმოადგენს რამდენიმე მიმდინარეობას. ჯგუფი ასოცირდება ისეთ ჟანრებთან, როგორებიცაა : ტექნიკური დეს მეტალი, თრეშ მეტალი, გრუვ მეტალი და პროგრესული მეტალი. ჯგუფმა ზეგავლენა განიცადა ისეთი ჯგუფებისგან, როგორებიცაა :  Slayer,  [[Sepultura, Death, Morbid Angel, Meshuggah, Tool, Metallica, Pantera და Neurosis.

გოჯირა უკრავს ტექნიკურ და მელოდიურ მძიმე მეტალს, ჯგუფი ცნობილია აგრეთვე დასარტყმელი საკრავის არაჩვეულებრივად გამოყენებით. მათი სიმღერები კი მოიცავს გლობალურ პრობლემებს, გარემოს დაცვის თემას, ადამიანის რაობას სამყაროში. ვოკალი კი ყველა სიმღერაში სპეციფიურია, ჯო დუპლანტიერი თავისი გროულით შეიძლება მივაკუთნოთ დეს მეტალის სტილის ვოკალისს, აგრეთვე ის იყენებს სქრიმინგის სხვადასხვა ტიპს რაც დამახასიათებელია ექსტრემალური მეტალისთვის, აგრეთვე ვოკალისტი მღერის სუფთა ხმით და მაღალი სქრიმინგით. ყველა ამ ვოკალური შესაძლებლობის მიქსი კი ქმნის ერთ აგრესიულ, მელოდიურ და სასიამოვნო ეფექტს რაც მხოლოდ ამ ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი წევრები

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gojira at AllMusic
  2. "Gojira Biography".
  3. "Gojira Biography" დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. .
  4. Lucy Williams. Gojira Biography. Official Gojira Website. ციტირების თარიღი: 2008-05-04.
  5. "GOJIRA And SANCTITY Added To TRIVIUM's European Tour" დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine. .
  6. "LAMB OF GOD, MACHINE HEAD, TRIVIUM, GOJIRA: North American Tour Dates Announced" დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine. .
  7. Gojira: 'Xfm Sessions' Recording Posted Online - Oct. 15, 2007, Blabbermouth.net Archived October 16, 2007 at the Wayback Machine
  8. GOJIRA Frontman: 'I'm So Pissed Off With The Situation On Earth Right Now'. Blabbermouth.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-29. ციტირების თარიღი: 2008-06-23.
  9. "GOJIRA Frontman Explains New Album Title" დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine. .
  10. "LAMB OF GOD Frontman To Guest On New Gojira-ს ალბომი - July 10, 2008" დაარქივებული April 26, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .
  11. "GOJIRA: North American Tour Dates Announced" დაარქივებული 2009-03-19 საიტზე Wayback Machine. .
  12. "GOJIRA Working On Material For New Album"[მკვდარი ბმული].
  13. "GOJIRA Recording New EP: Photos From The Studio Available" დაარქივებული 2012-09-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links.
  14. "Joe Duplantier: 'Working with Roadrunner Records'". gojira-music.com. 2011-11-08.
  15. "GOJIRA's MARIO DUPLANTIER: 'We Want To Make The Strongest Album We Can Do'".
  16. "GOJIRA STUDIO SESSIONS - YouTube". 2016-01-04.