Girls’ Generation

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Girls’ Generation
LG 시네마 3D TV 새 모델 ‘소녀시대’ 영입.jpg
ბიოგრაფია
მეტსახელი

SNSD (소녀시대, 少女時代),
SoShi (소시, 少時),
Shōjo Jidai (少女時代),
Shàonǚ Shídài (少女時代, 少女时代),

Síunéuih Sìhdoih (少女時代)
წარმოშობა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop , ლექტრო-პოპი, თანამედროვე პოპი,
აქტიური 2007 წლიდან - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი

S.M.Entertainment (სამხრეთი კორეა) Nayutawave Records (იაპონია)
Avex Taiwan (ტაივანი) (2007–2010)
Universal Music (ტაივანი) (2010 წელი)
Interscope (აშშ)
Polydor (საფრანგეთი)

United Asia Management
საიტი http://girlsgeneration.smtown.com/
წევრები კიმ თეიონი
სანი
ტიფანი
კიმ ჰიოიონი
იური
სუიონი
იუნა
სოჰიონი
ყოფილი წევრები ჯესიკა

Girls’ Generation (კორ. 소녀시대?, So Nyeo Shi Dae) — სამხრეთ კორეული ჯგუფი, შემდგარი რვა წევრისაგან და დაფუძნებული კომპანია S.M.Entertainment-ის მიერ 2007 წელს.

საერთაშორისო სახელწოდება — Girls' Generation, ფანები ასევე იყენებენ აბრივიატურას SNSD / SoShi და კორეულ ვარიანტს So Nyeo Shi Dae. დებიუტამდე ჯგუფის წევრები უკვე მონაწილეობდნენ შოუ-ბიზნესში, როგორც მსახიობები, დიჯეი და მოდელები.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრე-დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცთა ჯგუფის Super Junior-ის წარმატების შემდეგ, S.M. Entertainment-მა გადაწყვიტა ახალი გოგოების ჯგუფი შეექმნა. თავდაპირველად ჯგუფი 11 წევრისგან შედგებოდა. დაახლოებით ორი წლის მანძილზe, კორეულ ვებ-გვერდებზე, განხილვის თემა იყო S.M.Ent.ის მოვარჯიშეებიდან ვინ იქნება ჯგუფში. ყველა მათგანს პროფესიონალურად ჰქონდათ შესწავლილი სიმღერა და ცეკვა, ზოგიერთი არჩეული იყო სამსახიობო და სამოდელო ბიზნესის შესაცნობად. ზოგიერთ მათგანს უკვე ჰქონდა სახელი გასართობ ინდუსტრიაში რეკლამებში მონაწილეობის მიღების, ჟურნალებისა და სატელევიზიო პროგრამების ხარჯზე[1]. რამდენიმე გადათვალიერების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჯგუფში 12 ადამიანი დარჩენილიყო, თუმცა, 2006 წლის შუა პერიოდში წევრთა რიცხვი 9-მდე ჩამოვიდა, ზოგი გააგდეს ხოლო ზოგიერთი წავიდა. თავიდან დადიოდა ჭორები იმის შესახებ რომ ჯგუფს ერქმეოდა „Super Girls“, როგორც ბოიბენდ Super Junior-ის გოგოების ვერსია[2]. ჯგუფის წევრთა უმრავლესობას უკვე ჰქონდა სცენაზე გამოსვლის გამოცდილება, ხოლო სუიონს უკვე დებიუტიც კი ჰქონდა იაპონიაში დუეტ Route θ-თან ერთად. მაგრამ დებიუტიდან ერთ წელიწადში ჯგუფი დაიშალა[3][4].

პირველი წევრი, რომელიც S.M. Entertainment-ის მოვარჯიშეებს შეუერთდა , იყო ჯესიკა 2000 წელს. ამის შემდეგ მისი და კრისტალ ჩონი (ჯგუფი f(x)-ის წევრი) შეუერთდა სააგენტოს, გოგოები შეამჩნიეს საოჯახო დასვენების დროს სავაჭრო ცენტრში. სუიონი და ხიოიონი ასევე 2000 წელს გავიდნენ ქასტინგზე და გახდნენ კომპანიის წევრები. ხოიოპნი — ნიჭიერი მოცეკვავეა, სწავლობთა მოცეკვავეებთა სკოლაში „Winners Dance School“, ცნობილ სპციალობაზე ჰიპ-ჰოპი. ქასტინგზე მან იცეკვ. თავდაპირველად მისი მიზანი არ ყოფილა სააგენტოში მოხვედრა, მაგრამ დედამისი ჯგუფი H.O.T.-ის დიდი გულშემატკივარი იყო, მან მოიყვანა შვილი კომპანიაში კუმირების სანახავად. მოიგვიანებით იგი გაემგზვარება ჩინეთში ჩინური ენის სასწვალებლად კომპანიის ერთ-ერთ წევრთან თარგი:Нп5-თან ერთად (ჯგუფი Super Junior-ის წევრი). იური Girls' Generation-ის შემდეგი წევრია, რომელიც კომპანიაში მეორე SM Youth Best Dancer-ის შეჯიბრის შემდეგ მიიღეს 2001 წელს. ის მოსმენის შემდეგ იმავე წელს გამოვიდა ქასთინგზე. იგი მღეროდა და ცეკვავდა თავისი ყველაზე საყავრელი შემსრუმლებლის სიმღერებზე BoA და Britney Spears. სოჰიონი, ჯგუფის მაკნე (ყველაზე პატარა წევრი) მოსმენას 2003 წელს გადიოდა, სადაც საბავშვო სიმღერა იმრერა[5]. ჯგუფის ლიდერი თეიონი „ოჯახს“ SM’s 8th Annual Best Contest-ის გამარჯვების შემდეგ შეუერთდა[6][7]. იმავე წელს SM’s Starlight Casting System-ზე ლოს-ანჯელესში გადიოდა მოსმენას ტიფანი, და შეუერთდა S.M.Ent.-ს 2004 წლის ოქტომბერში[8][9]. მეცხრე და ბოლო წევრი გახდა სანი, იგი ვარჯიშობდა 1998 წლიდან სხვა სააგენტოში Starworld, სადაც დებიუტისთვის ემზადებოდა დუეტ „Sugar-თან“ ერთად, თუმცა ის არ გამოვიდა ასპარეზზე. ჯგუფი Iconiq-დან მომღერალი Ayumi-ს რეკომენდაციის შემდეგ, გადმოვიდა S.M. Entertainment-ში 2007 წელს[10]. ასევე ის კომპანია SM Entertainment-ის დამფუძნებლის ლი სუმანის ნათესავია[11].

დებიუტი, პირველი ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

19 ივლისი 2007 წელი Girls' Generation-მა ჩაატარა თავისი პირველი არაოფიციალური გამოსვლები პროგრამა M.Net’s School of Rock-ში თავის სადებიუტო სინგლით „Into the New World“ (다시 만난 세계, დასი მანნან სეგე). ასევე მათ დოკუმენტურად აღნიშნეს ეს ფაქტი შოუში — „Girls Go To School“, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში იღებდნენ. შოუში ნაჩვენებია როგორ გადავიდნენ ყველანი ერთ ბინაში საცხოვრებლად და ემზადებოდნენ თავიანთი პირველი სადებიუტო გამოსვლებისთვის.

პირველი სინგლი გამოშვებული იყო ახლო მომავალში და მთავარი ტრეკის მიუხედავად, მის ინსტრუმენტარულ და კიდევ ორ სიმღერას შეიცავდა: „Beginning“ და „Perfect for You“. ამათგან ბოლოს კორეულად „სურვილს“ უწოდებენ (소원, სოვონ), რაც მოგვიანებით ჯგუფი Girls' Generation-ის ოფიციალური ფანდომის სახელწოდება გახდა (S♡NE)[12].

ჯგუფის ოფიციალური დებიუტი შედგა 2007 წლის 5 აგვისტოს არხი SBS-ის მუსიკალურ შოუ „Inkigayo-ზე“ პირველი გამოსვლით[13], და სხვა მომდევნო გამოსვლებით მუსიკალურ პროგრემებში სამხრეთი კორეის არხებთა შორის სხვა ორზე: MBC „Show! Music Core“, KBS „Music Bank“.

ჯგუფმა თავისი პირველი სტუდიური ალბომი 2007 წლის გვიან შემოდგომაზე გამოუშვა, რომლის მთავარი სიმღერაც გახდა „Girls' Generation“ (소녀시대, სონიო სიდე), ლი სინჩხოლის 1989 წლის რემეიქი.ამ სიმღერის ფრომოუშენი ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. ალბომში ასევე ჯგუფის პირველი სინგლი „Into the New World-ც“ შევიდა, ასევე სიმღერა „Perfect For You“, გადარქმეული „Honey-ზე“, და სხვა 8 სიმღერა. 2008 წლის დასაწყისში Girls' Generation დაიწყეს მეორე სიმღერის პრომოუშენი ალბომიდან — „Kissing You“. 2008 წლის მარტში ალბომი თავიდან იქნა გამოშვებული და გადარმეული „Baby Baby-ზე“. მესამე სინგლი „Baby Baby“ ამჯერად ყველაზე მთავარი იყო.

თებერვალი 2008, გამოსვლა სტადიონზე Rajamangala, ბანგკოკი, ტალანდი

ქამ დროს სამი წევრი: ჯესიკა, ტიფანი და სოხიონმა გამოუშვეს მინი-ალბომი სახელწოდებით „Roommate“ (მეზობლები) 2008 წლის 1 დეკემბერს. ალბომის მთავარი სიმღერა იყო „ოპპა ნაპპა“ (오빠 나빠, ცუდი ძამიკო)[14][15]. ეს სიმღერა გამოშვებული იყო ადე 2008 წლის აპრილში. მოგვიანებით იმავე წელს სამმა წევრმა გამოუშვა „Mabinogi“ (It’s Fantastic!), რომელიც შემდგომში ვიდეო თამაშების Nexon game Mabinogi-ს რეკლამირებისთვი გამოიყენეს, ვიდეოში ტიფანიმ მთავარი როლი ითამაშა[16].

2009: „Gee“, „Genie“ ზრდადი პოპულარობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 26 დეკემბერს Girls' Generation-ის პოსტერები წევრებთან ერთად მთელ სეულზე იყო გაკრული. 3 დღის შემდეგ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ პოსტერები რეკლამის მნიშვნელობით იყო გამოფენილი, როგორც თიზერები SNSD-ის პირველი მინი-ალბომის, რომელიც შემდეგ თვეში გამოდიოდა — 2009 წლის იანვარში — სახელად კი „Gee“ ერქმეოდა[17][18].

ვიდეო თიზერები და მათ შემდეგ სინგლი, გამოშვებული იყო იანვარში. ჯგუფმა პრომოუშენი 2009 წლის იანვარში MBC Show! Music Core-ზე ჩაატარა, სადაც მათ ორი მთავარი სიმღერა შეასრულეს — Gee და Himnae (Way To Go) . სიმღერამ საუკეთესო შედეგებს მიარჭია სხვა მუსიკალურ შოუებში — Mujikon, Melon და M.Net ორჯერ პირველ ადგილას, Dosirak 7კვრია, Muse 6 გიტარანდა Baksu 4 კვირა[19]. სიმღერას ეკავა პირველი ადგილი უმრავლესობა მუსიკალურ ჩარტში ორი დღის განმავლობაში[20][21].

ასევე, ტიფანი და იური არჩეული იყვნენ წამყვანებად MBC Music Core-ზე.

ხანმოკლე შესვენების შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა სინგლი „Tell Me Your Wish“ (소원을 말해봐, სოვონილ მალჰება)[22][23]. ამ სიმღერით პირველი გამოსვლა პირველად MBC’s Music Core-ის 27 და 28 ივნისს 2009 წელს SBS’s Inkigayo-ზე შედგა[24].

გამოსვლა „Genie“ LG Mobile Worldcup-ზე 2009 წელს

7 ოქტომბერს შედგა სინგლი „Chocolate Love“ რელიზი რეკლამისთვის LG CYON phone, „Chocolate“. Girls' Generation-მა შეასრულა რეტრო პოპ შესრულება, იმ დროს როდესაც ჯგუფი f(x) (ამ ჯგუფის წევრია ჯესიკას და — Krystal) მღეროდა ელექტრო-პოპ სტილში. ასევე გამოშვებული ჰქონდათ სიმღერისთვის ორი ვიდეო.

27—28 თებერვალს შედგა ჯგუფის პირველი სოლო კონცერტი „Into the New World“[25].

2010: „Oh!“, „Run Devil Run“, „Hoot“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Girls' Generation LG event-ზე 2010-ში.

28 იანვარს შედგა მეორე ალბომი „Oh!-ს“ რელიზი. პირველი პრომოუშენი შედგა 30 იანვარს MBC’s Music Core-ზე. 25 იანვარს გამოშვებული იქნა ვიდეო, რომელიც დასასრულიც იყო შემდეგი კონცეპტი „Black Girls' Generation“. 17 მარტს შედგა რელიზი მეორე გადამუშავებული ალბომის „Run Devil Run“, ხოლო 19 მარტს შედგა ქამბექი Music Bank-ზე. Black Girls' Generation სრულიად განსხვავდება „Oh!-გან“.

აგვისტოში შედგა იაპონიის პრომოუშენი, 11 აგვისტოს გამოვიდა DVD, 7 მუსიკალური ვიდეოთი და დამატებითი სიმღერებით. დებიუტი იაპონიაში Ariake Coliseum-ში 25 აგვისტოს შედგა. იაპონიაში ისინი ლეიბლი Universal Music-ის ქვეშ მუშაობენ.

მესამე მინი-ალბომი „Hoot“ გამოშვებული იყო 25 ოქტომბერს კორეული დროით 10 საათზე, რომელიც გავრცელებული იყო სხვადასხვა მუსიკალური ინტერნეტ-საიტებიდან.

„Hoot“ უცებ ავარდა პირველ ადგილებზე და სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტებში იკავებდა პირველ ადგილს, რითაც ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული რელიზი გახდა. გოგოები ერთდროულად გამოდიოდნენ „Hoot-ით“ კორეაში და „Gee“ იაპონიაში, მიიღეს მონაწილეობა იაპონიის ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა „FNS Music Festival“, სადაც 4 დეკემბერს შეასრულეს 2 სინგლი: „Gee“ და „Genie“.

22 დეკემბერს „Hoot“ გადაუშავებული იყო იაპონიაში, მას დაუმატეს რამდენიმე სინგლი წინა ალბომებიდან. პირველივე დღეს გაყიდული იყო 21 000 ასლი, და ალბომმა შედძლო დაეკვაებინა მეორე ადგილი ჩარტში „Oricon“, გასაკვირვად კარგი შედეგია, რადგან სიმღერების უმეტესობა კორეულ ენაზეა[26].

9 დეკემბერს გოგოები გამოვიდნენ „Golden Disk Awards-ზე“, სადაც მათ ორი ილდო მიირეს, მათ შორის „Disk Daesang“ („წლის ალბომი“) მათი მეორე ალბომისთვის „Oh!“. ასევე ისინი იყვნენ პირველი გოგოების ჯგუფი რომლებმაც მიირეს „Disk Daesang“ (2010-ში), და „Digital Daesang“ (2009-ში). 15 დეკემბერს ჯგუფი გამოვიდა დაჯილდოებაზე „Melon Music Awards“: გოგოებმა მიირეს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა „ყველაზე მოდური შემსრულებელი“, „ცხელი ჰიტი“ მათი ბოლო სიმღერისთვის, „Hoot“, და ასევე „წლის შემსრულებელი“ — მეორე წელი ზედიზედ.ისინი ასევე ჩარტი „Hanteo-ს“ პირველ ადგილზე გავიდნენ 2010 წლისთვის[27].

ისინი გახდნენ ერთადერთი აიდოლ-ჯგუფი, რომელიც მოხვდა სიაში „2011 წლის კორეის 50 გამოჩენილი პიროვნება“ „Asia Today-ის“ ვერსიით (გოგოებმა 44-ე ადგილი დაიკავეს)[28]. „წლის შემსრულებლად“ Girls' Generation აღიარეს ასევე „Dosirak-მა“, „Soribada-მ“, „Korea Gallup-მა“, „Hanteo-მ“ და „Sport Korea-მ“. ამის გარდა სიმღერა „Oh!“ გახდა „წლის საუკეთესო სიმღერა“ „Monkey 3-ზე“[29][30].

2011: „Mr. Taxi“, „Girls' Generation“ და „The Boys“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Girls' Generation შოუქესზე Visual Dream World Premiere.

2011 წლის დასაწყისში ჯგუფმა ჩაწერა ახალი სიმღერა სახელწოდებით „Visual Dreams“, რომელიც გახდა მათი სარეკლამო კომპანია „Intel Core-ს“ პროცესორებისთვის აზიაში. ვიდეო სიმღერისთვის 17 იანვარს იყო გამოშვებული. სარეკლამო კომპანიაში შედიოდა სიმღერები, 2D და 3D ვიდეოები, საიტი, ფოტოები და კომპიტერული მაღაზიების ეკრანები[31]. იანვრის მეორე ნახევარში იყო გამოცხადებული, რომ ჯგუფი ბრუნდება იაპონურ სცენაზე სინგლით „Run Devil Run“. რელიზი დაგეგმილი იყო 25 იანვრისთვის[32].

20 იანვარს „Seoul Music Awards-ზე“ ჯგუფმა მიიღო ჯილდო „წლის შემსრულებელი“, „Bonsang prize“, ჯილდო პოპულარობისთვის და „Hallyu award“. Girls' Generation კორეულ მუსიკალურ ისტორიაში გახდნენ ერთ-ერთი ოთხი შემსრულებლიდან (სონგ ტეჩინთან, ჯო სუნგმო და H.O.T.-თან ერთად), რომლებიც ორი წლის განმავლობაში იღებდნენ „წლის შემსრულებლის“ ჯილდოს „Seoul Music Awards-ზე“. გოგოები ასევე გახდნენ ერთადერთნი რომლებმაც აიღეს ეს ჯილდო როგორც „Seoul Music Awards-ზე“ ასევე „Melon Music Awards-ზე“ ორი წლის განმავლობაში. ამის გარდა, მათ მიიღეს ჯილდო „Daesang“ „Golden Disk Ceremony-ზე“: „Digital Daesang“ (2010 წელს) და „Physical Album Sales Daesang“ (2010 წელს)[33].

8 მარტს SM Japan-მა ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა Girls' Generation-ის მესამე სინგლის გამოსვლის და ჯგუფის პირველი იაპონური ტურის დაწყების შესახებ. მოხსენებული იყო, რომ 27 აპრილს Girls' Generation გამოუშვებს მესამე იაპონურ სინგლს „MR. TAXI / Run Devil Run“, სადაც შევა მათი პირველი ორიგინალური იაპონური სიმღერა „MR. TAXI“[34] და იაპონური ვერსია „Run Devil Run“. იაპონური სინგლების „MR. TAXI / Run Devil Run-დან“ მიღებული შემოსავალი ნაწილობრივ გადაგზვანილი იყო იაპონური წითელი ჯვრის კომიტეტისთვის და იაპონური მიწისძვრის (2011-ში) დროს დაშავებული ხალხის მხარდასაჭერად. 4 აპრილს გამოვიდა ვიდეო სიმღერისთვის „Run Devil Run“[35].

ასევე გამოცხადებული იყო რომ ჯგუფი მიემგზავრება ტურით რომლის სახელწოდებაცაა „The 1st Japan Arena Tour“, რომელიც დაიწყებოდა ოსაკაში 31 მაისს. Дთვენახევრის განმავლობაში გოგოები ჩაატარებდნენ 14 კონცერტს 6 ქალაქში. „2011 MTV Video Music Aid Japan (VMAJ)-ზე“ Girls' Generation ნომინირებულები იყვნენ სამ ჯილდოზე: „ჯგუფის საუკეთესო ვიდეო“, „წლის ვიდეო“ „კარაოკეს საუკეთესო სიმღერა[36]. ღონისძიების სახელწოდება შეცვალეს „MTV Video Music Awards Japan (VMAJ)-დან“ „2011 MTV Video Music Aid Japan (VMAJ)-ზე“. Girls' Generation შეასრულეს ორი სიმღერა მსოფლიო დონის შემსრულებლებთან ერთად, კონკრეტულად კი Tokio Hotel, Lady Gaga და AKB48. 2 ივლის გახდა ცნობილი, რომ ჯგუფმა აიღო ორი ჯილდო სამიდან: „ჯგუფის საუკეთესო ვიდეო“ და „კარაოკეს საუკეთესო სიმღერა“ იაპონური ვერსიით „Genie“[37].

1 ივნის ჯგუფმა გამოუშვა თავისი პირველი იაპონური სტუდიური ალბომი „Girls' Generation“[38]. ალბომში 12 სიმღერა შევიდა მათ შორის სინგლები „Genie“, „Gee“, „Run Devil Run“, „MR. TAXI“ და იაპონური ვერსია „Hoot“. „Girls' Generation“ გახდა პლატინის ალბომი (250 000 გაყიდული ასლი), როგორც აცხადებს იაპონიის ხმაჩამწერი სტუდიები 2011 წლის 14 ივნისს. Girls’ Generation გახნდნენ მეოხუთე კორეელი შემრულებელი რომლებმაც ასეთ წარმატებას მიაღწიეს (S.E.S, BoA, TVXQ და KARA). 8 ივლის „Girls' Generation“ ორჯერ გახდა პლატინის (500 000 გაყიდული ასლი), რასაც არც ერთ კორეულ გოგოების ჯგუფს არ მიურწევია[39][40]. ჯგუფმა ასევე დაამყარა რეკორდი პირველი იაპონური ალბომების გაყიდვებში. Girls' Generation — მეოთხეა ვინც დაიკავა პირველი ადგილი ყოველკვირეულ ჩარტში (BoA-ს შემდეგ, TVXQ და Big Bang)[41], და მესამე ვისი ალბომების გაყიდვებიც გადააჭარბა 500 000 ასლს (BoA-ს და TVXQ-ის შემდეგ). ზრდადი პოპულარობის გამო Girls' Generation გახდნენ ყველაზე მაღარ ანაზღაურებადი ჯგუფი საზრვრებს გარეთ 2011 წლის პირველი ნახევრისთვის[42]. როგორც აცხადებს „Oricon“ გაყიდული იყო ალბომი „Girls' Generation-ის“ 630 000-მდე ასლი, რომელსაც უკავია მეხუთე ადგილი ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის 2011 წელს[43][44]. არც ისე დიდი ხნის წინ გოგოებს მეორე შუააზიური ტური ჰქონდა. მათ ჩაატარეს ორი სოლო კონცერტი 23 და 24 ივლისს, შემდგომ მოყვა ტაიბეის კონცერტი (ტაივანი) 9, 10 და 11 სექტემბერს — და ასე სინგაპურის კონცერტამდე 9 დეკემებრს[45]. 21 აგვისტოს DVD „The 1st Asia Tour: Into The New World“ მიაღწია პირველ ადგილს იაპონურ ჩარტში „Tower Records“, რითაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი DVD გახდა 15-21 აგვისტოს შუალედში. „SISA Press-მა“ დაარქვა Girls' Generation-ს ყველაზე ძლევამოსილი კორეელი შემსრულებელი 2011 წელს.2010 წელს გოგოები მეექვსე ადგილს იკავებდნენ ამ სიაში[46].

„The Boys“ გამოსვლა Madison Square Garden-ში, 2011 წლის ოქტომბერი

26 სექტემბერს გამოვიდა პირველი ფოტო-ტიზერი მესამე კორეული ალბომისთვის „The Boys“ — თეიონის სურათი. 27 სექტებერს გამოვდა სონისა და ხიოიონის, ჯესიკა, სუიონი და ტიფანის, 28-ში — იუნი, იური და სოხიონი. თიზერის პირველი კონცეპტი გამოშვებული იყო 1 ოქტომბრის შუაღამეს ოფიციალურ გევრდზე YouTube SM Entertainment[47]. თავდაპირველად მესამე ალბომი „The Boys“ უნდა გამოსულიყო iTunes-ზე მთელ მსოფლიოში ასატვირთად და აზიის სხვადასხვა მუსიკალურ საიტებზე, მათ შორის კორეაშიც. მაგრამ 30 სექტემბერს გამოაცხადეს რომ ეს შეიცვალა მსოფლიო რელიზის გამო და ტარიღი ცნობილი იქნება მხოლოდ დასტურის შემდეგ[48]. 10 ოქტომბერს დამტკიცებული იყო, რომ რელიზი 19 ოქტომბერს იქნებოდა, ხოლო ქამბექი 21 ოქტომბერს „KBS Music Bank-ის“ სცენაზე. საერთაშორისო ველზე ბედნიერების გამოცდის მიზნით, Girls' Generation-მა “Universal Music Group-თან“ მოაწერა ხელი ლეიბლ „Interscope Records-ის“ ქვეშ 2011 წელს[49]. მთავარი ტრეკი „The Boys“ გამოშვებული იყო კორეულ და ინგლისურ ენებზე. სიმღერისთვის ტექსტი, მუსიკა და არანჟირება დაწერა ტედი რაილმა, მაიკლ ჯექსონის ყოფილმა პროდიუსერმა[50]. რელიზიდან რამდნეიმე წუთში „The Boys“ სათავეში ჩაუდგა ყველა ონ თუ ოფლაინ მუსიკალურ ჩარტს. 21 ოქტომბერს Girls' Generation-მა დაიწყო პრომოუშენი „KBS Music Bank-ზე“ სიმღერით „The Boys“ და „MR. TAXI“. 23 ოქტომებრს „SMTown Live '10 World Tour-ზე“ გოგოებმა დაამტკიცეს, რომ მაკს-სინგლი „The Boys“ გამოშვებული იქნება მთელ მსოფლიოში 19 ოქტომბერს, თუმცა მოგვიანებით თარიღი შეიცვალა 8 დეკემბერზე. ქამბექიდან ერთ კვირაში Girls' Generation-მა დაიკავა პირველი ადგილი „The Boys-ით“ „M! Countdown-ზე“ 27 ოქტომბერს, 28 — „KBS Music Bank-ზე“, ხოლო 30 — „SBS Inkigayo-ზე“, ამგვარად, „The Boys“ ყველა მუსიკალური პროგრამის სათავეში აღმოჩნდა. შემდგომ გოგოები იღებენ „Triple crown-ს“ „SBS Inkigayo-ზე“. საშუალოდ გოგოებმა მუსიკალურ შოუებზე 12-ჯერ მოიგეს. სულ 12 დღის განმავლობაში გაიყიდა ალბომი „The Boys-ის“ 227 994 ასლი მხოლოდ სამხრეთ კორეაში. ამგვარად „The Boys“ გახდა ოქტომბრის ყველაზე გაყიდვადი ალბომი და იმ მომენტისთვის მესამე 2011 წლის ყველაზე გამყიდველ ალბომებს შორის.

11 ნოემბერს გამოაცხადეს, რომ Girls’ Generation გამოუშვებენ იაპონურ ფოტობუქს სახელწოდებით „Holiday“ („არდადეგები“). 14 დეკემბერს „The 1st Japan Arena Tour“ იყო გამოშვებული Blu-ray და DVD. Girls' Generation-ის პირველი იაპონური ფოტობუქი first „Holiday-მ“ დაიკავა პირველი ადგილი წიგნების გაყიდვაში კატეგორია „სურათების კოლექციის“ სახელით. ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერა „Diamond“ ალბომი „2011 Winter SMTown — The Warmest Gift-სთვის“, რომელიც გამოვიდა 13 დეკემბერს. დეკემბერის ბოლოს „The Boys“ ავიდა 385 348 ასლამდე სამხრეთ კორეაში, და „The Boys“ 2011 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად გამოცხადდა.

7 დეკემბერს გამოაცხადეს ჯგუფის გადამუშავებული ალბომის შესახებ. გადამუშავებულ ალბომში შედიოდა: იაპონური ვერსია „The Boys“, რემიქსები „The Great Escape-სთვის“, „Bad Girl“, „Mr.Taxi“, და ასევე ახალი სიმღერა „Time Machine“. ალბომი გამოუშვეს 28 დეკემბერს და მისი გაყიდვების რიცხმა 800 000 ასლს მიაღწია[51]. ალბომი იკავებდა მეხუთე ადგილს ყოველკვირეულ ჩარტში Oricon 2012 წლის იანვრის მეორე კვირამდე (9 იანვარი — 15)[52], ეს იყო პირველი შემთხვევა Oricon-ის ისტორიაში, როდესაც კორეელი არტისტები გაჩერდნენ Top 10-ში 17 კვირის განმავლობაში. შემდეგი რეკორდი ეხებოდა საუნდტრეკს კორეული სერიალისთვის „ზამთრის სონატა“, რომელიც გაჩერდა Top 10-ში 16 კვირა[53][54]. გაყიდვების გამო, ჯგუფი არის მეხუთე ადგილას ანაზღაურების მიხედვით იაპონელ შემსრულებლებს შორის, საშუალოდ 2011 წელს მიიღო 4,5 მილიარ იენამდე (57 მილიონი ამერიკული დოლარი)[55].

2012: გამოსვლები საზღვარგარეთ, ქვე-ჯგუფის დაარსება, იაპონიაში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2 იანვარს ჯგუფი დაესწრო „Golden Disk Awards“ ოსაკაში, სადაც გოგოებმა მიიღეს ორი ჯილდო: „Digital Bonsang“ და ყველაზე მაღალი , „Digital Daesang“. 19 იანვარს „Seoul Music Awards-ზე“ ჯგუფმა კვლავ აიღო ორი ჯილდო: „Bonsang“ და ჯილდო პოპულარობისთვის.[56].

31 იანვარს Girls' Generation პირველად გამოვიდა ამერიკულ ტოკ-შოუში „Late Show with David Letterman“[57]. მათ შეასრულეს ამერიკული რემიქსი „The Boys“. 1 თებერვალს გოგოები გამოვიდნენ ტოკ-შოუზე „Live! with Kelly“[58]. ისინი იყვნენ პირველი კორეელი შემსრულებლები ვინც ამ შოუებზე გამოვიდნენ. ჯგუფი ასევე გამოვიდა ფრანგულ შოუზე „Le Grand Journal“ 9 თებერვალს. 7 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ Girls’ Generation გამოუშვებენ თავიან ალბომს „The Boys“ 13 თებერვალს საფრანგეთში „Polydor Records“ „Universal Music Group-გან“. 22 თებერვალს Girls' Generation მოიგეს ორი ჯილდო „Gaon Chart Awards“: „წლის ალბომი“ და „შემსრულებელი Oricon Hallyu“.

2012 წლის აპრილში SM Entertainment-მა ოფიციალურად განაცხადა ქვეჯგუფის შექმნის შესახებ. მასში შედიოდა თეიონი, ტიფანი და სოხიონი, ქვეჯგუფმა მიიღო სახელწოდება „თეთისო“/„TaeTiSeo“[59]. 2 მაისს ქვე-ჯგუფმა გამოუშვა თავისი მინი-ალბომი „Twinkle“. ჯგუფი პრომოუშენს ერთი თვის მანძილზე ატარებდა, ასევე გამოვიდა Hallyu Dream Wave Concert-ზე. „Twinkle“ სტარტი 126 პოზიციიდან აიღო Billboard ტოპ 200 ჟურნალში, გაყიდული იყო 3 000 ასლამდე[60]. 2012 წლის ივლისისთვის გაყიდული იყო 140 000 ასლი სამხრეთ კორეაში და 24 000 ასლი საზღვარგარეთ[61].

გამოსვლა „The Boys-თან“ LG Cinema 3D World Festival-ზე, 1 აპრილი 2012 წელი

იმავე თვეს ჯგუფი, იუნასა და იურის გარდა, იმყოფებოდა S.M. Entertainment-ის ბიოგრაფიული ფილმის პრეზენტაციაზე — I AM, რომლის პრემიერაც 30 აპრილს სეულში გაიმართა[62]. მანამდე, ერთი კვირით ადრე გამოუშვეს ვიდეო მთავარი სინგლით „Dear My Family“, სადაც ნაჩვენები იყო კონცერტები და კულისების სცენები. ტრეკი შეასრულეს SM Ent.-ის არტისტებმა, მათ შორის ჯგუფის ლიდერმა თეიონმა[63].

20 მაისს ჯგუფი გამოვიდა სპორტულ კომპლექსში Honda Center, ანაჰაიმი (კალიფორნია) SMTown Live World Tour III-ის ფარგლებში. იუნა და იური ვერ დასწრნენ სერიალი Love Rain (იუნა) და Fashion King-ის (იური) გადაღებების გამო. გადაღებების დასრულების შემდეგ გოგოები დაუბრუნდნენ ჯგუფს ტაივანში, სადაც კონცერტზე 30 000 ადამიანი მოვიდა. ტურში ასევე შედიოდა ტოკიო, სეული, პეკინი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა[64].

29 მაისში გამოვიდა თიზერი ახალი იაპონური სინგლისთვის „Paparazzi“[65]. 14 ივნისს გამოვიდა ვიდეოს სრული ვერსია, და ასევე ქორეოგრაფიის ვიდეო[66]. 2012 წლის 27 ივნისს გამოშვებული სიმღერა, გახდა ჯგუფის შემდეგი ალბომის მთავარი სიმღერა[67]. „Paparazzi-ს“ დებიუტი Hot 100-ის მწერვალზე ჰქონდა, პირველ კვირას გაყიდული იყო დაახლოებით 92 000 ასლი, რამაც გახადა მეორე წარმატებულ სინგლებს შორის ერთი წლით გამოშვებული Mr. Taxi-ს მერე (102,000 ასლი პირველ კვირაში). SoundScan Japan-ის მიხედვით,იაპონიაში გაყიდული იყო 647 000-ზე მეტი ასლი[68]. იმავე თვეს ჯგუფმა მოიგო „წლის საუკეთესო ალბომი“ 2012 VMAJs-ზე თავისი პირველი იაპონური ალბომისთვის „Girls’ Generation“, ასევე ამ ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ ლედი გაგა და ჯგუფი KARA[69].

ჯგუფი გამოვიდა „კორეულ-ჩინური მუსიკის მე-14 ფესტივალზე“ რომელიც ტარდებოდა გალერეა Yeosu Expo Digital-ში[70]. 10 აგვისტოს გამოაცხადეს ვიდეო კოლექციის Blu-ray/DVD-ის გამოსვლის შესახებ სახელწოდებით „Girls' Generation Complete Video Collection“[71]. ორი კვირის შემდეგ, 29 აგვისტოს, ჯგუფის ოფიციალური იაპონური საიტი აცხადებდა მეორე იაპონური ტურის შესახებ, რომელიც იწყებოდა 2013 წელს[72][73]. „Oh! / All My Love Is For You“ მეორე სინგლი მეორე იაპონური ალბომიდან, გამოვიდა 2012 წლის 26 სექტემბერს, სიმღერა „Oh!“ — რემეიქია იმავე სახელის კორეული სიმღერის რემეიქი, გამოშვებული 2010 წელს[74]. 4 სექტემბერს გამოვიდა ვიდეო სიმღერაზე „All My Love Is For You“[75],ხოლო 14 სექტემბერს — სიმღერა „Oh!-სთვის“[76].

იაპონური სინგლი „Oh!“ სტარტს იღებდა ყოველკვირეული ჩარტი Oricon-ის პირველი ადგილიდან, გაყიდვებით 66 ათას ასლზე მეტი რელიზის დღეს 26 სექტემბერი. ამის გარდა, ვიდეოს კოლექცია ფორმატში DVD და Blu-Ray სახელწოდებით Girls' Generation Complete Video Collection. Girls' Generation გახდა პირველი გოგოების ჯგუფი რომელმაც მიიღო პირველი ადგილი სამ სხვადასხვა Oricon-ის ჩარტში: Weekly Single, DVD, და Blu-Ray ერთ კვირაში. აქამდე მხოლოდ ერთმა ჯგუფმა შეძლო მიეღწია ამ შედეგისთვის — Mr. Children,იაპონური პოპ როკ-ჯგუფი[77].

ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო BoA-ს სადებიუტო ფილმისთვის საუნდტრეკის ჩაწერაში — „COBU 3D“. ეს არის სიმღერა ინგლისურ ენაზე სახელწოდებით „Cheap Creeper“. ასევე ჯესიკამ შეასრულა ერთ-ერთი საუნდტრეკი თავის პატარა დასთან კრისტალთან და კრისთან ერთდ (EXO ჯგუფის წევრი), ტრექს ჰქვია „Say Yes“[78]. 2012 წლის 16 ოქტომბერს გამოცხადებული იყო რომ წევრები, ხიოიონი და ჯესიკა მონაწილეობას მიირებენ მუსიკალური ალბომის ჩაწერაში[79]. 18 ოქტომბერს გამოვიდა ჯესიკას და რეპერი Dok2-ს ერთობლივი სიმღერა — „My Lifestyle“[80]. ხიოიონის მიერ შესრულებული სიმღერა „Maxstep“ ჩაწერილი იყო ინჰიოკთან (Super Junior-ის წევრი), თემინთან (SHINee), ჰენრისთან (Super Junior-M), კაისთან ( EXO-k) და ლუჰანთან (EXO-m) ერთად[81].

გამოსვლა სინგაპურში, 2012 წლის ნოემბერი

თავდაპირველად ქამბექი იგეგმებოდა ოქტომბრის ბოლოს — ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ გეგმები შეიცვალა[82][83].2012 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა DVD „2011 Girls' Generation Tour DVD“ 2011 წელს იმავე სახელის კონცერტის ჩანაწერით[84]. 2012 წელს იაპონიაში მუშაობის შედეგად ჯგუფმა მიიღო 4,3 მილიარდი იენი (51 მილიონი დოლარი)და დაიკავა მეშვიდე ადგილი იაპონელ არტისტებში და პირველი კორეელ არტისტებს შორის იაპონიაში[85].16 ნოემბერს გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ SNSD დაბრუნდება კორეულ სცენაზე 2013 წელს[86]. შემდეგ თვეში, 11 დეკემბერს 2012 წელს, SM.Ent.-ის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ჯგუფი მეოთხე ალბომის საბოლოოდ შესრულების დონეზეა[87].

ქვე-ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 19 აპრილს SM Entertainment-მა ოფიციალურად გამოაცხადა Girls’ Generation-ის ქვე-ჯგუფის შექმნის შესახებ რომლის სახელწოდებაცაა TaeTiSeo (შემოკლებით TTS). ქვეჯგუფში სამი წევრი შედიოდა: თეიონი, ტიფანი და სოხონი. 29 აპრილს ჯგუფის პირველი მინი-ალბომი გამოვიდა „Twinkle“. SM Entertainment-ის გამოცხადებით, „ქვე-ჯგუფის დაფუძნება დაეხმარება ყოველ წევრს წარმოაჩინოს თავისი ნიჭი, ყოველი ქვე-ჯგუფი ერთანეთისგან კონცექციითა და მუსიკის სტილით განსხვავდება. ასეთი მიდგომა მიზნათ ისახავს სხვადასხვა მუსიკის სტილისა და ცეკვის მოყვარულთა ყურადღების მიქცევას“[88]

ჯგუფისგან განსხვავებით ქვე-ჯგუფის მუშაობა ძირითადად ვოკალზეა კონცენტრილებული ვიდრე ქორეოგრაფიაზე, რითაც არის პოპულარული SNSD[89].

რეკლამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]