Eko & Vinda Folio
იერსახე
Eko & Vinda Folio — ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას (Kung Fu Junkie) ერთობლივი პროექტი. მათი სინგლი „შენ ანათებ“ გამოიცა 2017 წელს, ფრანგულ ლეიბლზე Talitres.[1]
მუსიკოსების თანამშრომლობა დაიწყო 2012 წელს, როდესაც მონაწილეობდნენ სიმღერის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ჩაწერაში[1]. მოგვიანებით დეისაძემ გაიცნო Motorama-ს მონაწილე ვლად პარშინი, რომელიც დაეხმარა ლეიბლ Talitres-თან დაკავშირებაში. სინგლი გამოიცა ორი სიმღერით[1].
პროექტი აქტიურად მუშაობს სტუდიური ალბომის ჩაწერაზე[1].