ერეკლე დეისაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერეკლე დეისაძე

ერეკლე დეისაძე
სახელი დაბადებისას ერეკლე დეისაძე
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1990 (1990-04-02) (24 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველო
მოღვაწეობა 2010-დღემდე
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, მუსიკოსი, რეჟისორი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
მეუღლე კრავაი ტყემალაძე

ერეკლე დეისაძე (დ. 2 აპრილი, 1990, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, მუსიკოსი, რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა. აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში „პარალელური თაობა“.[1] 2010 წელს გამოსცა პოლიტიკურ-რელიგიურ თემებზე დაფუძნებული წიგნი „საიდუმლო სირობა“,[2] რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ კი, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. გაიმართა საპროტესტო აქციები წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით.[3] საზოგადოების მეორე ნაწილში კი პირიქით, მოწონება დაიმსახურა და ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერი აქციები მოაწყვეს.[4]

2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები.[5][6][7] მონაწილეობა მიიღო კლიპში „სისტემა უნდა დაინგრეს“,[8] რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალს მიეძღვნა და ქართველმა არტისტებმა გააპროტესტეს ძალადობა ციხეებში.

2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი „დამლაგებელი“. რომანში ასახულია საქართველოს რეალობის ავტორისებული ხედვა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • „საიდუმლო სირობა“, მოთხრობების კრებული, 2010.
  • „დამლაგებელი“, რომანი, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]