შინაარსზე გადასვლა

Domino's

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინო'ს

დომინოს პიცა (ინგლ. Domino's Pizza) ან უბრალოდ დომინოსი — ამერიკული მულტიეროვნული პიცის სარესტორნო ქსელი, რომელიც 1960 წელს დაარსდა. დომინოსის სათაო ოფისი მდებარეობს ენ-არბორში, მიჩიგანის შტატში.[1]

დომინოსის ლოგო, რომელსაც იყენებდნენ 1996 წლიდან 2012 წლის სექტემბრამდე ინგლისურენოვან ქვეყნებში.

კომპანიას თავდაპირველად „Domino's Pizza“ (დომინოს პიცა) ერქვა, 2012 წლის აგვისტოში კი სახელწოდება შეიცვალა და „Domino's“ (დომინო'ს) დაერქვა. ამავე პერიოდში შეიცვალა კომპანიის ლოგოც. ლურჯი მართკუთხედი და ტექსტი დომინოსის ქვეშ საერთოდ გაქრა, წითელი ფერის დომინოდან ერთი ნაწილი ამოვარდა და მხოლოდ ერთ წერტილიანი ნაწილი დარჩა. მას ქვემოთ დაემატა ლურჯი კვადრატი, სადაც ორი წერტილია დატანილი.[2] გაკეთდა იმ მიზეზით, რომ კომპანიას სურდა მენიუს არჩევანის „გაფართოება“, ვიდრე ეს უბრალო ტრადიციული პიცა იყო.

საერთაშორისო გაფართოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად დომინოსის რესტორნები მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობდა. 1983 წლის 12 მაისს, სარესტორნო ქსელმა პირველად გახსნა რესტორანი ამერიკის საზღვრებს გარეთ. ეს რესტორანი კანადაში, მანიტობას პროვინციაში, ქალაქ უინიპეგიში გაიხსნა.[3] ამავე წელს, დომინომ თავისი საიუბილეო რაოდენობის, მეასე რესტორანი გახსნა ვანკოვერში, ვაშინგტონის შტატში. მოგვიანებით, 1985 წელს პირველი რესტორანი გაიხსნა გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლუტონში. 1985 წელს რესტორანი გაიხსნა ტოკიოში, იაპონიაში. 1993 წელს, დომინოსი გახდა მეორე ამერიკული კომპანია, რომელმაც თავისი ფილიალი გახსნა დომინიკელთა რესპუბლიკაში, ხოლო პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც შეაღწია ჰაიტიში, ლუის დე ხესოს როდრიგესის ხელმძღვანელობით.[4] 1995 წლისთვის დომინოსს ამერიკის საზღვრებს გარეთ რესტორნები 1000 ლოკაციაზე ჰქონდა გახსნილი. 2014 წლისთვის დომინოსს 6000 საერთაშორისო რესტორანი ჰქონდა და აპირებდა რესტორნის გახსნას პიცის სამშობლოში, იტალიაში. პირველი იტალიური დომინოსი 2015 წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ მილანში გაიხსნა.

დომინოსის პიცა მსოფლიოს მასშტაბით

2016 წლის თებერვალში დომინოსმა გახსნა თავისი მე-1000 რესტორანი ინდოეთში.[5] დომინოსს ყველაზე მეტი რესტორანი ამერიკის საზღვრებს გარეთ, სწორედ ინდოეთში აქვს.

დომინოსის მენიუ რეგიონების მიხედვით განსხვავდება. დომინოსის ამჟამინდელ ამერიკულ მენიუში წარმოდგენილია ამერიკული და იტალიური კერძები. პიცის გარდა, სხვა კერძებია: მაკარონი, პურის თასები და ღუმელში გამომცხვარი სენდვიჩები. მენიუ ასევე მოიცავს სასმელებსა და დესერტებს.[6]

დაარსებიდან ადრეულ 90-იან წლებამდე დომინოსის პიცის მენიუ სხვა სწრაფი კვების ობიექტების მსგავსი იყო, სახლში მიტანის სერვისით. ამ პერიოდში კერძები მოიცავდა მხოლოდ პიცას (ორი ზომის: 16 ინჩიანი და 12 ინჩიანი) და კოკა-კოლას.

დომინოსის პიცა ანანასითა და სოკოთი.

მენიუში ახალი კერძები პირველად 1989 წელს დაემატა. ამ პერიოდში დაემატა ტაფაზე მომზადებული პიცა. მისი დანერგვა ბაზრის კვლევის შედეგად მოხდა, რომლის შედეგების მიხედვითაც, პიცის მომხმარებელთა 40% უპირატესობას სქელქერქიან პიცას ანიჭებს. დომინოსმა 1993 წლის დასაწყისში დაიწყო დიდი ზომის პიცების ტესტირება, რომლებიც 30 ნაჭერს მოიცავდნენ.

2003 წლის აგვისტოში, დომინოსმა დაიწყო ახალი პიცის წარმოება. პროდუქტის შექმნისათვის თანამშრომლობა შედგა მესაქონლეობის ეროვნულ ასოციაციასთან. 2006 წელს შეიქმნა ბრუკლინის სტილის პიცა, რომელიც გამოირჩევა თხელი ქერქით, სიმინდის ფქვილის შემადგენლობითა და დიდი ზომის ნაჭრებით.

2010 წელს, დაარსების 50 წლის იუბილის აღსანიშნავად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პიცებში გამოყენებულ ცომში, სოუსსა და ყველში.

2013 წელს, ისრაელში დომინოსის პირველი ვეგანური პიცა შეიქმნა. ყველის მაგივრად მასში გამოყენებული იყო სოიო.

2009 წლის ბოლოს, როდესაც კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ყველაზე დაბალი იყო, 2016 წელს, ხუთი წლის შემდეგ დომინოსის აქციების ღირებულება 700%-ით გაიზარდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Profile: Domino's Pizza Inc (DPZ)". Reuters. June 9, 2017. Archived from the original on June 11, 2017. Retrieved June 11, 2017.
  2. Peterson, Kim. "Domino's gets a makeover, loses the 'Pizza'". MSN Money. Microsoft. Archived from the original on August 17, 2012. Retrieved March 21, 2013.
  3. "Domino's Pizza delivers 100th store". The Toronto Star. May 27, 1988. The opening coincides with the fifth anniversary of Domino's Pizza of Canada, which established its first outlet in Winnipeg on May 13, 1983.
  4. Santos, Miguelina (January 31, 2014). "¡Ahora en Novo Centro! Domino's Pizza extiende concepto Bistro en RD". Sociales y Turismo. Retrieved March 17, 2016.
  5. "Domino's® Opens 1,000th Store in India". www.prnewswire.com. February 8, 2016. Retrieved January 31, 2017.
  6. "Domino's Menu". Dominos.com. Domino's Pizza. Archived from the original on September 27, 2017. Retrieved October 13, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Domino%27s&oldid=4043599“-დან