რუდოლფ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუდოლფ II ჰაბსბურგი
Rudolf II Habsburg
Hans von Aachen - Portrait of Emperor Rudolf II.jpg
საღვთო რომის 23-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1576
მმართ. დასასრული: 20 იანვარი, 1612
წინამორბედი: მაქსიმილიან II
მემკვიდრე: მათე
ჰაბსბურგთა ავსტრიის მე-3 ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1576
მმართ. დასასრული: 20 იანვარი, 1612
წინამორბედი: მაქსიმილიან II
მემკვიდრე: მათე
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
კორონაცია: 26 სექტემბერი, 1572, პრესბურგი
მმართ. დასაწყისი: 25 სექტემბერი, 1572
მმართ. დასასრული: 25 ივნისი 1608
წინამორბედი: მაქსიმილიან II
მემკვიდრე: მათე
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 22 სექტემბერი, 1575, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 22 სექტემბერი 1575
მმართ. დასასრული: 11 მარტი 1611
წინამორბედი: მაქსიმილიან II
მემკვიდრე: მათე


სხვა წოდებები: რომაელ-გერმანელთა მეფე
ბურგუნდიის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ივლისი, 1552
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 20 იანვარი, 1612
გარდ. ადგილი: პრაღა, ბოჰემია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: მაქსიმილიან II
დედა: მარია ესპანელი

რუდოლფ II ჰაბსბურგი (დ. 17 ივლისი, 1552, ვენა — გ. 20 იანვარი, 1612, პრაღა) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1576-1612 წლებში. ავსტრიის ერცჰერცოგი, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის ძე.

აღიზარდა ესპანეთის სამეფო კარზე. 1572 წელს დაბრუნდა ავსტრიაში. იმავე წელს, მამამისის ბრძანებით ეკურთხა უნგრეთისა და ხორვატიის მეფედ, ხოლო 1575 წელს მისი გავლენის ქვეშ მოექცა ბოჰემია. 1576 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა საღვთო რომის იმპერატორი და ჰაბსბურგთა მონარქიის მთავარი ერცჰერცოგი.

ოსმალების შიშით, 1583 წელს მან დედაქალაქი ვენიდან პრაღაში გადაიტანა. სწორედ ამ პერიოდში აღორძინდა პრაღა და ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა. პრაღაში დაიწყო ახალი ალკოჰოლური სასმლის, ლუდის ჩამოსხმა. ლუდი რუდოლფს ძლიერ უყვარდა და მისი სმა ცხოვრების წესად აქცია.

მის დროს, 1591 წელს დაიწყო ცამეტწლიანი ომი უნგრეთში ოსმალების წინააღმდეგ, რომელიც 1606 წელს დასრულდა ჟიტვატოროკის ზავით. ზავის შედეგად საღვთო რომის იმპერატორსა და ოსმალეთის სულთანს შორის თანასწორი უფლებები აღდგა, ასევე თურქები თავს შეიკავებდნენ ავსტრიის მფლობელობაში მყოფ უნგრეთზე გალაშქრებაზე.

რუდოლფი ატარებდა კათოლიკური რეაქციის პოლიტიკას, რაც ჰაბსბურგთა სამფლობელოებში უკმაყოფილებას იწვევდა. 1604-1606 წლების მოძრაობამ იშტვან ბოჩკაის ხელმძღვანელობით აიძულა რუდოლფ II ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო უნგრელი ფეოდალების მიმართ.

1609 წელს ხელი მოაწერა ე. წ. უდიდებულესობის სიგელს, რითაც ჩეხ ფეოდალებს რწმენის თავისუფლებას ანიჭებდა. 1608 წელს სულიერად ავადმყოფი რუდოლფ II იძულებული გახდა თავისი ძმისათვის, მათესთვის დაეთმო ზემო და ქვემო ავსტრია, უნგრეთი და მორავია, ხოლო 1611 წელს ბოჰემიაც.

გარდაიცვალა 1612 წლის 20 იანვარს, ქალაქ პრაღაში, დაკრძალეს იქვე, ვიტუსის ტაძრის ეზოში. რუდოლფის უშვილობის გამო მის შემდეგ საღვთო რომის იმპერატორი გახდა მისი ძმა, მათე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]