Centaurea tchihatcheffii

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Centaurea tchihatcheffii

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Centaurea tchihatcheffii L.

Centaurea tchihatcheffii ან სიყვარულის ყვავილი (თურქ. Sevgi çiçeği) — თურქეთისთვის ენდემური ყველაზე მიმზიდველი ყვავილი, რომელიც შეიძლება იყოს ღია ან მუქი ვარდისფერი და წითელი ფერის, მზისა და ქარის ირგვლივ ბრწყინვალებად ცვლის ფერს, ამიტომ მისი სახალხო სახელია იანარდონერი („Yanardöner“), რაც ნიშნავს ფერად ყვავილს. ყვავილი აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვამდე და ადრეც ყვავის, მაგალითად, მარტში სტამბოლში. აყვავების პიკის პერიოდი მაისის შუა რიცხვებშია. დღეისთვის ყვავილი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

პირველად ყვავილი აღწერილი იყო 1848 წელს, რუსი მეცნიერის პიოტრ ჩიხაჩევის მიერ, მისი ანატოლიაში სამეცნიერო ექსპედიციის დროს. ნამუშევრის ორიგინალი შევიდა საფრანგეთის ბოტანიკური საზოგადოების (Sociéte botanique de France, SBF) ბიბლიოთეკაში. ყვავილი სამეცნიერო სამყაროში, როგორც ახალი სახეობა, მხოლოდ 6 წლის შემდეგ, 1854 წელს, რუსი ბოტანიკოსების, ფიშერის და კარლ მეიერის მიერ, მიიღო სახელი Centaurea tchihtcheffi.[1]

2002 წლის ოქტომბერში, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, გამოიცა იშვიათი ყვავილებისთვის მიძღვნილი მონეტები, რომელთაგან ერთ-ერთი იყო Centaurea Tchihatcheffii გამოსახულებით.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tan K & Vural M. 2007. Centaurea tchihatcheffii Fischer & C.A. Meyer (Asteraceae), Pl. Syst. Evol. 263: 203 - 207.
  • Ozel CA, Khawar KM, Mirici S, Ozcan S, Arslan O. 2006. Factors affecting in vitro plant regeneration of the critically endangered Mediterranean knapweed (Centaurea tchihatcheffii Fisch et. Mey). Naturwissenschaften 93:511-517.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Annales des sciences naturelles. Botanique. Ser.4, T.1:31 (1854)
  2. Монеты серии "Цветы". Монеты СССР, России и мира. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-27. ციტირების თარიღი: 2013-01-16.