Beady Eye

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Beady Eye

ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2009–2014
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები ლიამ გალაგერი
გემ არჩერი
ენდი ბელი
კრის შეროკი
ჯეი მელერი
საიტი beadyeyemusic.com
beadyeyemusic.com
Beady Eye ვიკისაწყობში

Beady Eyeინგლისური როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული 2009 წელს. მასში შედიოდნენ ჯგუფის Oasis ყოფილი წევრები. კოლექტივი შეიქმნა მას შემდეგ, რაც Oasis-ის წევრებს, ძმებ გალაგერებს შორის კამათი მოხდა.

2011 წლის თებერვალში გამოიცა ოთხეულის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Different Gear, Still Speeding და ჩატარდა საკონცერტო ტურნე. 2010 წელს Beady Eye-ს მიერ საკუთარ საუტზე უფასოდ გამოქვეყნდა სადებიუტო სინგლი „Bring the Light“. BE, მეორე სტუდიური ალბომი, გამოვიდა 2013 წლის 10 ივნისს. 2014 წელს ჯგუფი დაიშალა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი ჩამოყალიბდა 2009 წელს და იმავე წლის ნოემბერში დაიწყო მუშაობა ახალ მუსიკალურ მასალაზე.

Beady Eye-ს პირველი სინგლი, Bring the Light გამოვიდა 2010 წლის 15 ნოემბერს, პრომო სინგლის სახით, უფასო ჩამოტვირთვის ფორმით.[1] ფიზიკური დისკი ამ სიმღერით გამოვიდა შეზღუდული რაოდენობით, მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #61 პოზიციაზე და მოექცა ინდი და როკ ჩარტების სათავეებში. მეორე პრომო-სინგლი Four Letter Word გამოვიდა 2010 წლის 26 დეკემბერს.

The Roller გამოვიდა როგორც ჯგუფის პირველი კომერციული სინგლი, ალბომამდე Different Gear, Still Speeding, 2011 წლის 28 თებერვალს.[2][3]

ჯგუფის სადებიუტო ალბომი ჩაწერილი იქნა ლონდონურ სტუდიაში RAK, 2010 წლის შემოდგომაზე, პროდიუსერ სტივ ლილიუაიტის ხელმძღვანელობით. ჯგუფი ხანმოკლე პრომო-ტური ინგლისსა და ევროპაში დაიწყო 2011 წლის მარტში. Millionaire, ჯგუფის შემდეგი სინგლი, გამოიცა მაისში.[4] ბრიქსტონის აკადემიაში გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა The Beatles-ის სიმღერის Across the Universe ქავერ-ვერსია, რომელიც საქველმოქმედო სინგლის სახეს ატარებდა. მისი გაყიდვებიდან მთელი შემოსავალი გადაირიცხა იაპონიის მიწისძვრისგან დაზარებულთა დასახმარებლად.[5]

BE და დაშლა: 2012–2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 25 ოქტომბერს ლიამ გალაგერმა, ჯგუფის ლიდერმა, გამოაცხადა, რომ კოლექტივი დაიშალა. თავის მოკლე შეტყობინებაში Twitter-ზე მან დაწერა, რომ ჯგუფი აღარ არსებობს და მოყვარულებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.[6]

Beady Eye Records[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Beady Eye Records Ltd. — ხმისჩამწერი ლეიბლი, რომელიც ჯგუფმა ჩამოაყალიბა თავისი ჩანაწერების გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გამოსაცემად. ლეიბლზე გამოვიდა Different Gear, Still Speeding, ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომი. 2011 წლის 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ინდი ლეიბლი Dangerbird Records 2011 წლის 1 მარტს Different Gear, Still Speeding-ს გამოსცემდა აშშ-ში.[7]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოცხალი კონცერტების და სესიური მუსიკოსები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Beady Eye 'Bring the Light' – Free Download!“. Beady Eye. 9 November 2010. ციტირების თარიღი: 10 November 2010.
  2. „Liam keeps Beady Eye on new band“. The Guardian. 25 May 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2010.
  3. „Liam Gallagher's post-Oasis band planning October single and gigs“. NME. 8 April 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2010.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2011-05-20.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2011-05-20.
  6. http://www.nme.com/news/beady-eye/80649
  7. Beady Eye – Debut Album – American Release Details დაარქივებული 2012-10-20 საიტზე Wayback Machine. Spin.com, Retrieved 26 January 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Beady_Eye&oldid=4621888“-დან