ბრიტანეთის ჩარტში მან 3-ე ადგილი დაიკავა და გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში 66.817 ასლის ოდენობით გაიყიდა. 2012 წლის იანვრისათვის ბრიტანეთში გაყიდულია მისი 166.609 ასლი.[12] კრიტიკოსებმა ალბომს არაერთგვაროვანი შეფასებები მისცეს.
ალბომის სპეციალური გამოცემა გამოვიდა DVD დისკის თანხლებით, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როგორც არსებული სინგლების ოფიციალური მუსიკალური ვიდეოები, ასევე დოკუმენტური ფილმი RAK Them Out.[14] სპეციალური იაპონური გამოცემები გამოვიდა მუსიკალური ვიდეოთი The Roller.[13]
ციფრული მუსიკის სერვისების HMV და 7digital მიერ გაყიდულ ვერსიებში ასევე წარმოდგენილია სიმღერის (Three Blind Mice რემიქსი.[15]
ალბომი ძირითადად, დაფებითად შეფასდა. საიმონ გოდარის აზრით, ეს არის ყველაზე მძლავრი ჩანაწერი, რაც კი ლიამს შეუქმნია ალბომის (What's the Story) Morning Glory? შემდეგ. გერი მალჰოლანდმა ჟურნალში Uncut სამი ქულით (ხუთიდან) შეაფასა. მისი აზრით, დისკი ნაწილობრივ ახლოს არის Oasis-ის დებიუტთან Definitely Maybe, მაგრამ ამავე დროს, Oasis-ისგან განშორებასაც ჰგავს. Mojo-ს მიმოხილვის მიხედვით, დისკს 4 ვარსკვლავი მიენიჭა და აღინიშნა, რომ ლიამის ვოკალი აქ საუკეთესო მის კარიერაში. ჟურნალის The Fly აზრით კი, ალბომი დიდი იმედგაცრუებაა.[16]
BBC და The Independent თვლიან, რომ ამ ალბომში შეტანილი სიმღერები ყველა აუმჯობესებს Oasis-ის უკანასკნელ ალბომებზე გაჟღერებულ მასალას.[4]The Sun-ის აზრით, ალბომი ნაირფეროვანი, მაგრამ უბრალოა, ხოლო Bring the Light - მთავარი ნომერი. Mojo წერს, რომ ალბომი უფრო უკეთესი გამოვიდა, ვიდრე ბევრს წარმოედგინა, ხოლო Q თვლის, რომ იგი ყველა უარყოფით წინაგრძნობას აქრობს.