Aperol Spritz
Aperol Spritz ან Spritz Veneziano, ასევე ცნობილი როგორც უბრალოდ Spritz, არის იტალიური ღვინით დამზადებული კოქტეილი, რომელსაც ძირითადად ჭამის წინ მიირთმევენ ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ის პროსეკოს, აპეროლისა და გაზიანი წყლისგან შედგება. აპეროლი კლასიკური იტალიური აპერიტივოა. აპერიტივოთა ჯგუფში შედის ალკოჰოლური სასმელები, რომელთაც სადილობის დაწყებამდე მადის აღსაძვრელად მიირთმევენ. მათი საპირისპორო ჯგუფია დიჯესტივო, მათ უკვე სადილის დასრულების შემდეგ სვამენ, ნოყიერი ულუფების ადვილად მონელების მიზნით.
აპეროლ სპრიცმა იტალიის საზღვრებს მიღმა ფართო პოპულარობა დაახლოებით 2018 წლისთვის მოიპოვა და 2019 წელს ის ვებსაიტ Drinks International-მა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად კოქტეილებში მე-9 ადგილზე განათავსა.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპრიცი ვენეტოზე ჰაბსბურგთა დინასტიის დომინირების პერიოდში დაიბადა, ანუ 1800-იან წლებში, როცა აქ ლომბარდო-ვენეციის სამეფო იყო. ჯარისკაცები, სხვადასხვა სახის ვაჭრები, დიპლომატები და ვენეტოში მყოფი ჰაბსბურგთა იმპერიის მოხელეები სწრაფად მოერგნენ ტავერნებში ადგილობრივი ღვინის სმის ჩვეულებას. თუმცა მათვის უცხო იყო ვენეტოში არსებული ღვინოთა ფართო სპექტრი და ამ ღვინოებში ალკოჰოლის შემცველობაც მეტი იყო იმაზე ვიდრე ისინი იყვნენ მიჩვეულნი.[3] ახალმოსულები მასპინძლებს სთხოვდნენ, რომ ღვინოში ცოტაოდენი წყალი ჩაემატებინათ, რათა ღვინო უფრო მსუბუქი გამხდარიყო. თავდაპირველი სპრიცი სწორედ წყალში გაზავებული წითელი ან თეთრი ცქრიალა ღვინისგან შედგებოდა.
იტალიური აპერიტივო აპეროლი 1919 წელს, პადუაში, ძმები ბარბიერების მიერ შეიქმნა. მისი თავდაპირველი რეცეპტი არ შეცვლილა იქამდე, სანამ 1950-იან წლებში აპეროლ სპრიცმა ჩვეული ვენეციური თეთრი ღვინისა და გაზიანი სასმელის ნარევი არ ჩაანაცვლა.
2003 წელს, სავაჭრო მარკა აპეროლი Campari Group-მა იყიდა. ამ უკანასკნელმა აპეროლ სპრიცი გახადა "იდეალური სასმელი სოციალური თავყრილობებისთვის", რის შემდეგაც აპეროლის გაყიდვები გაოთხმაგდა.
2011 წელს, კომპანიამ აპეროლ სპრიცის ბოთლებში გამზადებული ვარიანტი გამოუშვა, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა მხოლოდ 8% იყო. ეს ჩაფიქრებული იყო იმისთვის, რომ მომხმარებლებს სასმელი სახლის პირობებში მინიმალური ძალისხმევით, მხოლოდ ყინულისა და ფორთხოლის ნაჭრის დამატებით დაელიათ.
2019 წელს, რებეკა პეპლერმა, ნიუ-იორკ თაიმსისთვის საკამთო სტატია "აპეროლ სპრიცი არ არის კარგი სასმელი" დაწერა. ის აკრიტიკებდა დაბალხარისხიანი პროსეკოს გამოყენებას, აპეროლის შაქრისებრ გემოს და წყლით (ყინულებით) ზედმეტად გაჯერებას, ადარებდა რა სასმელს "კაპრი სან"-ს (გერმანული სასმელი). ამან დიდი აღფოთება გამოიწვია. ბრუკლინში მოეწყო "აქცია აპეროლისთვის".[4]
რეცეპტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპეროლ სპრიცი, იგივე ვენეციური სპრიცი პოპულარული აპერიტივოა ჩრდილოეთ იტალიაში. ის პროსეკოს, გაზიანი წყლისა და აპეროლისგან შედგება. აპეროლი ნაღველათი, რევანდითა და ქინაქინით მზადდება სხვა ინგრედიენტებთან ერთად. მას სიცოცხლით აღსავსე ფორთოხლისფერი შესახედაობა აქვს, რის გამოც მას ხშირად ზაფხულობით მიირთმევენ. მისი სახელი მოდის იტალიური სლენგიდან apero, რაც აპერიტივოსა და ფორთოხლის ნაჭერს ნიშნავს.[5] აპეროლ სპრიცი ყინულებით სავსე ჭიქითაა მორთმეული. ის აერთიანებს 3 წილ პროსეკოსა და 2 წილ აპეროლს, ამას ცოტაოდენი გაზიანი წყალი ემატება და ფორთხოლის ნაჭრითაა გაფორმებული.
აპეროლ სპრიცის ჭიქა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპეროლ სპრიცი როგორც წესი უნიკალური ღვინის ჭიქითაა მორთმეული. მისი ფორმა, რომელიც ამოტრიალებულ აპეროლის ბოთლს მოგვაგონებს, 2016 წელს ვენეციელი დიზაინერის ლუკა ტრაცის მიერაა შექმნილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World's Best Selling Classic Cocktails 2018 Drinks International - The global choice for drinks buyers". drinksint.com. Retrieved 18 September 2019.
- ↑ The World's Best Selling Classic Cocktails 2019 Drinks International - The global choice for drinks buyers". drinksint.com. Retrieved 18 September 2019.
- ↑ Aperol Spritz Recipe and Origins The Foodellers.
- ↑ Brooklyn Bar to Host "Rally for Aperol" დაარქივებული 2020-12-05 საიტზე Wayback Machine. in Response to Spritz Backlash". Food & Wine. Retrieved 2020-04-21.
- ↑ La Storia dello Spritz Venezia Eventi. 2016-02-08. Archived from the original on 2014-02-22. Retrieved 2014-02-10.