ნაღველა
იერსახე
| ნაღველა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Gentiana clusii | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Gentiana | |||||||||||||
| |||||||||||||
ნაღველა (ლათ. Gentiana) — მცენარეთა გვარი ნაღველასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახია. მისი ლურჯი, ცისფერი ან ყვითელი, მილისებრი ან ზარისებრი ყვავილები მარტოულია ან შეკრებილია ნახევრად ქოლგა ყვავილედად, ნაყოფი კოლოფია.
აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. ტყის, სუბალპური და ალპური მცენარეებია.
საქართველოში იზრდება 20-მდე სახეობა. საქართველოს ენდემია უცნაური ნაღველა (ლათ. Gentiana paradoxa), რომელიც აფხაზეთში გვხვდება. იშვიათი დეკორატიული სახეობებიდან აღსანიშნავია ლაგოდეხის ნაღველა (ლათ. Gentiana lagodechiana).
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაღველა Gentiana asclepiadea Schwalbenwurzenzian
- ნაღველა გაზაფხულის Gentiana verna Frühlingsenzian
- ნაღველა დიდყვავილა Gentiana clusii Enzian
- ნაღველა უღერო Gentiana acaulis stengelloser Enzian
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 334.