ნაუტილუსი (წყალქვეშა ნავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაუტილუსი

ნაუტილუსიკაპიტან ნემოს წყალქვეშა ნავი. ის აშენდა საიდუმლოდ დაუსახლებელ კუნძულზე. მისი ყველა ნაწილი სხვადასხვა პიროვნებამ სხვადასხვა ვაჭართან შეიძინა შემდეგ კი მისი არსებობის ყველა კვალი მოსპეს. ამის წყალობით, ის ყველას უცნაური ურჩხული ეგონა და ამ „ურჩხულის“ მოსაკლავად სამხედრო გემი „აბრაამ ლინკოლნი“ გაეშურა. მასზე იყვნენ ნედ ლენდი, კონსეი და პროფესორი არონაკსი. ისინი ბრძოლის დროს ჩაცვივდნენ წყალში და მეთაურმა ნემომ ნავზე დატოვა და უთხრა, რომ ისინი ნავს ვერასოდეს დატოვებდნენ. მიუხედავად ამისა, მათ გაქცევა მაინც მოახერხეს. როგორც „საიდუმლო კუნძულიდან“ ვიგებთ, ნაუტილუსი შემცირდა ყურეში და ამ დროს ჩაიკეტა გასასვლელი. ნემო, რომელიც მარტო დარჩენილიყო ყველას სიკვდილის შემდეგ შიგ მოემწყვდია. მისი სიკვდილის შემდეგ კუნძულის მკვიდრებმა ნაუტილუსი ზღვის ფსკერზე დაუშვეს ნემოსთან ერთად.