კაპიტანი ნემო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპიატნი ნემო
'Twenty Thousand Leagues Under the Sea' by Neuville and Riou 027.jpg
პირველი გამოჩენა ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ
ბოლო გამოჩენა საიდუმლო კუნძული
შემქმნელი ჟიულ ვერნი
ეპიზოდი ორი რომანი
ინფორმაცია
სხვა სახელები პრინცი დაქაჰარი
სქესი მამრობითი
გარდ. თარიღი 1868
ეროვნება ინდოელი

კაპიტანი ნემო (ფრანგ. Capitaine Nemo), იგივე პრინცი დაქაჰარიჟიულ ვერნის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. კაპიტანი ნემო არის ვერნის ორი რომანის — „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ და „საიდუმლო კუნძულის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი.

კაპიტანი ნემო საკუთარი წარსულის შესახებ „საიდუმლო კუნძულის“ ბოლოს საუბრობს. ის ჩამომავლობით ინდოელი, იქაური რაჯას შვილი ყოფილა. ის ათი წლის ასაკში წავიდა ევროპაში განათლების მისაღებად და იქ 30 წლამდე დარჩა. პრინცმა დაქაჰარმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მთელი ევროპა შემოიარა, თუმცა სძულდა ერთი ქვეყანა — ინგლისი, რომელშიც ფეხი არასდროს შეუდგამს. ინგლისს მისი სამშობლო ინდოეთი დაპყრობილი ჰქონდა და საკუთარ კლანჭებში ჰყავდა მოქცეული, სწორედ ეს იყო პრინცის სიძულვილის მიზეზი.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პრინცი დაქორწინდა და შვილი ეყოლა. ის მუდმივად ელოდა მომენტს, რომ დაეწყო აჯანყება და დაემხო ინგლისელთა მმართველობა. 1857 წელს აჯანყებამ იფეთქა, რომელშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული დაქაჰარი და სიკვდილსაც ბევრჯერ ჩახედა თვალებში. მამა და ცოლ-შვილი აჯანყებას შეეწირნენ, მაგრამ თვითონ გადარჩა. ინდოელები დამარცხდნენ. პრინცმა დაქაჰარმა ქვეყნიერებაზე უარი თქვა, რამდენიმე მეგობართან ერთად გემი „ნაუტილუსი“ ააგო და ზღვაში გავიდა.

რომანში, „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, კაპიტანი ნემო თავის მიერ აგებულ გემზე — „ნაუტილესზე“ ბუნებისმეტყველების პროფესორს, პროფესორ არონაკსა და მის რამდენიმე მეგობარს დაატყვევებს. ნემოს ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს ხმელეთთან და საზოგადოებასთან და მუდმივად ზღვაშია. ის მოივლის მსოფლიოს ოკეანესა და ზღვას.

ნემოს შვიდი თვის განმავლობაში ჰყავს დატყვევებული პროფესორი არონაკსი, მაგრამ „ნაუტილუსზე“ მომხდარი არეულობის შედეგად ისინი გაქცევას ახერხებენ. ასე სრულდება რომანი „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“.

პროფესორი არონაკსის გაქცევის შემდეგ, ნემო „ნაუტილუსით“ განაგრძობდა მოგზაურობას, მაგრამ სიკვდილმა ყველა მეგობარი ხელიდან გამოაცალა, ხოლო საბოლოოდ, „ნაუტილუსი“ იმ კუნძულზე აღმოჩნდება, რომელზეც „საიდუმლო კუნძულის“ გმირები. ნემო ამასაც სიკვდილის წინ ჰყვება.

„საიდუმლო კუნძულში“, ნემო იმ ადამიანებს მფარველობს, რომლებიც იმავე კუნძულზე არიან. მაგრამ მათ არ იციან თუ ვინაა მათი მფარველი. კაპიტანი ნემო სიკვდილის წინ გადაწყვეტს, გააგებინოს მისტერ სმიტსა და მის რამდენიმე მეგობარს მისი ვინაობა და მოუყვეს თავისი ცხოვრების შესახებ. კაპიტანი ყველაფერს მოუთხრობს მათ თავისი ცხოვრების შესახებ, ხოლო მეორე დღეს ის იღუპება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]