500-იანები
იერსახე
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | V – VI – VII |
ათწლეული: | 470-იანები 480-იანები 490-იანები
– 500-იანები – |
წლები: | 500 · 501 · 502 · 503 · 504 505 · 506 · 507 · 508 · 509 |
500-იანი (ხუთასიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 500-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 500 წლის 1 იანვარს და დასრულდა 509 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 500 501 502 503 504 505 506 507 508 509
- ანდჰრას სამეფოში ვიშნუკინდების დინასტია გამეფდა
- ბიზანტიის იმპერატორმა ანასტასიოს I-მა სპარსელების წინააღმდეგ ჯარი გააგზავნა სომხეთში, მაგრამ დამარცხდა.
- სასანიანთა მეფე კავად I ბიზანტიას ციხე-ქალაქ ამიდას (ახლანდელი დიარბაქირი) უთმობს და მასთან ზავს დებს.
- ოსტგუთები ქ. ბელგრადს არბევენ.
- ოსტგოთების მეფემ თეოდორიხ დიდმა პაპის ტახტისათვის ბრძოლაში პაპ სიმაქეს მხარე დაიჭირა. ანტიპაპი ლავრენტი რომიდან წავიდა და სიცოცხლის ბოლო წლები თავის მამულში რომთან ახლოს გაატარა.
- მუნდირ III ლახმიდების მეფე გახდა ჩრდილოეთ არაბეთში
- 5 თებერვალი : ვესტგოთების მეფემ ალარიხ II-ემ გამოსცა რომაული კანონების კრებული „ლექს რომანა ვიზიგოთო“.
- ალარიხ II-ის ბრძანებით ქალაქ აგდში შეიკრიბა საეკლესიო კრება, რომელმაც აკრძალა მამათა და დედატა საერთო მონასტრების მშენებლობა.
- ბიზანტიის იმპერატორის ანასტასი I-ის ბრძანებით გამაგრებულ იქნა აღმოსავლეთ სირიული ციხესიმაგრე დარას კედლები.
- ფრანკებმა ხლოდვიგ I-ის სარდლობით საბოლოოდ დაამარცხეს ალემანები და თიურინგები სტრასბურგთან.
- ბუიეს ბრძოლაში ფრანკებმა ხლოდვიგ I-ის მეთაურობით დაამარცხეს ვესტგუთები, რომელთა მეფე ალარიხ II ბრძოლაში დაიღუპა.
- ვესტგოთების ახალი მეფე გახდა გეზალეხი.
- ოსტგუთების მეფემ თეოდერიხ დიდმა ალემანების მიწების ერთი ნაწილი თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია.
- დაიდო ზავი ბიზანტიასა და სპარსეთს შორის.
- კეიტაი იაპონიის 26-ე იმპერატორი ახდა.
- ხლოდვიგ I-მა გამოსცა ფრანკული კანონების კრებული „ ლექს სალიკა“.
- ვესტგუთების მეფე ამალარიხი, რომელიც ესპანეთში იყო გაქცეული, ოსტგუთების ჯარისა და მათი მეფის, ბაბუამისის თეოდორიხ დიდის დახმარებით სამეფოში დაბრუნდა.
- ბიზანტიის იმპერატორმა ანასტასიოს I-მა ბართლომე მოციქულის ნეშტი ქ. ალბანიდან მესოპოტამიაში, ქ. ანასტასიაუპოლში (დარი) გადაასვენა.