0 (რიცხვი)
0 (რიცხვი) | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
ჩაწერის ფორმები | ||||
ორობითი | 0 | |||
ოქტალური (რვაობითი) | 0 | |||
თორმეტობითი | 0 | |||
თექვსმეტობითი | 0 | |||
მორზეს კოდი | – – – – – | |||
არაბული | ٠ | |||
ჩინური | 零, 〇 | |||
ინდური | ० | |||
მონღოლური | ᠐ | |||
მათემატიკური დახასიათება | ||||
ნიშანი | არც ერთი | |||
ლუწ-კენტოვნება | ლუწი |
ნული — რიცხვი, რომელთანაც შეკრებისას ნებისმიერი რიცხვი უცვლელი რჩება. ნული აღინიშნება სიმბოლოთი 0. ნებისმიერი რიცხვის ნამრავლი ნულზე უდრის ნულს. a * 0 = 0. ნულზე გაყოფა მათემატიკაში განსაზღვრული არ არის და ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. თუ ორი ნამდვილი ან კომპლექსური რიცხვის ნამრავლი ნულის ტოლია, მაშინ ერთ–ერთი თანამამრავლი აუცილებლად ნულის ტოლია. ნულის ცნება განიხილება უფრო ზოგადი ბუნების ალგებრული სტრუქტურებისათვისაც (ჯგუფი, რგოლი, ველი და სხვ.).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Graphemica (0)
- Graphemica (⁰)
- A History of Zero დაარქივებული 2008-12-04 საიტზე Wayback Machine.
- Zero Saga
- The History of Algebra დაარქივებული 2014-10-09 საიტზე Wayback Machine.