თვითდაზიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Თვით ზიანი)

თვითდაზიანება — მიზანმიმართული ქცევა, რომელიც აზიანებს ინდივიდს. ეს ყველაზე ხშირად განიხილება, როგორც საკუთარი კანის ქსოვილების პირდაპირი დაზიანება, ხშირად ინდივიდი ამ მოქმედებას თვითმკვლელობის განზრახვის გარეშე აკეთებს. თვით-ზიანი ხასიათდება ისეთი ქმედებებით როგორიცაა სხეულის ნაწილის მოჭრა, თვითდამწვრობა და თვითდასახიჩრება, მსხვერპლი ამ ქმედებებით თავის ფსიქიკაზე მოქმედებს,თუმცა სუიციდს არ განიხილავს. [1] თვითდაზიანების გავრცელებული ფორმებია კანის დაზიანებას ბასრი საგნით ან ნაკაწრით, დარტყმით ან წვით. თვითდაზიანების ზუსტი საზღვრები დაუდგენელია, მაგრამ ზოგადად გავრცელებულია ქსოვილის დაზიანება, თვით-ზიანი იწვევს ისეთ უარყოფით ჩვევებს როგორიცაა კვებითი დარღვევები ან ნივთიერებების ბოროტად გამოყენება რომლის დროსაც არ ითვალისწინებენ გვერდითი ეფექტს, თვით-ზიანში შეგვიძლია ჩავთვალოთ სხეულის საზოგადოებისთვის მისაღები ცვლილებები, როგორიცაა ტატუ და პირსინგი. [2]

საერთაშორისო განსაზღვრებით თვით-ზიანი არა სუიციდური აქტია, მაგრამ მაინც შესაძლოა გახდეს სიცოცხლისთვის საშიში. ადამიანები, რომლებიც თვით-ზიანს მიმართავენ,დიდი შანსია რომ საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრონ, და თვით-ზიანი გვხვდება თვითმკვლელთა 40-60%-ში. მიუხედავად ამისა, თვით-ზიანი მსხვერპლებისმხოლოდ მცირე ნაწილია თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი.

თვით-ზიანისსურვილი პიროვნების ზოგიერთი აშლილობის საერთო სიმპტომია. სხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ასევე შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, მათ შორის დეპრესიით, შფოთვითი აშლილობით, ნარკომანიით, განწყობის აშლილობით, კვებითი აშლილობით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობით, შიზოფრენიით, დისოციაციური აშლილობით, ისევე როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვთ გენდერული დისფორია . კვლევები ასევე უზრუნველყოფენ თვითდასჯის ფუნქციის ძლიერ გავრცელებას და მოკრძალებულ მტკიცებულებებს ანტიდისაცოციის, ინტერპერსონალური გავლენის, თვითმკვლელობის საწინააღმდეგო, შეგრძნებების ძიების და ინტერპერსონალური საზღვრების ფუნქციებისთვის. თვით-ზიანი ფიქსირდება ისეთ პიროვნებებში რომლებსაც არ აქვთ ფსიქიკური პრობლემები(ამ ინდივიდებს არ ჰქონდათ დიაგნოზი ფსიქიკური აშლილობებთან დაკავშირებით) თვით-ზიანის მოტივები განსხვავებულია. ზოგიერთი იყენებს მას, როგორც დაძლევის მექანიზმს, რათა უზრუნველყოს ძლიერი გრძნობების დროებითი შემსუბუქება, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, სტრესი, ემოციური დაბუჟება(numbness) ან წარუმატებლობის განცდა. თვით-ზიანი ხშირად ასოცირდება ტრავმების ისტორიასთან, მათ შორის ემოციურ და სექსუალურ ძალადობასთან . [3] არსებობს მრავალი განსხვავებული მეთოდი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თვით-ზიანის მიდრეკილების სამკურნალოდ, რომლებიც კონცენტრირებულია ან გამომწვევი მიზეზების მკურნალობაზე ან თავად ქცევის მკურნალობაზე. სხვა მიდგომები მოიცავს აცილების ტექნიკას, რომელიც ფოკუსირებულია ინდივიდის სხვა საქმიანობით დაკავებაზე ან თვითდაზიანების აქტის ჩანაცვლებაზე უსაფრთხო მეთოდებით, რომლებიც არ იწვევს მუდმივ ზიანს.

თვითდაზიანება, როგორც წესი, იწყება მოზარდობის(13-16 წელი) ასაკში. ბავშვობაში თვითდაზიანება შედარებით იშვიათია, მაგრამ ეს მაჩვენებელი 1980-იანი წლებიდან იზრდება. თვით-ზიანი დაფიქსირებულია ხანდაზმულ მოსახლეობაშიც. სერიოზული ტრავმისა და თვითმკვლელობის რისკი უფრო მაღალია ხანდაზმულ ადამიანებში, რომლებიც თვით-ზიანს გამოცდიან. დატყვევებული ცხოველები, როგორიცაა ფრინველები და მაიმუნები, ასევე ცნობილია, რომ მონაწილეობენ თვითდაზიანებებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Klonsky ED (March 2007a). „The functions of deliberate self-injury: a review of the evidence“. Clinical Psychology Review. 27 (2): 226–239. doi:10.1016/j.cpr.2006.08.002. PMID 17014942. S2CID 1321836.
  2. Klonsky 2007b: "[B]ehaviors associated with substance and eating disorders—such as alcohol abuse, binging, and purging—are usually not considered self-injury because the resulting tissue damage is ordinarily an unintentional sideeffect. In addition, body piercings and tattoos are typically not considered self-injury because they are socially sanctioned forms of cultural or artistic expression. However, the boundaries are not always clear-cut. In some cases behaviors that usually fall outside the boundaries of self-injury may indeed represent self-injury if performed with explicit intent to cause tissue damage."
  3. Non Fatal Suicidal Behaviour Among Adults aged 16 to 74. The Stationery office.