პოსტტრავმული სტრესული აშლილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოსტტრამვული სტრესული აშლილობა(PTSD)— ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა[1], რომელიც შეიძლება განვითარდეს ისეთი ტრავმული მოვლენის გამო, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ომი, ავტოავარია, ბავშვზე ძალადობა, ოჯახური ძალადობა ან სხვა, ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი მოვლენების გამო.[2][3] სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემაშფოთებელ აზრებს, გრძნობებს ან სიზმრებს, რომლებიც დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, ტრამვასთან დაკავშირებული სიგნალებზე რეაქცია ფსიქიკური ან ფიზიკური დისტრესით, ტრამვასთან დაკავშირებული სიგნალებისგან თავის არიდების მცდელობები, ცვლილებები პიროვნების აზროვნებაში და გრძნობებში და ბრძოლა-გაქცევის რეაქციის ზრდა.[4][5] ეს სიმპტომები გრძელდება მოვლენიდან ერთ თვეზე მეტ ხანს.[1] მცირეწლოვანი ბავშვები ნაკლებად განიცდიან დისტრესს, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი მოგონებები თამაშის საშუალებით.[6] PTSD-ის მქონე ადამიანებში მაღალია სუიციდისა და განძრახ თვითდაზიანების რისკები.[7][8]

იმ ადამიანების უმეესიბას, რომლებიც ტრამვულ მოვლენებს განიცდიან, PTSD არ უნვითარდებათ.[9] ადამიანები, რომლებიც განიცდიან ინტერპერსონალურ ძალადობას, როგორიცაა გაუპატიურება, გატაცება, თვალთვალი, ფიზიკური შეურაცხყოფა ინტიმური პარტნიორის მიერ, ინცესტი ან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის სხვა ფორმა, PTSD-ის განვითარების უფრო მაღალი რისკის წინაშე არიან ვიდრე ისინი, ვინც განიცდის ისეთ ტრავმას, რომელიც ძალადობაზე არაა დაფუძნებული, მაგალითად, უბედური შემთხვევები და სტიქიური უბედურებები.[10][11][12] მათ, ვინც განიცდის მოწინავე ტრავმას, როგორიცაა მონობა, საკონცენტრაციო ბანაკები ან ქრონიკული ოჯახური ძალადობა, შეიძლება განუვითარდეს რთული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (C-PTSD). C-PTSD PTSD-ის მსგავსია, მაგრამ აქვს მკაფიო გავლენა ადამიანის ემოციურ რეგულაციასა და ძირითად იდენტობაზე.[13]

პრევენცია შესაძლებელია თუ კონსულტაციას ადრეული სიმპტომების მქონე ადამიანი გაივლის, მაგრამ ყველა ტრავმირებული ინდივიდისთვის ეფექტური არ არის, მნიშველობა არ აქვს აქვს მას ადრეული სიმპტომები თუ არა.[14] PTSD-ის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ძირითადი მეთოდი კონსულტაცია (ფსიქოთერაპია) და მედიკამენტებია.[15][16] SSRI ან SNRI ტიპის ანტიდეპრესანტები ის პირველი რიგის მედიკამენტებია, რომლებიც PTSD-ისთვის გამოიყენება და ზომიერად სასარგებლოა ადამიანების დაახლოებით ნახევრისთვის.[17] მედიკამენტების ეფექტურობა კონსულტაციასთან შედარებით ნაკლებია.[18] ცნობილი არ არის აქვს თუ არა მედიკამენტისა და კონსულტაციის ერთად კომბინირებას მათ ცალცალკე გამოყენებაზე უფრო ეფექტური შედეგი.[19][20] მედიკამენტებს, ზოგიერთი SSRI-ს ან SNRI-ს გარდა, არ გააჩნიათ საკმარისი მტკიცებულება მათი გამოყენების დასადასტურებლად, რაც შეეხება ბენზოდიაზეპინებს, მათ შეიძლება შედეგების გაუარესება გამოიწვიონ.[21][22]

შეერთებულ შტატებში, ზრდასრულთა დაახლოებით 3.5%-ს აღენიშნება PTSD მოცემულ წელიწადში და ადამიანების 9%-ს უვითარდება ის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.[23] დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, მოცემული წლის განმავლობაში, მონაცემები 0,5%-დან 1%-მდეა.[24] შედარებით მაღალი მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნებოდეს შეიარაღებული კონფლიქტის რეგიონებში.[25] უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.[26]

ტრავმასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები დოკუმენტირებულია სულ მცირე ძველი ბერძნების დროიდან.[27] XVII და XVIII საუკუნეებიდან არსებობს პოსტტრავმული ავადმყოფობის არსებობის რამდენიმე მტკიცებულებაც, როგორიცაა სამუელ პიპსის დღიური, რომელიც აღწერს 1666 წლის ლონდონის ხანძრის შემდეგ ინტრუზიულ და შემაშფოთებელ სიმპტომებს.[28] მსოფლიო ომების დროს, მდგომარეობა ცნობილი იყო სხვადასხვა ტერმინებით, მათ შორის „ჭურვის შოკი“, „ომის ნერვები“, ნევრასთენია და „საბრძოლო ნევროზი“.[29][30] ტერმინი „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“ გამოყენებული იქნა 1970-იან წლებში, ძირითადად ვიეტნამის ომის ამერიკელი სამხედრო ვეტერანების დიაგნოზის გამო.[31] ის ოფიციალურად იქნა აღიარებული ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ 1980 წელს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-III) მესამე გამოცემაში.[32]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sartorius N, Henderson A, Strotzka H, Lipowski Z, Yu-cun S, You-xin X, et al. "The ICD-10 Classification of Mental and Behavioural Disorders Clinical descriptions and diagnostic guidelines" (PDF). www.who.int World Health Organization. Microsoft Word. bluebook.doc. p. 110. Retrieved 3 July 2021 – via Microsoft Bing.
  2. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. pp. 271–80. ISBN 978-0-89042-555-8.
  3. "Post-traumatic stress disorder (PTSD) - Symptoms and causes". Mayo Clinic. Retrieved 8 October 2019.
  4. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. pp. 271–80. ISBN 978-0-89042-555-8.
  5. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. pp. 271–80. ISBN 978-0-89042-555-8.
  6. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. pp. 271–80. ISBN 978-0-89042-555-8.
  7. Bisson JI, Cosgrove S, Lewis C, Robert NP (November 2015). "Post-traumatic stress disorder". BMJ. 351: h6161. doi:10.1136/bmj.h6161. PMC 4663500. PMID 26611143.
  8. Panagioti M, Gooding PA, Triantafyllou K, Tarrier N (April 2015). "Suicidality and posttraumatic stress disorder (PTSD) in adolescents: a systematic review and meta-analysis". Social Psychiatry and Psychiatric Epidemiology. 50 (4): 525–537. doi:10.1007/s00127-014-0978-x. PMID 25398198. S2CID 23314414.
  9. Bisson JI, Cosgrove S, Lewis C, Robert NP (November 2015). "Post-traumatic stress disorder". BMJ. 351: h6161. doi:10.1136/bmj.h6161. PMC 4663500. PMID 26611143.
  10. Zoladz PR, Diamond DM (June 2013). "Current status on behavioral and biological markers of PTSD: a search for clarity in a conflicting literature". Neuroscience and Biobehavioral Reviews. 37 (5): 860–895. doi:10.1016/j.neubiorev.2013.03.024. PMID 23567521. S2CID 14440116.
  11. Kessler RC, Aguilar-Gaxiola S, Alonso J, Benjet C, Bromet EJ, Cardoso G, et al. (27 October 2017). "Trauma and PTSD in the WHO World Mental Health Surveys". European Journal of Psychotraumatology. 8 (sup5): 1353383. doi:10.1080/20008198.2017.1353383. PMC 5632781. PMID 29075426. As detailed in another recent WMH report, conditional risk of PTSD after trauma exposure is 4.0%, but varies significantly by trauma type. The highest conditional risk is associated with being raped (19.0%), physical abuse by a romantic partner (11.7%), being kidnapped (11.0%), and being sexually assaulted other than rape (10.5%). In terms of broader categories, the traumas associated with the highest PTSD risk are those involving intimate partner or sexual violence (11.4%), and other traumas (9.2%), with aggregate conditional risk much lower in the other broad trauma categories (2.0–5.4%) [citations omitted; emphasis added].
  12. Darves-Bornoz JM, Alonso J, de Girolamo G, de Graaf R, Haro JM, Kovess-Masfety V, et al. (October 2008). "Main traumatic events in Europe: PTSD in the European study of the epidemiology of mental disorders survey". Journal of Traumatic Stress. 21 (5): 455–462. doi:10.1002/jts.20357. PMID 18956444. In univariate analyses adjusted on gender, six events were found to be the most significantly associated with PTSD ( p < .001) among individuals exposed to at least one event. They were being raped (OR = 8.9), being beaten up by spouse or romantic partner (OR = 7.3), experiencing an undisclosed private event (OR = 5.5), having a child with serious illness (OR = 5.1), being beaten up by a caregiver (OR = 4.5), or being stalked (OR = 4.2)" [OR = odds ratio].
  13. Brewin CR, Cloitre M, Hyland P, Shevlin M, Maercker A, Bryant RA, et al. (December 2017). "A review of current evidence regarding the ICD-11 proposals for diagnosing PTSD and complex PTSD" (PDF). Clinical Psychology Review. 58: 1–15. doi:10.1016/j.cpr.2017.09.001. PMID 29029837.
  14. Bisson JI, Cosgrove S, Lewis C, Robert NP (November 2015). "Post-traumatic stress disorder". BMJ. 351: h6161. doi:10.1136/bmj.h6161. PMC 4663500. PMID 26611143.
  15. "Post-Traumatic Stress Disorder". National Institute of Mental Health. February 2016. Archived from the original on 9 March 2016. Retrieved 10 March 2016.
  16. Haagen JF, Smid GE, Knipscheer JW, Kleber RJ (August 2015). "The efficacy of recommended treatments for veterans with PTSD: A metaregression analysis". Clinical Psychology Review. 40: 184–94. doi:10.1016/j.cpr.2015.06.008. PMID 26164548.
  17. Berger W, Mendlowicz MV, Marques-Portella C, Kinrys G, Fontenelle LF, Marmar CR, Figueira I (March 2009). "Pharmacologic alternatives to antidepressants in posttraumatic stress disorder: a systematic review". Progress in Neuro-Psychopharmacology & Biological Psychiatry. 33 (2): 169–80. doi:10.1016/j.pnpbp.2008.12.004. PMC 2720612. PMID 19141307.
  18. Bisson JI, Cosgrove S, Lewis C, Robert NP (November 2015). "Post-traumatic stress disorder". BMJ. 351: h6161. doi:10.1136/bmj.h6161. PMC 4663500. PMID 26611143.
  19. Bisson JI, Cosgrove S, Lewis C, Robert NP (November 2015). "Post-traumatic stress disorder". BMJ. 351: h6161. doi:10.1136/bmj.h6161. PMC 4663500. PMID 26611143.
  20. Hetrick SE, Purcell R, Garner B, Parslow R (July 2010). "Combined pharmacotherapy and psychological therapies for post traumatic stress disorder (PTSD)". The Cochrane Database of Systematic Reviews (7): CD007316. doi:10.1002/14651858.CD007316.pub2. PMID 20614457.
  21. Guina J, Rossetter SR, DeRHODES BJ, Nahhas RW, Welton RS (July 2015). "Benzodiazepines for PTSD: A Systematic Review and Meta-Analysis". Journal of Psychiatric Practice. 21 (4): 281–303. doi:10.1097/pra.0000000000000091. PMID 26164054. S2CID 24968844.
  22. Hoskins M, Pearce J, Bethell A, Dankova L, Barbui C, Tol WA, van Ommeren M, de Jong J, Seedat S, Chen H, Bisson JI (February 2015). "Pharmacotherapy for post-traumatic stress disorder: systematic review and meta-analysis". The British Journal of Psychiatry. 206 (2): 93–100. doi:10.1192/bjp.bp.114.148551. PMID 25644881. Some drugs have a small positive impact on PTSD symptoms
  23. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. pp. 271–80. ISBN 978-0-89042-555-8.
  24. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (5th ed.). Arlington, VA: American Psychiatric Publishing. pp. 271–80. ISBN 978-0-89042-555-8.
  25. Bisson JI, Cosgrove S, Lewis C, Robert NP (November 2015). "Post-traumatic stress disorder". BMJ. 351: h6161. doi:10.1136/bmj.h6161. PMC 4663500. PMID 26611143.
  26. "Post-Traumatic Stress Disorder". National Institute of Mental Health. February 2016. Archived from the original on 9 March 2016. Retrieved 10 March 2016.
  27. Carlstedt R (2009). Handbook of Integrative Clinical Psychology, Psychiatry, and Behavioral Medicine Perspectives, Practices, and Research. New York: Springer Pub. Co. p. 353. ISBN 9780826110954.
  28. O'Brien S (1998). Traumatic Events and Mental Health. Cambridge University Press. p. 7.
  29. Herman J (2015). Trauma and Recovery: The Aftermath of Violence – From Domestic Abuse to Political Terror. Basic Books. p. 9. ISBN 9780465098736.
  30. After War: A Conversation with Author Nancy Sherman, by John Waters, Real Clear Defense, 4 June 2015
  31. Klykylo WM (2012). Clinical child psychiatry (3 ed.). Chichester, West Sussex, UK: John Wiley & Sons. p. Chapter 15. ISBN 9781119967705.
  32. Friedman MJ (October 2013). "Finalizing PTSD in DSM-5: getting here from there and where to go next". Journal of Traumatic Stress. 26 (5): 548–56. doi:10.1002/jts.21840. PMID 24151001.