შინაარსზე გადასვლა

პიროვნების აშლილობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიროვნების აშლილობა არის ფსიქიკური აშლილობების კლასი და ხასიათდება მტკიცე არაადაპტაციური ქცევითი, კოგნიტური და შინაგანი განცდების პატერნებით, რომლებიც ვლინდება მრავალ ცხოვრებისეულ კონტექსტში და განიხილება როგორც გადახრა აშლილობის მქონე ადამიანის კულტურაში. ეს პატერნები მოუქნელებია და ასოცირდება მნიშვნელოვან დისტრესთან ან იწვევენ ადამიანის ქმედუუნარობას.[1] მათი განმარტება განსხვავდება წყაროს მიხედვით.[2][3]

ოფიციალური კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია პიროვნების აშლილობის დიაგნოსტირებისთვის მოცემულია ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელოში (ICD).[4]

ტერმინი "პიროვნება" აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებებსა და ქცევის პატერნებს, რომლებსაც ინდივიდი განსხვავებულ ვითარებაში ავლენს. შესაბამისად, პიროვნების პათოლოგია განიმარტება როგორც გამოცდილებები და ქცევები, რომლებიც განსხვავდება სოციო-კულტურული ნორმებისგან და მოლოდინებისგან.[5]

არსებობს ორი ძირითადი კლასიფიკაციის სისტემა ICD და DSM, მათ მიზანმიმართულად შეათანხმეს თავიანთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გარკვეულ დონეზე. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვხედავთ ზოგიერთი განსხვავებას.[6]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ICD-10 ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სექცია მოიცავს პიროვნების აშლილობის კატეგორიას და ხანგრძლივ პიროვნულ ცვლილებებს. ისინი განმარტებულია როგორც არაადაპტური და მოუქნელი პატერნები, რომლებსაც მიჰყავს ადამიანი ქმედუუნარობამდე, ასევე ადამიანი საგრძნობლად განსხვავდება იმ კულტურაში საშუალო ადამიანისგან, ეს მოიცავს აღქმას, აზროვნებას და გრძნობებს.[7]

სპეციფიკური პიროვნების აშლილობის სიას განეკუთვნება: პარანოიდული, შიზოიდური, დისოციალური, ემოციურად არასტაბილური (მოსაზღვრე და იმპულსური ტიპები), თეატრალური, ანანკასტური, შფოთვითი (აცილებადი) და დამოკიდებული.[8]

აგრეთვე ICD-10-ში ჩვენ ვხვდებით სხვა პიროვნების აშლილობის კატეგორიას, რომელშიც შედის: ექსცენტრიული, "ჰალტლოზე" (გერმანულიდან: Haltlos),[9] მოუმწიფებელი, ნარცისული, პასიურ-აგრესიული და ფსიქონევროტული აშლილობები. ასევე არსებობს არასპეციფიკური პიროვნების პათოლოგია, რომელიც შეიცავს: ნევროზულ და პათოლოგიურ პიროვნებას.

ამერიკული ფსიქიატრიის ასოციაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში (DSM–5) პიროვნული აშლილობები სამ კლასტერადა არის დაჯგუფებული.

სანამ განვიხილავთ კლასტერებს უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა პიროვნების აშლილობა იზიარებს ზოგიერთ საერთო დიაგნოსტიკური კრიტერიუმებს. ესენია:

  • პიროვნების მახასიათებლები და ქცევის სტაბილური პატერნები აშკარად გადახრილია კულტურული ნორმებიდან.
  • ზემოთ ხსენებული დევიაცები ვლინდება ერთზე მეტ კოგნიტურ სფეროში. მაგ: აფექტური სფერო, აღქმის და ინტერპრეტაციის სტილი.
  • დევიაცია არ არის ლოკალიზებული; ქცევა - უმეტეს შემთხვევაში მუქნელი, არაადაპტური და დისფუნქციურია.
  • პიროვნებას აღენიშნება დისტრესი ან ის გარშემომყოფ ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს.
  • დევიაცია სტაბილური და ხანგრძლივია.
  • დევიაცური ქცევა არ არის გამოწვეული სხვა ფსიქიკური აშლილობით ან თავის ტვინის დაავადებით, დაზიანებით ან დისფუნქციით.

„A” კლასტერის პიროვნებებს ახასიათებთ უცნაური, ექსცენტრიული აზროვნება ან/და ქცევები. ესენია: პარანოიდალური, შიზოიდური და შიზოტიპური პიროვნების აშლილობები. ეს კლასტერი ხშირად შიზოფრენიის ასოციაციას იწვევს, კერძოდ შიზოტიპური პიროვნება ხასიათდება მწვავე დისკომფორტით ახლო ურთიერთობებში, კოგნიტური ან აღქმითი გადახრებით და ექსცენტრიული ქცევებით, მიუხედავად ამისა, შიზოტიპური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები უფრო უკეთ არიან რეალობას მოჭიდებულნი, ვიდრე შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები. შიზოტიპური პიროვნების აშლილობას აქვს პროგრესირების პოტენციალი და შეიძლება შიზოფრენიაში ან სხვა ფსიქოზურ დარღვევაში გადაიზარდოს. არსებობს გენეტიკური კავშირი შიზოფრენიასა და „A“ კლასტერის პიროვნებებს შორის, ადამიანებში ვისი პირველი რიგის ნათესავი დაავადებულია შიზოფრენიით ამ აშლილობების განვითარების რისკი უფრო +ა.[10]

პარანოიდალური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანს ახასიათებს უნდობლობა და ეჭვიანობა სხვა ადამიანების მიმართ, მათი მოტივების ინტერპრეტირება, როგორც ბოროტი.

შიზოიდური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანს ახასიათებს სოციალური ურთიერთობებიდან ჩამოშორება და შეზღუდვა ემოციური გამოხატვის სფეროში.

შიზოტიპური პიროენვის აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება სოციალური და ინტერპერსონალური დეფიციტებით, როგორიც არის ახლო ურთიერთობების დროს დისკომფორტი და მათი ქონის ლიმიტირებული რაოდენობა, აგრეთვე კოგნიტური ან აღქმითი გადახრები და ექსცენტრიული ქცევა.

„B” კლასტერის პიროვნებებს ახასიათებთ დრამატული, ზედმეტად ემოციური ან/და არაპროგნოზირებადი აზროვნების, თუ ქცევის სტილი. ესენია: მოსაზღვრე, ანტისოციალური, ჰისტრიონიული და ნარცისული პიროვნების აშლილობები.

ეს კლასტერი, წინასთან შედარებით ნაკლებად განერიყება სოციუმს, მეტიც, ჰისტრიონიულ და ნარცისულ პიროვების აშლილობის მქონე ადამიანებს სჭირდება სოციუმი თავიანთი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად.

დიდ ყურადღებას მოითხოვს ანტისოციალური პიროვნების დევიაცების შესწავლა იმიტომ, რომ ხშირად ამ ტიპის პიროვნებები საშიშები არიან სოციუმისთვის. უკიდურესად გამოვლენილი ანტისოციალური პიროვნების აშლილობა ამერიკელი სერიული მკვლელის, გამტაცებელის და მოძალადის, ტედ ბანდის მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ. იგი სიკვდილით დასაჯეს 30 ქალის  თვით აღიარებული მკვლელობისთვის, მოგვიანებით მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ტედს ასზე მეტი ქალბატონი ჰყავდა მოკლული.

მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება არასტაბილურობით ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, თვითობის ხატში, გუნება-განწყობილებებში, რაც იწვევს იმპულსურობას.

ანტისოციალური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება სხვა ადამიანის უფლებების უგულვებელყოფით და მათი დარღვევით.

თეატრალური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება ყურადღების მიქცევის ძლიერი მთხოვნილებით და ჭარბი ემოციებით.

ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება გრანდიოზულობის განცდით, მითი აღტაცების მოთხონვილებით და ემპათიის დეფიციტით.

პიროვნებათა აშლილობების C ჯგუფი დაკომპლექტებულია აცილებადი, დამოკიდებული [სხვაზე] და ობსესიურ კომპულსური პიროვნებათა აშლილობებით. არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს ამ პიროვნებათა და შფოთვითი აშლილობების სტატისტიკურად მნიშვნელოვან კორელაციას. უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება ამ საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზისითვის. საგონებელია, რომ C ჯგუფის პიროვნებათა აშლილობებს არამარტო კორელაციური კავშირი, არამედ ღრმა გენეტიკური კავიშირი აქვთ შფოთვასთან. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ამიგდალას ფორმირება გარკვეულწილად დამოკიდებულია ადამიანის გენეტიკურ პრედისპოზიციაზე, თვით ამიგდალა კი დიდ როლს თამაშობს შფოთვით ინდუცირებულ “დაარტყი-გაიქეცი” ქცევით რეაქციაში.

აცილებადი პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება სოციალური შენელებით, გაზვიადებული სენსიტიურობით ნეგატიური დახასიათების მიმართ.

დამოკიდებული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება ფსიქოლოგიური მოთხოვნილებით რომ იზრუნონ მასზე.

ობსესიურ-კომპულსური პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანი ხასიათდება წესების მიმართ მტკიცე კონფორმულობით, პერფექციონიზმით და გაზრდილი კონტროლის მთხოვნილებით.

მილონის დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილონის კატეგორიზაციის მიხედვით 15 პიროვნების პათოლოგია არსებობს. ესენია:

  1. პარანოიდული
  2. შიზოიდური
  3. შიზოტიპური
  4. ანტისოციალური
  5. მოსაზღვრე
  6. თეატრალური
  7. ნარცისული
  8. აცილებადი
  9. დამოკიდებული
  10. ობსესიურ-კომპულსური
  11. დეპრესიული
  12. პასიურ-აგრესიული (ნეგატივისტური)
  13. სადისტური
  14. თვით-დამარცხებადი (მაზოხისტური)
  15. ჰიპომანიაკალური

კლასიფიკაციის სხვა საშუალებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა კატეგორიებისა და კლასტერებისა, ასევე შესაძლებელია პიროვნების პათოლოგიის სიმწვავის, სოციალური თუ სამსახურეობრივი ფუნქციონირების შემცირების მიხედვით კლასიფიცირება. .[11]

პიროვნების აშლილობის კლასიფიცირებს სივრცული სისტემა[12]
სიმწვავის დონე აღწერა კატეგორიული სისტემის აღწერა
0 პიროვნების პათოლოგია არ აღინიშნება ვერ აკმაყოფილებს პიროვნების აშლილობის ზღურბლურ ან დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს
1 პიროვნების სირთულე აკმაყოფილებს ერთ ან მეტ პიროვნების აშლილობის ზღურბლურ კრიტერიუმს
2 მარტივი პიროვნების აშლილობა აკმაყოფილებს ერთ ან მეტ პიროვნების აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს ერთი და იმავე კლასტერში.
3 რთული პიროვნების აშლილობა აკმაყოფილებს ერთ ან მეტ პიროვნების აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს სხვადასხვა კლასტერში.
4 მწვავე პიროვნების აშლილობა აკმაყოფილებს მწვავე შინაგანი და საზოგადოებრივი დესტრუქციის კრიტერიუმს

სიმწვავის სკალის გამოყენების გარვეკული უპირატესობები არსებობს: [11]

  • კარგად აღწერს პიროვნების პათოლოგიის შესაძლო კომორბიდებს (თანაარსებობებს).
  • ეს სისტემა გვთავაზობს ახალ დიაგნოსტიკურ საშუალებას მწვავე პიროვნების პათოლოგიის შემთხვევაში, კერძოდ "სახიფათო და მწვავე პიროვნების აშლილობა" (სმპა).

ტერმინი „პიროვნება“ აღნიშნავს ადამიანის მყარ თვისებათა და ქცევის პატერნებს, რომლებსაც ინდივიდი განსხვავებულ ვითარებაში ავლენს. ზოგიერთი ტიპის პიროვნება აშკარად ანომალიურია. მაგალითად: პარანოიდალური პიროვნება, რომელსაც ახასიათებს უკიდურესი ეჭვიანობა, უნდობლობა და სენსიტიურობა. თუმცა, ძალიან ძნელია ნორმალური და ანომალიური პიროვნების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა. ამ სირთულეების გამო ორი კრიტერიუმი იქნა შემოატანილი: სტატისტიკური და სოციალური. სტატისტიკური კრიტერიუმი: ანომალიური პიროვნება ნორმალურისგან რაოდენობრივი მახასიათებლებით განსხვავდება. მათი გამყოფი ხაზი განისაზღვრება შესაბამისი მაჩვენებლით, რომელიც ქულების გარკვეულ რაოდენობაში გამოიხატება. (მსგავს სისტემას იყენებენ ინტელექტუალურ განვითარებაში გადახრების განსასაზღვრად.) სოციალური კრიტერიუმი: ანომალიური პიროვნული თვისებები იწვევს თავად ამ თვისებების მატარებელი ადამიანის ან მის გარშემო მყოფი პირების ტანჯვას.[13]

DSM-IV-TR პიროვნების აშლილობები ზოგადი ფუნქციონირების ხუთ-ფაქტორული მოდელის პერსპექტივიდან[14]
ფაქტორები პპა შპა შტპა ასპა მპა თპა ნპა აპა დპა ოკპა პაპა დპპა
ნევროტულობა (vs. ემოციური სტაბილურობა)
შფოთიანობა (vs. უდარდელობა) არ არის არ არის + - + არ არის არ არის + + + არ არის არ არის
გაბრაზებულ-მტრულობა (vs. სიწყნარე) + არ არის არ არის + + არ არის + არ არის არ არის არ არის + არ არის
დეპრესიულობა (vs. ოპტიმისტურობა) არ არის არ არის არ არის არ არის + არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის +
თვით-შეგნება (vs. უსირცხვილობა) არ არის არ არის + - არ არის - - + + არ არის არ არის +
იმპულსურობა (vs. თავშეკავებულობა) არ არის არ არის არ არის + + + არ არის - არ არის - არ არის არ არის
დაუცველობა (vs. უშიშრობა) არ არის არ არის არ არის - + არ არის არ არის + + არ არის არ არის არ არის
ექსტრავერსია (vs. ინტროვერსია)
სითბო (vs. სიცივე) - - - არ არის არ არის არ არის - არ არის + არ არის - -
გუნდურობა (vs. ჩამოშორება) - - - არ არის არ არის + არ არის - არ არის არ არის არ არის -
თავდაჯერებულობა (vs. სუბმისიურობა) არ არის არ არის არ არის + არ არის არ არის + - - არ არის - არ არის
აქტიურობა (vs. პასიურობა) არ არის - არ არის + არ არის + არ არის არ არის არ არის არ არის - არ არის
აგზნების ძიება (vs. უსიცოცხლოობა) არ არის - არ არის + არ არის + + - არ არის - არ არის -
პოზიტიური ემოციურობა (vs. ანჰედონია) არ არის - - არ არის არ არის + არ არის - არ არის არ არის არ არის არ არის
ღიაობა (vs. ჩაკეტილობა)
ფანტაზია (vs. რეალისტურობა) არ არის არ არის + არ არის არ არის + არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის
Aesthetics (vs. დაუინტერესებელი) არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის
მგრძნობიარე (vs. ალექსთემიური) არ არის - არ არის არ არის + + - არ არის არ არის - არ არის არ არის
არაპროგნოზირებადი (vs. პროგნოზირებადი) - - არ არის + + + + - არ არის - - არ არის
აზრიანი (vs. ვიწროდ მოაზროვნე) - არ არის + არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის - - -
ღირებულებები (vs. დოგმატური) - არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის - არ არის არ არის
დათანხმებადობა (vs. ანტაგონიზმი)
ნდობა (vs. უნდობლობა) - არ არის არ არის - არ არის + - არ არის + არ არის არ არის -
პირდაპირობა (vs. ცბიერება) - არ არის არ არის - არ არის არ არის - არ არის არ არის არ არის - არ არის
ალტრუიზმი (vs. ექსპლუატატორულობა) - არ არის არ არის - არ არის არ არის - არ არის + არ არის არ არის არ არის
პლასტიურობა (vs. აგრესიულობა) - არ არის არ არის - არ არის არ არის - არ არის + არ არის - არ არის
თავმდაბლობა (vs. ქედმაღლობა) არ არის არ არის არ არის - არ არის არ არის - + + არ არის არ არის +
გულმავიწყობა (vs. სკურპულოზურობა) - არ არის არ არის - არ არის არ არის - არ არის + არ არის არ არის არ არის
კეთილსინდისიერება (vs. დისინჰიბიცია)
კომპეტენცია (vs. laxness) არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის + - არ არის
მოწესრიგებულობა (vs. უწესრიგო) არ არის არ არის - არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის + -
დამჯერობა (vs. უპასუხისმგელობა) არ არის არ არის არ არის - არ არის არ არის არ არის არ არის არ არის + - +
მიღწევაზე ორიენტირებული (vs. უღონო) არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის არ არის + არ არის არ არის
თვითდისციპლინერბული (vs. დაუდევარი) არ არის არ არის არ არის - არ არის - არ არის არ არის არ არის + - არ არის
წინდახედულობა (vs. წინდაუხედაობა) არ არის არ არის არ არის - - - არ არის არ არის არ არის + არ არის +

გამოყენებული აბრივიაციები: პპა – პარანოიდული პიროვნების აშლილობა, შპა – შიზოიდური პიროვნების აშლილობის, შტპა – შიზოტიპური პიროენვის აშლილობის, ასპა – ანტისოციალური პიროვნების აშლილობის, მპა – მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის, თპა – თეატრალური პიროვნების აშლილობის, ნპა – ნარცისული პიროვნების აშლილობის, აპა – აცილებადი პიროვნების აშლილობის, დპა – დამოკიდებული პიროვნების აშლილობის, ოკპა – ობსესიურ-კომპულსური პიროვნების აშლილობის, პაპა – პასიურ აგრესიული პიროვნების აშლილობა, დპპა – დეპრესიული პიროვნების აშლილობა, (+) - ზედა ზღურბლი, (-) - ქვედა ზღურბლი, 0 – მოცემული არ არის.

მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 13 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა (DSM-IV კრიტერიუმით) 2009 წელს გამოავლინა პიროვნებათა აშლილობის დაახლოებით 6% პოპულაცია. [15]აშშ-ში 2001 - 03 წლებს ჩატარებული კვლევების თანახმად პიროვნული აშლილობის პოპულაცია 9% შეადგენს. [16]


ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ უმეტესობა ადამიანის ავლენს პიროვნების სირთულეს (აკმაყოფილებს ერთ ან მეტ პიროვნების აშლილობის ზღურბლურ კრიტერიუმს), მაგრამ მწვავე პიროვნების აშლილობის (აკმაყოფილებს მწვავე შინაგანი და საზოგადოებრივი დესტრუქციის კრიტერიუმს) შემთხვევების რაოდენობა პოპულაციის დაახ. 1,3%. [17]

სქესობრივი ასპექტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს სქესობრივი განსხვავება პიროვნების აშლილობის დიაგნოსტიკის სხიშირის თვალსაზრისით. იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

სქესობრივი სიხშირე[14]
პიროვნების აშლილობა უფრო ხშირად (სქესი)
პარანოიდული კაცი
შიზოიდური კაცი
შიზოტიპური კაცი
ანტისოციალური კაცი
მოსაზღვრე ქალი
თეატრალური ქალი
ნარცისული კაცი
აცილებადი თანაბრად
დამოკიდებული ქალი
ობსესიურ-კომპულსური კაცი
DSM-III-R პიროვნების აშლილობების თანაარსებობის ცხრილი ექვსი კვლევითი საიტის მიხედვით[14]
პიროვნების ტიპი პპა შპა შტპა ასპა მპა თპა ნპა აპა დპა ოკპა პაპა
პარანოიდული -- 8 19 15 41 28 26 44 23 21 30
შიზოიდური 38 -- 39 8 22 8 22 55 11 20 9
შიზოტიპური 43 32 -- 19 4 17 26 68 34 19 18
ანტისოციალური 30 8 15 -- 59 39 40 25 19 9 29
მოსაზღვრე 31 6 16 23 -- 30 19 39 36 12 21
თეატრალური 29 2 7 17 41 -- 40 21 28 13 25
ნარცისული 41 12 18 25 38 60 -- 32 24 21 38
აცილებადი 33 15 22 11 39 16 15 -- 43 16 19
დამოკიდებული 26 3 16 16 48 24 14 57 -- 15 22
ობსესიურ-კომპულსური 31 10 11 4 25 21 19 37 27 -- 23
პასიურ-აგრესიული 39 6 12 25 44 36 39 41 34 23 --

გამოყენებული აბრივიაციები: პპა – პარანოიდული პიროვნების აშლილობა, შპა – შიზოიდური პიროვნების აშლილობის, შტპა – შიზოტიპური პიროენვის აშლილობის, ასპა – ანტისოციალური პიროვნების აშლილობის, მპა – მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის, თპა – თეატრალური პიროვნების აშლილობის, ნპა – ნარცისული პიროვნების აშლილობის, აპა – აცილებადი პიროვნების აშლილობის, დპა – დამოკიდებული პიროვნების აშლილობის, ოკპა – ობსესიურ-კომპულსური პიროვნების აშლილობის, პაპა – პასიურ აგრესიული პიროვნების აშლილობა, დპპა – დეპრესიული პიროვნების აშლილობა, (-) – თანმხვედრი გრაფები.

სხვადასხვა მკურნალობის მიმდინარეობა გამოიყენება პიროვნების აშლილობების სამკურნალოდ: [18]

  • ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
  • ოჯახური ფსიქოთერაპია
  • ჯგუფური ფსიქოთერაპია
  • ფსიქოლოგიური-განათლება
  • თვითდახმარების ჯგუფები
  • მედიკამენტოზური საშუალებები
  • მილეუს თერაპია
  • ...
  1. American Psychiatric Association (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, Fifth, Arlington, VA: American Psychiatric Publishing, გვ. 646–649. ISBN 978-0-89042-555-8. 
  2. Berrios, G E (1993). „European views on personality disorders: a conceptual history“. Comprehensive Psychiatry. 34 (1): 14–30. doi:10.1016/0010-440X(93)90031-X. PMID 8425387.
  3. Millon, Theodore (1996). Disorders of Personality: DSM-IV and Beyond. New York: John Wiley & Sons, Inc., გვ. 226. ISBN 0-471-01186-X. 
  4. A Guide to DSM-5: Personality Disorders Medscape Psychiatry, Bret S. Stetka, MD, Christoph U. Correll, May 21, 2013
  5. Saß, H. (2001). "Personality Disorders," pp. 11301-11308 in Smelser, N. J. & Baltes, P. B. (eds.) International encyclopedia of the social & behavioral sciences, Amsterdam: Elsevier doi:10.1016/B0-08-043076-7/03763-3 ISBN 978-0-08-043076-8
  6. Widiger TA (October 2003). „Personality disorder diagnosis“. World Psychiatry. 2 (3): 131–5. PMC 1525106. PMID 16946918.
  7. WHO (2010) ICD-10: Specific Personality Disorders
  8. "International Statistical Classification of Diseases and Related Health Problems 10th Revision (ICD-10) Version for 2010 (Online Version)" დაარქივებული 2018-12-10 საიტზე Wayback Machine. . Apps.who.int. Retrieved on 2013-04-16.
  9. Langmaack, C. (2000). „'Haltlose' type personality disorder (ICD-10 F60.8)“. The Psychiatrist. 24 (6): 235–236. doi:10.1192/pb.24.6.235-b.
  10. Nolen-Hoeksema, Susan (2014) Abnormal Psychology, 6th, 2 Penn Plaza, New York, NY 10121: McGrawHill, გვ. 254–256. ISBN 0077499735. 
  11. 11.0 11.1 Murray, Robin M. et al (2008). Psychiatry. Fourth Edition. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-60408-6.
  12. Tyrer, P. (2000) Personality Disorders: Diagnosis, Management and Course. Second Edition. London: Arnold Publishers Ltd., pp. 126–32. ISBN 9780723607366.
  13. David Semple, Roger Smyth, Oxford Handbook of Psychiatry, 2009. ISBN 978-0199-69388-7.
  14. 14.0 14.1 14.2 Tasman, Allan et al (2008). Psychiatry. Third Edition. John Wiley & Sons, Ltd. ISBN 978-0470-06571-6.
  15. Huang, Y.; Kotov, R.; de Girolamo, G.; Preti, A.; Angermeyer, M.; Benjet, C.; Demyttenaere, K.; de Graaf, R.; Gureje, O.; Karam, A. N.; Lee, S.; Lepine, J. P.; Matschinger, H.; Posada-Villa, J.; Suliman, S.; Vilagut, G.; Kessler, R. C. (30 June 2009). „DSM-IV personality disorders in the WHO World Mental Health Surveys“. The British Journal of Psychiatry. 195 (1): 46–53. doi:10.1192/bjp.bp.108.058552. PMC 2705873. PMID 19567896.
  16. Lenzenweger, Mark F.; Lane, Michael C.; Loranger, Armand W.; Kessler, Ronald C. (2006). „DSM-IV Personality Disorders in the National Comorbidity Survey Replication“. Biological Psychiatry. 62 (6): 553–564. doi:10.1016/j.biopsych.2006.09.019. PMC 2044500. PMID 17217923.
  17. Yang, M.; Coid, J.; Tyrer, P. (31 August 2010). „Personality pathology recorded by severity: national survey“. The British Journal of Psychiatry. 197 (3): 193–199. doi:10.1192/bjp.bp.110.078956. PMID 20807963.
  18. Magnavita, Jeffrey J. (2004) Handbook of personality disorders: theory and practice, John Wiley and Sons, ISBN 978-0-471-48234-5.