ჰუმანიტარული დახმარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუნისეფის წარმომადგენელი ანაწილებს მაღალკალორიულ საკვებს საგანგებო სიტუაციის დრო, გომა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 2008

ჰუმანიტარული დახმარება (ინგლ. Humanitarian aid) — გულისხმიერების საფუძველზე გაწეული დახმარება, ქველმოქმედება. ჩვეულებრივ, ასეთი დახმარება ბუნებრივი კატაკლიზმებით (მიწისძვრა, გრიგალი, გვალვა და ა.შ.) ან ომით გამოწვეული მძიმე შედეგების აღმოფხვრის მიზნით ხდება. ჰუმანიტარული დახმარების გაწევა არ არის სავალდებულო და კეთილი ნებაა. დაზარალებულ სახელმწიფოს ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს ერთმა ან რამდენიმე სახელმწიფომ. ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლია ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას.[1]

ჩვეულებრივ, ჰუმანიტარული დახმარება მოკლევადიანი მატერიალური და ლოჯისტიკური მხარდაჭერაა. ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საჭიროების მქონე ადამიანებს შორის არიან: უსახლკაროები, დევნილები, ბუნებრივი კატასტროფებით, ომებითა და შიმშილობით დაზარალებული ადამიანები. ჰუმანიტარული დახმარების მთავარი მიზანი სიცოცხლის გადარჩენა, ტანჯვის შემცირება და ადამიანის ღირსების შენარჩუნებაა.

ხშირად ჰუმანიტარული დახმარება და ჰუმანიტარული მხარდაჭერა სინონიმებად გამოიყენება, მაგრამ სხვადასხვა კონცეფციაა. ჰუმანიტარული დახმარება აღნიშნავს სწრაფ, მოკლევადიან დახმარებას კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა, საკვებით, წყლით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. ჰუმანიტარული მხარდაჭერა საქმიანობების უფრო ფართო წრეს მოიცავს, მათ შორის, კრიზისიდან გამოსვლისა და რეაბილიტაციის პროცესებს. ჰუმანიტარული დახმარება განსხვავდება განმავითარებელი დახმარებისგან, რომელიც ძირეულ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს მიემართება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუმანიტარული დახმარების კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზურაბიშვილი, დ. გობრონიძე, გ. (2011). სამოქალაქო განათლების ლექსიკონი. თბილისი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი. გვ. 290.