ჰოჯკინის ლიმფომა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჰოჯკინის ლიმფომა (Hodgkin's lymphoma), ცნობილია როგორც ჰოჯკინის დაავადება (Hodgkin's disease), ლიმფომების ტიპი, წარმოადგენს სიმსივნეს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედებიდან-ლიმფოციტებიდან წარმოიშობა. ეს დაავადება პირველად აღწერა ტომას ჰოჯკინმა. დამახასიეთებელია პათოლოგიის გავრცელება ერთი ლიმფური კვანძიდან მეორისაკენ. ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზის დროს ჰოჯკინის უჯრედებთან ერთად გვხვდება შტერნბერგის წითელი უჯრედები. მკურნალობენ სხივური და ქიმიოთერაპიით. მკურნალობის არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ასაკზე, სქესზე, ავადმყოფობის ჰისტოპათოლოგიურ სუბტიპზე.
დაავადებას ახასიეტებს ორი პიკი: პირველი 15-35 წლის ასაკში და მეორე 55 წლის მერე.
ადრეულ ასაკში გამოვლინების შემთხვევაში პაციენტების 90%-ში განკურნებადია, რის გამოც მიიჩნევა ყველაზე უფრო განკურნებად სიმსივნის ფორმად. სხვა სიმსივნეებთან შედარებით გვიან ასაკში გამოვლინების დროსაც შემთხვევათა 90% გაკურნებადია. გარდა იმისა, რომ პაციენტების უმრავლესობა წარმატებით იკურნება, რემისია სიცოცხლის დანარჩენ ხანგრძლივ პერიოდში პრაქტიკულად გამორიცხულია.
ეპშტაინ-ბარის (Epstein-Barr) ვირუსით გამოწვეული მონონუკლეოზი შესაძლოა ზრდიდეს ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკს.