ჰოლანდს-დიპი
იერსახე
| ჰოლანდს-დიპი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 19 კმ |
ჰოლანდს-დიპი (ნიდერლ. Hollands[ch] Diep) — მდინარე ნიდერლანდებში. სიგრძე 19 კმ. რაინისა და მაასის დელტაში არსებული ესტუარი. შელდა-რაინის არხის მეშვეობით უერთდება ანტვერპენის პორტს. წარმოიქმნება მდინარეების ბერგსე-მაასისა და ნიეივე-მერვედეს შერწყმის შედეგად. მურდეიკის სიახლოვეს შეერთვის მდინარე დორდტსხე-კილი. სოფელ ნუმანსდორპის რაიონში იყოფა 2 ესტუარად: ჰარინგვლიტად (მარჯვენა) და ვოლკერაკად (მარცხენა).