შინაარსზე გადასვლა

ჰოვანეს დავთიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოვანეს დავთიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1983(1983-11-25) (40 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი
წონა 60
ქვეყანა სომხეთი

ჰოვანეს დავთიანი (სომხ. Հովհաննես Դավթյան; დ. 25 ნოემბერი, 1983, ლენინაკანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ძიუდოისტი. იგი ბრძოლობს 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში;ამ დივიზიონის სხვა სპორტსმენებთან შედარებით იგი ძალიანი მაღალია.

ჰოვანეს დავთიანი დაიბადა 1983 წლის 25 ნოემბერს ლენინაკანში, სომხეთის სსრ-ში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი). ძიუდოში ვარჯიში 12 წლის ასაკში, ახლანდელი მწვერთნელის, კარენ სიმონიანის ზედამხედველობის ქვეშ დაიწყო.[1]

ჰოვანეს დავთიანის დებიუტი საერთაშორისო ღონისძიებებზე შედგა 2005 წლის იანვარში თბილისში ჩატარებულ მსოფლიო თასზე, სადაც მან მეხუთე ადგილი დაიკავა და შეჯიბრი მედლის გარეშე დატოვა. ამავე წლის მარტში იასპარეზა ტალინში გამართულ მსოფლიო თასზე, სადაც მან კარიერაში პირველად მოიგო მედალი (კერძოდ ვერცხლის მედალი) საერთაშორისო ტურნირში. აოქტომბერსა და ნოემბერში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, დავთიანმა მეორე ადგილი მოიპოვა შვედეთის საერთაშორისო ტურნირზე და მოიგო ფინეთში ანტილოგიური ტურნირი. კიევში გამართულ 2005 წლის წვროპის ახალგაზრდულ თასზე დავთიანმა მე-5 ადგილი დაიკავა.

2006 წელი სომეხი სპორტსმენისთვის წარმატებული არ გამოდგა. მარტში, პრაღაში გამართულ მსოფლიო თასზე მან მეხუთე ადგილი დაიკავა.

2007 წელი დავთიანისთვის საკმაოდ წარმატევბული გამოდგა. იანვარში, თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე სომეხმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგი თვის დასაწყისში პარიზში გამართულ სუპერ მსოფლიოს თასზე მან მე-5 ადგილი დაიკავა. რამდენიმე კვირის შემდეგ, თებერვალის დასასრულს, იგივე ტურნირის შემდეგ ეტაპზე დავთიანმა მოიგო ტურნირი; ეს იყო მისთვის საერთაშორისო დონეზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალი. 2007 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის თასზე მან მეორე ადგილი დაიკავა. ერთი თვის შემდეგ მოსკოვში გამართული მსოფლიო თასის შმდეგ ეტაპზე დავთიანმა ოქროს მედალი მოიგო. ამავე წლის ბოლოს, დავთიანმა მეორე ადგილი დაიკავა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე და თეირანში გამართულ საერთაშორისო თასზე.

2008 წლის დასაწყისში ჰოვანეს დავთიანი ასპარეზობდა თბილისში ჩატარებულ მსოფლიო თასზე, სადაც მან მე-5 ადგილი დაიკავა. თებერვალის დასაწყისში პარიზში გამართული სუპერ მსოფლიოს თასი მან მე-7 ადგილით დაასრულა. გვიან თებერვალში, ჰამბურგში ჩატარებულ სუპერ მსოფლიოს თასზე მან მესამე ადგილი მოიპოვა. ლისაბონში, ევროპის ჩემპიონატში დავითიანმა ფინალი მე-7 ადგილით დასრულა. ამავე წელს, სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრის სტატუსით, იგი გაემგზავრა ბიიჯინგში რათა მონაწილეობა მიეღო 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში. პირველ დაუნდში იუსმანი პიკერის დამარცხების შემდეგ იგი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელ კიმ კიუნგ-ჯინის წინააღმდეგ დამარცხდა.

28 თებერვალს ვარშავაში ჩატარებულ მსოფლიო თასზე დავთიანმა მეორე ადგილი დაიკავა. მაისში მოიგო მოსკოვში ჩატარებული გრანდ სლემის ტურნირი. აგვისტოში, როტერდამში გამართულ 2009 წლის ძიუდოს მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ, ნოემბერში, მოიგო სომხეთის ჩემპიონატი. წლის მიწურულს, დავთიანი ასპარეზობდა ტოკიოში გამართულ გრანდ სლემზე, რომელიც მე-7 ადგილით დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]