შინაარსზე გადასვლა

ჰვასონის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰვასონის ციხესიმაგრე
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა, Historic sites of South Korea და Historic Civil Engineering Landmark
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1997  (21-ე სესია)
ნომერი 817
Map
https://www.swcf.or.kr/english/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 817
ინგლ.რუს.ფრ.

ჰვასონი — ციხესიმაგრე სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონის ცენტრში, რომელიც 1794 წელს ჩოსონის დინასტიის მეფე ჩონჯომ ააშენა. მდებარეობს სეულიდან 30 კილომეტრით სამხრეთით. მეფემ ციხესიმაგრე მიუძღვნა მამამისს — პრინც სადოს, რომელიც მამამისმა (ჩონჯოს პაპამ), მეფე იონჯომ ბრინჯის შესანახ ყუთში ჩაკეტა და აიძულა თავი მოეკლა. 1997 წელს, იუნესკომ იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ციხესიმაგრე დასავლური და აღმოსავლური არქიტექტურის კომბინაციითაა ნაგები, რითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა კორეული ნაგებობებისგან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]