შინაარსზე გადასვლა

ჩონმიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩონმიო
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1] და Historic sites of South Korea
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
რეგიონი აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 738
Map
https://jm.cha.go.kr
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 738
ინგლ.რუს.ფრ.

ჩონმიოკონფუციანური სალოცავი სამხრეთ კორეაში, რომელიც ეძღვნება კორეის ჩოსონის დინასტიის მმართველთა ხსოვნას. 1995 წელს, იუნესკომ იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. იუნესკოს თანახმად, ჩონმიო უძველესი სამეფო კონფუციანური სალოცავია, რომელშიც საცერემონიო რიტუალები XIV საუკუნიდან დღემდე გრძელდება.

მონუმენტი 1394 წელს მეფე ტაეჩოს ბრძანებით აშენდა და აზიის ერთ-ერთ უგრძეს ნაგებობას წარმოადგენდა. მთავარ დარბაზს შვიდი ოთახი გააჩნია. თითოეული ოთახი მხოლოდ მეფე-დედოფლისთვის იყო განკუთვნილი. შემდგომში, ნაგებობა კიდევ უფრო გააფართოვა მეფე სეოჩონგმა.

აქ ინახება კორეის მეფეების 19 და დედოფლების 30 მემორიალური დაფა, რომლებიც 19 ოთახშია განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://whc.unesco.org/en/list/738