ჰე ზეჰუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰე ზეჰუი
დაბ. თარიღი 5 მარტი, 1914(1914-03-05)
დაბ. ადგილი სუჭოუ, ჩინეთის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 20 ივნისი, 2011(2011-06-20) (97 წლის)
გარდ. ადგილი Peking Union Medical College Hospital
მოქალაქეობა ჩინეთი
 ჩინეთი
საქმიანობა ფიზიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი Siemens, კაიზერ ვილჰელმის საზოგადოება და კიურის ინსტიტუტი
ალმა-მატერი Tsinghua University და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე ციან სანჩიანგი
მამა He Cheng
დედა Q61306555?
ჯილდოები Academician of the Chinese Academy of Sciences

ჰე ზეჰუი ( ჩინ. გამარტ. 何泽慧, ფინინი: Hé Zéhuì ; დ. 5 მარტი, 1914, სუჭოუ, ჩინეთის რესპუბლიკა – გ. 20 ივნისი, 2011, დუნჩენი, პეკინი, ჩინეთი) — ჩინელი ბირთვული ფიზიკოსი. მუშაობდა ბირთვული ფიზიკის განვითარებასა და გამოყენებაზე ევროპასა და ჩინეთში.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლის ცინგხუას უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილების გამოშვება. ჰე ზეჰუი წინა რიგშია, მარჯვნიდან მეორე; მისი მომავალი მეუღლე ციან სანჩიანგი დგას მეორე რიგში მარცხნივ.

ჰე ზეჰუი დაიბადა სუჭოუში 1914 წელს. სწავლობდა N 10 საშუალო სკოლაში, სადაც ინტერესს ავლენდა სხვადასხვა აკადემიური დისციპლინების მიმართ. იყო ფრენბურთის გუნდის წევრი. [1] 1936 წელს დაამთავრა პეკინის ცინხუას უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა განაგრძო ბერლინის უნივერსიტეტში [2] ექსპერიმენტული ბალისტიკის განხრით. თავის ჯგუფში საუკეთესო სტუდენტი იყო.

სამეცნიერო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰე ზეჰუი გაგზავნეს გერმანიაში, რადგან გერმანელები დაინტერესებულები იყვნენ მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალების შემუშავებით.[1]1940 წელს გახდა დოქტორის ხარისხის მფლობელი ინჟინერიაში. საკუთარ ნაშრომში განიხილა ტყვიების სიჩქარის გაზომვის ახალი გზები. იგი ასევე სწავლობდა ბირთვულ ფიზიკას რამდენიმე წლის განმავლობაში Siemens-ში, სანამ შეუერთდებოდა კაიზერ ვილჰელმის საზოგადოებას (ახლანდელი მაქს პლანკის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტი) ჰაიდელბერგში 1943 წელს.[2]ფრიდრიხ პაშენმა, რომელიც გერმანიაში ჰე ზეჰუის მშვილებელი მამა გახდა, იგი წარუდგინა ვალტერ ბოტეს, რომელმაც იმ დროს ააშენა პირველი გერმანული ციკლოტრონი. ჰე ზეჰუიმ ბოტეს ხელმძღვანელობით შეისწავლა რადიოაქტიური ნაწილაკები და კოსმოსური გამოსხივება და ასევე მუშაობდა ჰაინც მაიერ ლეიბნიცის ვილსონის კამერის ტექნოლოგიაზე.[3]

Qian Sanqiang ხელში თავის ქალიშვილს და He Zehui-ს ჩინეთში დაბრუნებისას 1948 წელს

1945 წელს ბრისტოლში ინგლისურ-ფრანგულ კონფერენციაზე წარმოდგენილი მისი ნაშრომი, სტატიის სახით გამოქვეყნდა წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Nature. სტატია ეხებოდა ერთობლივი კვლევის შედეგებს ბოტესთან და მაიერ-ლაიბნიცთან პოზიტრონ-ელექტრონული გაფანტვის პირველი მიახლოების შესახებ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის 1946 წელს გადავიდა პარიზში, სადაც დაქორწინდა ციან სანჩიანგზე და შემდგომ ისინი ერთად მუშაობდნენ კიურის სახელობის ინსტიტუტში, სადაც შეისწავლა და დაადასტურა ბირთვული დაშლის ფენომენი. ოჯახი დაბრუნდა ჩინეთში 1948 წელს. [4]

ჩინეთში დაიწყო მუშაობა კვლევით ეროვნულ აკადემიაში. იგი იყო ერთადერთი მეცნიერ-თანამშრომელი ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს არ დაეტოვებინათ ქვეყანა, მიუხედავად მათი საგარეო კავშირებისა, უფრო მეტიც, მის ქმარს მიეცა უფლება საზღვარგარეთ ეყიდა ძვირადღირებული აღჭურვილობა. და 1955 წელს ციან სანჩიანგი დაიქირავა ჩინეთის მთავრობამ ბირთვული ბომბის შესაქმნელად. მომდევნო წელს ჰე ზეჰუიმ მიიღო ჯილდო მესამე ადგილისთვის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისგან ბირთვული ფოტოგრაფიული ემულსიის შესაქმნელად გაწეული სამუშაოსთვის.

შემდგომში ჰე ზეჰუი ხელმძღვანელობდა ნეიტრონული ფიზიკის კვლევის ბიუროს, ეს იყო ატომური ენერგიის ინსტიტუტის ერთგვარი ჩინური ანალოგი. იგი მუშაობდა უამრავ სამეცნიერო საკითხზე, მათ შორის ბირთვულ იარაღზე და მათ გამოცდაზე. ჩინეთმა ააგო თავისი პირველი ბირთვული რეაქტორი და ციკლოტრონი 1950-იან წლებში და შეიმუშავა ბირთვული და წყალბადის ბომბები, რომლებიც წარმატებით გამოსცადეს 1960-იან წლებში.

1966 წელს დაიწყო ჩინეთის კულტურული რევოლუცია. ჰე ზეჰუი 1973 წლამდე საჯარო გამოსვლებით არ გამოირჩეოდა. შემდგომში მან შეიცვალა მეცნიერული შეხედულებები კოსმოსური გამოსხივებისა და მაღალი ენერგიის ასტროფიზიკის შესახებ. ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს მან თავისი წვლილი შეიტანა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.[5]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა მაღალი ენერგიის ფიზიკის სფეროში. 1980 წელს აირჩიეს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იგი ჩინეთში საკულტო ფიგურა იყო. ჰე ზეჰუის სახელი ეწოდა მის ყოფილ სკოლაში სამეცნიერო ლაბორატორიებს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰე ზეჰუის და ციან სანჩიანგს სამი შვილი შეეძინათ, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. მეუღლე გარდაიცვალა 1992 წელს. ჰე ზეჰუი გარდაიცვალა პეკინში 2011 წელს, 97 წლის ასაკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 何泽慧:率真而温暖的苏州女儿. Chinanews.com (2011-06-22). ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  2. 2.0 2.1 Award for He Zehui. hlhl.org. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  3. 郭少峰 (7 September 2010). 清华大学首位女教授王明贞去世. 新京报 [The Beijing News] (ჩინ. (China)). Retrieved 6 August 2018.
  4. Kristof, Nicholas D. (3 July 1992). "Qian Sanqiang, Chinese Physicist On Atom Bomb Team, Dies at 79". New York Times. Retrieved 10 February 2015.
  5. Award for He Zehui, hlhl.org, retrieved 10 February 2015