ჰერმან ბროხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰერმან ბროხი
Hermann Broch portrait photograph, 1909.jpg
დაბ. თარიღი 1 ნოემბერი 1886(1886-11-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ვენა[10]
გარდ. თარიღი 30 მაისი 1951(1951-05-30)[10] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] (64 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი[10]
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი
ენა გერმანული ენა[2] და ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of Austria.svg ავსტრია
აშშ[11]
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
Magnum opus ვირგილიუსის სიკვდილი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია

ჰერმან ბროხი (გერმ. Hermann Broch; დ. 1 ნოემბერი, 1886 — გ. 30 მაისი, 1951) — XX საუკუნის ავსტრიელი მწერალი, ავსტრიული ლიტერატურის კლასიკოსი. მიიჩნევა ერთ-ერთ უმთავრეს მოდერნისტად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბროხი ვენაში, მდიდარ ებრაულ ოჯახში დაიბადა და მცირე ხნით ოჯახის ქარხანაში მუშაობდა, თუმცა პირადად ლიტერატურით იყო დაინტერესებული. რადგანაც ჰერმანი უფროსი ვაჟი იყო, ფიქრობდნენ, რომ ის მამის ტექსტილი ქარხანას ჩაიბარებდა ტესდორფში, ამიტომ ტექსტილის წარმოებისა და დაწვნის ტექნიკურ კოლეჯში მოეწყო.

1909 წელს ბროხი რომაულ კათოლიციზმზე მოექცა და ფრანცისკა ფონ როტჰერმანზე, რაინდი მწარმოებლის ქალიშვილზე დაქორწინდა.[12] შემდეგ წელს მათი ვაჟი, ჰერმან ფრიდრიხ მარია დაიბადა. 1923 წელს წყვილი განქორწინდა. 1927 წელს ბროხმა ტექსტილის ქარხანა გაყიდა და ვენის უნივერსიტეტში მათემატიკის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. დატვირთული ლიტერატურული კარიერა 40 წლის ასაკში დაიწყო ბროხის პირველი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაშრომია ტრილოგია მთვარეულები, რომელიც დენიელ ბროდიმ დაბეჭდა 1931-1932 წლებში მიუნხენში.[13]

1938 წელს, „ანშლუსის“ შემდეგ, ბროხი გესტაპომ დააპატიმრა. ცნობილი მწერლების, მათ შორის ჯეიმზ ჯოისის, ძალისხმევით იგი გაათავისუფლეს. ბროხმა ავსტრია დატოვა და სიცოცხლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ემიგრაციაში დაიწერა მისი მეორე შედევრი — „ვერგილიუსის სიკვდილი“. ჰერმან ბროხი 1951 წელს ნიუ-ჰეივენში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lützeler, Paul Michael (1985). Hermann Broch: Eine Biographie. Frankfurt am Main: Suhrkamp Verlag. ISBN 3-518-03572-X. 
  • Lützeler, Paul Michael (2011). Hermann Broch und die Moderne: Roman, Menschenrecht, Biographie. München: Wilhelm Fink. ISBN 978-3-7705-5101-9. 
  • Graham Bartram, Sarah McGaughey, and Galin Tihanov, ed. A Companion to the Works of Hermann Broch. Camden House: Rochester, NY, 2019. ISBN 9781571135414
  • Michael Kessler and Paul Michael Lützeler, ed. Hermann-Broch-Handbuch. DeGruyter: Berlin and Boston, 2015. ISBN 978-3-11-029556-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118515551 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  8. 8.0 8.1 Munzinger-Archiv — 1913.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 10.2 Брох Герман // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. LIBRIS — 2018.
  12. Lützeler 1985, გვ. 51.
  13. Hermann Broch – Daniel Brody Briefwechsel 1930–1951