აბსოლუტური მონარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბსოლუტიზმი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუი XIV ფრანგული აბსოლუტიზმის განსახიერებად მიიჩნევა

აბსოლუტური მონარქია, აბსოლუტიზმი (ლათ. absolutus — „თავისთავადი“, „უთუო“) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი მატარებელია სახელმწიფოს მეთაური — მონარქი. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ფრანგი მონარქის ლუი XIV-ის (1643-1715) მმართველობა.

ლუი XIV-ის ცნობილი დევიზი — „სახელმწიფო მე ვარ!“, საფუძვლად დაედო მთელს მის 54-წლიან დამოუკიდებელ მართველობას. სახელმწიფო და საზოგადეოებრივი სისტემის ცენტრად მონარქის ძალაუფლების ქცევის სიმბოლიზაცია იყო ლუი XIV-ის „მეფე-მზედ“ გამოცხადება.

ცენტრალიზებული და აბსოლუტური მონარქიული მართველობის ფრანგული მოდელი მისაბაძ ნიმუშად იქცა ევროპის სახელმწიფოებისათვის. აბსოლუტიზმის სახელით ცნობილია XVII და XVIII საუკუნეებში ევროპაში შეუზღუდავ მონარქიულ სახელმწიფოებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი. აბსოლუტიზმი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ევროპის ისტორიის ამ შუალედს.

დღეს არსებული ქვეყნები აბსოლუტური მონარქიით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა მონარქი
ბრუნეის დროშა ბრუნეი ხასანალ ბოლკიახი
ომანის დროშა ომანი ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი
კატარის დროშა კატარი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი
ვატიკანის დროშა ვატიკანი ფრანცისკე
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი
ესვატინის დროშა ესვატინი მსვატი III

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37-39.
  • მსოფლიოს ხალხთა რელიგიები და სარწმუნოებრივი წარმოდგენები., გვ357, თბ., 2005
  • ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]