ჰელსინკის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰელსინკის ბრძოლა
ფინეთის სამოქალაქო ომიაღმოსავლეთ ფრონტი, პირველი მსოფლიო ომი ნაწილი
თარიღი 12-13 აპრილი, 1918 წელი
შედეგი გერმანიის იმპერია-ის დაშიუცკორი-ის გამარჯვება
მხარეები
გერმანიის იმპერია
შიუცკორი
ფინეთის სოციალისტური რესპუბლიკა
მეთაურები
გუსტავ რუდიგერ ფონ დერ გოლცი

ჰუგო მეურერი

კარლ ვოს-შრეიდერი

ფრედერიკ იოჰანსონი

ედვარდ ნიკვისტი

სამხედრო ნაწილები
ბალტიკის ზღვის დივიზია

იმპერიული გერმანიის საზღვაო ფლოტი

ჰელსინკის თეთრი გვარდია

ჰელსინკის წითელი გვარდია
ძალები
გერმანელები-6 000

თეთრი გვარდია-2 000

1 500-2 000 გაერთიანებულ ძალებში
დანაკარგები
გერმანელი-54

თეთრი გვარდია-23

დაახ. 400 მოკლული ან დასჯილი

4 000-6 000 შეპყრობილი

ჰელსინკის ბრძოლა-ეს იყო 1918 წლის ფინეთის სამოქალაქო ომის ბრძოლა, რომელიც მოხდა 12–13 აპრილს გერმანიის ჯარებსა და ფინელ თეთრებს შორის ფინელი ,,წითლების'' წინააღმდეგ ჰელსინკიში, ფინეთში. ტამპერესა და ვიბორგის ბრძოლებთან ერთად, ეს იყო ფინეთის სამოქალაქო ომის სამი ძირითადი ურბანული ბრძოლადან ერთ-ერთი. გერმანელები შეიჭრნენ ჰელსინკიში, ფინეთის თეთრი არმიის ლიდერის კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სურდა დედაქალაქზე თავდასხმა საკუთარი ჯარით მას შემდეგ, რაც 6 აპრილს ტამპერე დაეცა. გერმანელებს საკუთარი ინტერესი ჰქონდათ. მათ სურდათ რაც შეიძლება სწრაფად აეღოთ ჰელსინკი და შემდეგ უფრო აღმოსავლეთით გამართულიყვნენ რუსეთის საზღვრისკენ. ქალაქი ომის დაწყებიდან 11 კვირის განმავლობაში იყო წითელი კონტროლის ქვეშ.

გერმანული ბალტიის ზღვის დივიზია 3 აპრილს მივიდა ფინეთში და რვა დღის შემდეგ შევიდა ჰელსინკის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრში დამცველ წითელებს არ ჰქონდათ თავდაცვითი ხაზები ან ბარიკადები, მაგრამ იბრძოდნენ ცალკეულ შენობებსა და ბლოკებში, რომლებიც შემდეგ გერმანელებს სათითაოდ უნდა აეღოთ. ბრძოლის დროს ჰელსინკიში ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ღია იყო მაღაზიები და რესტორნები, ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუშაობდა ქარხნები. ცნობისმოყვარე მაყურებლები ისე ახლოს მიდიოდნენ, რომ გერმანელები მათ ეუბნებოდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. შიუცკორის მხარდამჭერებმა გერმანელები განმათავისუფლებლებად მიიჩნიეს და მათ ყვავილები, ჩაი, ყავა და საჭმელი გადასცეს.

ბრძოლაში 500-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ რიცხვში შედის დაახლოებით 400 წითელი გვარდიის მებრძოლი, რომლებიც მოკლეს ან სიკვდილით დასაჯეს კაპიტულაციის შემდეგ, 54 გერმანელი და 23 თეთრი გვარდიის წევრი. სიკვდილით დასჯილი წითლების რაოდენობა გაურკვეველია, მაგრამ იგი შეფასებულია 20-დან 50-მდე.[1]ბრძოლის შემდეგ დააპატიმრეს 4000-დან 6000-მდე წითელი გვარდიის წევრი ან მხარდამჭერი.

ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის ზღვის 10000 კაციანმა დივიზიმ შეუტია ჰელსინკის 6000 კაცით, მათ შორის იყო ორი ქვეითი პოლკი, ერთი ჯეგერის ბატალიონი (Jäger Movement)[2], საარტილერიო ბატარეა და რამდენიმე მხარდამჭერი ჯარი. საიმპერატორო გერმანიის საზღვაო ფლოტმა 400 საზღვაო ქვეითი ჩამოსვა კატაჯანოკას რაიონში. ისინი შევიდნენ ქალაქის ცენტრში და შეუერთდნენ ბალტიის დივიზიას. გერმანელებს მხარს უჭერდა 2000 ჰელსინკის თეთრი გვარდიის წევრი, რომლებიც აქტიურობდნენ მიწისქვემოთ ქალაქის წითელი კონტროლის დროს. თეთრებს არ ჰქონდათ რაიმე მნიშვნელოვანი როლი იმიტომ, რომ ისინი ბრძოლას გვიან ეტაპზე შეუერთდნენ .

წითელი გვარდიის ქვედანაყოფები, რომლებიც იცავდნენ ჰელსინკის, ძირითადად გამოუცდელი რეზერვებით იყვნენ დაკომპლექტებული. იმ დროს ჰელსინკის წითელი გვარდიის ძირითადი საბრძოლო ძალები ტავასტიის ფრონტზე იბრძოდნენ. მათ ხელმძღვანელობდნენ ედვარდ ნიკვისტი, რომელიც მსახურობდა ქალაქის მილიციის უფროსად და ინდუსტრიის მუშა ფრედრიკ ედვარდ იოჰანსონისგან, რადგან 8 აპრილს წითელი გვარდიის გენერალურმა შტაბმა, ისევე როგორც წითელმა მთავრობამ, დატოვა ჰელსინკი და გაიქცა სხვა ქალაქში, კერძოდ ვიბორგის აღმოსავლეთ ფინეთში. ქალაქში ჯერ კიდევ იყო წითელი გვარდიის მხარდამჭერი რუსული ჯარები, მაგრამ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით (რომელიც გაფორმდა საბჭოთა რუსეთსა და ცენტრალურ ძალებს შორის) მათ არ მიიღეს მონაწილეობა ბრძოლაში.

ბრძოლა ჰელსინკის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის ზღვის დივიზია 3 აპრილს დაეშვა ჰანკოში, ჰელსინკიდან დასავლეთით 120 კილომეტრში და დაიწყო მსვლელობა აღმოსავლეთით.[3] პირველი ბრძოლა გერმანიის ჯარებსა და ფინელ წითლებს შორის სამი დღის შემდეგ, ქალაქ კარისში გაიმართა. გერმანელებმა დაკარგეს ცხრა მებრძოლა, მაგრამ აიღეს ეს მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი, შემდეგ დახურეს ჰელსინკი სანაპირო რკინიგზით და ჩაკეტეს ტურკუ-ჰელსინკის გზატკეცილი. ლოჰჯასა და კირკონუმში მცირე შეტაკებების შემდეგ, გერმანელები საბოლოოდ შევიდნენ კრეპოსტ სვეაბორგის წინა პლანზე, რუსეთის მიერ აშენებული სიმაგრეების სისტემა ჰელსინკის ირგვლივ, ესპოოს სოფელ ლეპევაარააში , ჰელსინკიდან დასავლეთით 10 კილომეტრში. ლეპავაარას ბრძოლა 11 აპრილს გაიმართა. გერმანელებმა შეუტიეს წითელ თავდაცვით პუნქტებს და მოახერხეს მათი ბრძოლიდან განდევნა. წითელი გვარდიის დანაკარგმა შეადგინა 13 კაცი, ხოლო გერმანელებს მხრიდან ორი კაცი დაიღუპა. წითლების უკან დახევისას გერმანელებს ჰქონდათ ღია გზა ჰელსინკის გარეუბნებისკენ.[4][5]

მეორე დილით გენერალმა რუდიგერ ფონ დერ გოლცმა 500 კაციან ჯგუფს ტიკკურილაზე შეტევა უბრძანა, (ჰელსინკიდან ჩრდილოეთით 16 კილომეტრში) რათა გაეჭრა ჰელსინკი-რიიჰიმაკის რკინიგზა და ჩაეკეტა ქალაქიდან გასასვლელი. გერმანელები იბრძოდნენ ადგილობრივი წითელი გვარდიის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც იცავდნენ საკუთარ სახლებს და ეზოებს ჯავშანტექნიკის გარკვეული მხარდაჭერით. ბალტიის ზღვის დივიზიამ საბოლოოდ აიღო ტიკკურილას სარკინიგზო სადგური საღამოს 5 საათზე და მალე შევიდა მალმის სარკინიგზო სადგურში, ტიკკურილადან სამხრეთით, 3 კილომეტრში. ცუდად აღჭურვილ წითლებს ჰყავდათ სულ მცირე 25 კაცი დაღუპული ტიკკურილაში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით 100-იც კი, მაგრამ გერმანელებმა მხოლოდ ორი დაკარგეს.[5]

ქალაქზე შეტევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლა გარეუბანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის ზღვის დივიზია 12 აპრილის დილას შევიდა პიკუ ჰუოპალათის და მეილაჰტის ჩრდილოეთ გარეუბანში. ჯარები გაემართნენ ქალაქის ცენტრში ტურკუს გზატკეცილის გავლით, რომელიც დღეს ცნობილია როგორც Mannerheimintie, ჰელსინკის მთავარი ქუჩა. პირველი შეტაკებები მოხდა დილის 6 საათზე ტილკას კლდოვან ბორცვებზე, რომელიც გერმანელებმა სამი საათის შემდეგ მიიღეს. შემდეგი თავდაცვითი ხაზი მხოლოდ ნახევარი კილომეტრით იყო წინ. როდესაც გერმანელებმა მეორე ხაზი გაარღვიეს დილის 10 საათზე, წითლები თავს დაესხნენ მათ მარცხენა ფლანგს პასილას რაიონიდან. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ გერმანელებმა უკან დააბრუნეს წითლები და აიღეს პასილას სარკინიგზო სადგური, რომელიც მდებარეობს ჰელსინკის რკინიგზის სადგურიდან ჩრდილოეთით სამ კილომეტრში. ახლა მათ საბოლოოდ შეძლეს ქალაქში შესვლა.[6]

ბრძოლა ქალაქში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშების სახლი ცეცხლის ალში

13:30 საათზე გერმანელებმა მიაღწიეს ტოოლოს რაიონს. როდესაც წითლებმა შეძლეს შემოჭრილი ჯარების შეჩერება, გერმანელმა პოლკოვნიკმა ჰანს ფონ ცქირშკიმ და ბოგენდორფმა ორი დანაყოფი შექმნეს. ერთმა ქვედანაყოფმა განაგრძო შეტევა მანერჰეიმინტიეს გასწვრივ, როდესაც მეორე ჰიეტალაჰტის რაიონი ქალაქის სამხრეთ ნაწილებისკენ დაიძრა. პარალელურად რკინიგზის გასწვრივ პასილადან ქალაქში მესამე რაზმი შემოდიოდა. სროლა დაიწყო ტურკუს გარნიზონიდან, რომელიც დღევანდელი ლასიპალაცის შენობასთან მდებარეობდა. ახლა გერმანელებს ტურკუს გარნიზონისთვის თავის არიდება მოუწიათ. მოგვიანებით გარნიზონი შენობის ცეცხლის წაკიდებით აიღეს.[6]

საღამოს 5:30 საათზე გერმანელებმა მიაღწიეს ეროტაიას მოედანს, სადაც აიღეს შვედეთის თეატრი კაპიტულირებული წითლების ადამიანურ ფარებად გამოყენებით. კიდევ ერთი ცნობილი შემთხვევა, როდესაც გერმანელებმა ადამიანური ფარი გამოიყენეს, იყო მოგვიანებით იმავე საღამოს, როდესაც ისინი 300 კაპიტულირებული წითლების უკან პიტკასილტას ხიდზე გადავიდნენ.[1] ფინელი ჟურნალისტის მიერ გამოკითხული გერმანელი ოფიცრის თქმით, მათ ეს მეთოდი ინგლისელებისგან ისწავლეს.[7] ამ დროს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა როგორც ჰელსინკის რკინიგზის სადგურზე, ასევე მიმდებარე კლუუვის რაიონში. საღამოს 7 საათზე გერმანიის საზღვაო ძალების რაზმი კატაჯანოკკაზე დაეშვა და მალევე შევიდა კრუნუნჰაკას რაიონში.[6]

წითელი გვარდიის მებრძოლი თეთრი დროშით

მეორე დილით გერმანელებმა შეუტიეს წითელი გვარდიის შტაბს, სმოლნას შენობას,კარტინკაუპუნკის რაიონში. სმოლნის საბოლოოდ კაპიტულაცია დილის 7 საათზე მოახდინეს. ბოლო საბრძოლო წითლები ახლა იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ მუშათა რაიონებში კალიოსა და ჰაკანიემიში, სადაც მძიმე არტილერიის ცეცხლი იყო მიმართული. სხვა შენობებთან ერთად, ძლიერ დაზიანდა მუშათა სახლი. ბოლოს საღამოს 2 საათზე კალიოს ეკლესიის კოშკზე თეთრი დროშა აღმართეს და ბრძოლა დასრულდა.[6]

დაპყრობის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰელსინკის დაკარგვის შემდეგ, წითელი თავდაცვის სარდლობა გადავიდა რიჰიმაკიში (რომელიც ასევე მოიცავდა ჰივინკაას ბრძოლას), სადაც მას ხელმძღვანელობდა მხატვარი და

კონგრესმენი ეფრაიმ კრონკვისტი. გერმანელთა ჯარებმა 15 აპრილს ჩრდილოეთიდან შეუტიეს ჰელსინკის, ოთხი დღის შემდეგ დაიპყრეს კლაუკკალა და განაგრძეს ჰამენლინამდე.[8] ამავდროულად, ლოვიისაში, გერმანული რაზმი გაემართა აღმოსავლეთ უუსიმაადან ლაჰტისკენ, სადაც ჰელსინკის რეგიონიდან გაქცეული წითლები შეიპყრეს. ჰელსინკი და ფინეთი დარჩნენ გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმპერატორ ვილჰელმ II-ის დაცემამდე და პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. ფინეთში ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი იყო რიდიგერ ფონ დერ გოლცი.

შემდგომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დატყვევებული წითლები

ბრძოლის შემდეგ, 4000–6000 წითელი გვარდიის მხარდამჭერი დააპატიმრეს და გადაიყვანეს ჰელსინკის ციხის ბანაკში სუომენლინას კუნძულებზე.[2]ბრძოლის მსვლელობისას 10 000-ზე მეტი წითელი გვარდიის წევრი და მათი ოჯახი გაიქცა ჰელსინკის ზონიდან. მათი უმეტესობა ტყვედ ჩავარდა ლაჰტის ბრძოლის შემდგომ პერიოდში, რადგან ათიათასობით წითელი ლტოლვილი ჩავარდა გერმანელებისა და თეთრი გვარდიის ხელში. იმ ბედის საპირისპიროდ, რაც დაემართა ქალაქ ტამპერესა და ვიბორგს, ჰელსინკიში მასობრივი სიკვდილით დასჯა არ მომხდარა. ეს, სავარაუდოდ, გერმანელების გამო იყო, რომლებმაც ხელი შეუშალა თეთრებს მათი ტყვეების მოკვლაში,[1] თუმცა, 1918 წლის ზაფხულში 1400-ზე მეტი წითელი პატიმარი გარდაიცვალა ჰელსინკის ციხის ბანაკში სიკვდილით დასჯის, შიმშილისა და დაავადების შედეგად.

გერმანელმა სარდალმა რუდიგერ ფონ დერ გოლცმა გადაწყვიტა გამარჯვების აღლუმი გაემართა კვირას, 14 აპრილს, ბრძოლის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ. ის გაიმართა სენატის მოედანზე, სადაც ფონ დერ გოლცს მიესალმა მერი იოჰანეს ფონ ჰაარტმანმი და გუბერნატორი ბრუნო ჯალანდერი. აღლუმის დროს, ქალაქის ირგვლივ ჯერ კიდევ იყო სროლა ერთი წითელი გვარდიის შეიარაღებული პირების მიერ.[9] გერმანულ ფლოტს ასევე ესროდნენ სხვადასხვა რუსული გემები. ადმირალ უგო მეურერის ნავსაც კი მოუწია უკან დახევა და, შედეგად, აღლუმში მონაწილეობა ვერ შეძლო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 "Saksalaiset käyttivät ihmiskilpiä Helsingin valtauksessa 1918". 
  2. 2.0 2.1 შედგებოდა მოხალისეებისგან ფინეთიდან, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ გერმანიაში, როგორც Jägers (ელიტარული მსუბუქი ქვეითი) პირველი მსოფლიო ომის დროს.
  3. სმელი, ჯონათან დ/Smele, Jonathan D (2015). რუსეთის სამოქალაქო ომების ისტორიული ლექსიკონი, 1916-1926 წწ ინგ:Historical Dictionary of the Russian Civil Wars, 1916-1926, გვ. 412. ISBN 978-144-22528-0-6. 
  4. "Saksalaiset hyökkäävät Etelä-Suomeen".  დაარქივებული 2023-01-22 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 "Saksalaiset hyökkäävät Etelä-Suomeen".  დაარქივებული 2016-10-18 საიტზე Wayback Machine.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 "Hyökkäys Helsinkiin".  დაარქივებული 2023-01-22 საიტზე Wayback Machine.
  7. ჰოპუ, ტუომასი/Hoppu, Tuomas. Vallatkaa Helsinki. Saksan hyökkäys punaiseen pääkaupunkiin 1918., გვ. 169. ISBN 978-951-20913-0-0. 
  8. Korjus, Olli/კორჯუსი, ოლი (2014). Kuusi kuolemaantuomittua, გვ. 69. ISBN 978-952-30002-4-7. 
  9. "Saksalaisten voitonparaati Helsingissä".  დაარქივებული 2016-10-24 საიტზე Wayback Machine.