ჰეილი ატველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰეილი ატველი
Hayley Atwell by Gage Skidmore.jpg
ჰეილი ატველი 2015 წელს
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1982 (1982-04-05) (38 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი

ჰეილი ატველი (დ. 5 აპრილი, 1982)[1]ამერიკელი მსახიობი. ატველი ყველაზე უკეთ ცნობილია პეგი კარტერის როლის შესრულებით სხვადასხვა ფილმებში და სერიალებში, ფილმები და სერიალები არის გადაღებული მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროსთვის. მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროს ფილმებში ეპიზოდური როლების გარდა ატველს აქვს როლი შესრულებული მის დამოუკიდებლ სერიალში Agent Carter (2015–2016). იგი ასევე ცნობილია თავისი როლები სასცენო სპექტაკლებში, მაგალითად A View from Bridge (2009). როლები გამოსარჩევია ფილმებში Duchess (2008), The Pillars of the Earth (2010), Christopher Robin (2018).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეილი ელიზაბეტ ატველი დაიბადა 1982 წლის 5 აპრილს ლონდონში[2][3], ერთადერთი შვილი მისი მშობელბის .ატველის დედა ალისონ კაინი არის ბრიტანელი, ხოლო მისი მამა, გრანტ ატველი, არის ამერიკელი ფოტოგრაფი კანზას სიტიდან. ატველს აქვს ორმაგი მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებულ შტატებში.[4]

ატველი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა მამამისთან ერთად შემდეგ იგი ჩაირიცხა გილდჰალის მუსიკისა და დრამის სკოლაში, ატელმა სკოლა დაამთავრა 2005 წელს.[5][6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატველის პირველი სერიოზული სატელევიზიო როლი 2006 წელს BBC Two- ის გადაღებულ სერიალში , The Line of Beauty-ში შედგა. ერთი წლის შემდეგ, ატველი გამოჩნდა, როგორც "415", AMC Television- ის სერიალში The Prisoner" 2009 წლის ნოემბრში. 2010 წელს ატველი Channel 4's -ის სერიალში Any Human Heart. შემდეგ კი ამავე წლის ბოლოს, კენ ფოლეტის სერიალში Pillars of the Earth. აღნიშნული სერიალით ატველი თავისი როლით წარადგინეს მის პირველ ოქროს გლობუსზე[7][8]. 2013 წელს, ატველმა ითამაშა BBC Two– ის ადაპტაციაში უილიამ ბოიდის ჯაშუშური რომანში, Restless. ამავე წელს გამოჩნდა სერიალში, Black Mirror. [9][10]

2007 წელს ატველის დებიუტი შედგა ვუდი ალენის ფილმში Cassandra's Dream. 2008 წელს გამოჩნდა ფილმში The Duchess, აღნიშნულ ფილმში, ამ ფილმში მონაწილეობით ატველი ნომინირებული იქნა British Independent Film Awards-ზე.

2011 წელს ატველმა ითამაშა პეგი კარტერის როლი Marvel-ის კინოსამყაროს ფილმში Captain America: The First Avenger. ამავე წელს ატველმა გაახმოვნა ვიდეო თამაში Captain America: Super Soldier. 2014 წელს ატველი გამოჩნდა Captain America-ის გაგრძელებაში Captain America: The Winter Soldier. 2015 წელს აგენტი კარტერის როლით მოგვევლინა ფილმ Avengers: Age of Ultron, ამავე წელს ასევე გამოჩნდა Marvel-ის კინოსამყაროს ფილმში Ant-Man.

Marvel-ის კინოსამყაროსთან ურთიერთობა გაგრძელდა ABC-ის მიერ გადაღებულ სერიალში Agents of S.H.I.E.L.D მონაწილეობით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hayley Atwell to star in US series“, The Belfast Telegraph, 2 January 2014. 
  2. Mesure, Susie. “Hayley Atwell: Gentlemen swoon, but only on set...“, The Independent, 14 November 2010. ციტირების თარიღი: 12 February 2019. 
  3. Hayley Atwell: Overview. ციტირების თარიღი: 30 May 2017.
  4. White, Leslie. “Sizzling for England“, Sunday Times, 21 August 2011, გვ. 6. „a shaman and healer based in Kansas City“ 
  5. Gilbert, Gerard. “Hayley Atwell: 'I've turned out all right'“, The Independent, 15 December 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2019. (en) 
  6. Hayley Atwell. Guildhall School of Music and Drama. ციტირების თარიღი: 29 May 2017.
  7. Boyd, William. “William Boyd on filming Any Human Heart“, The Daily Telegraph, 5 November 2010. ციტირების თარიღი: 12 February 2019. (en-GB) 
  8. Thorpe, Vanessa. “Has Ken Follett's The Pillars of the Earth got the winning ingredients?“, The Guardian, 9 October 2010. ციტირების თარიღი: 12 February 2019. (en-GB) 
  9. Fox, Chloe. “On the set of William Boyd's Restless“, The Daily Telegraph, 22 December 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2019. (en-GB) 
  10. Swain, Daniel. “What Black Mirror Episode Be Right Back Says About Us and Technology“, HuffPost UK, 12 February 2013. ციტირების თარიღი: 12 February 2019. (en)