ჰასან ისმაილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰასან ისმაილოვი
მშობ. სახელი Hasan İsmailov
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1915
ჩომახთური, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 2 მარტი, 1940 (24 წლის)
ფინეთი
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი ბაქოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი
საქმიანობა ინჟინერი

ჰასან ისმაილოვი (აზერ. Həsən Tağı oğlu İsmayılov; დ. 1 აპრილი, 1915, ჩომახთური — გ. 2 მარტი, 1940, ფინეთი) — აზერბაიჯანელი პედაგოგი, ჰიდრომელიორაციის ინჟინერი.

ბიოგრაგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1915 წლის 1 აპრილს (დაბადების თარიღი ზოგიერთ დოკუმენტში მითითებულია, როგორც 1913 წელი) შარურის რაიონის სოფელ ჩომახთურში, ცნობილი პიროვნების თაგი მაჰმუდ-ოღლუ ისმაილოვის ოჯახში, რომელიც პარტიზანული ბანდის მეთაური იყო და იბრძოდა სომხეთის წინააღმდეგ.[1]

1931 წელს სოფელ იენგიჯას საშუალო სკოლა დაამთავრა მაღალი ნიშნებით, 1934-1939 წლებში ბაქოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში სწავლობდა მელიორაცია-ჰიდრავლიკას.

მიიღო მუსიკალური განათლება და შეისწავლა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.[2]. სასწავლებელი წარმატებით დაასრულა. მოღვაწეობდა ნახიჩევანში (მელიორაციის მიმართულებით). დაამთავრა ორდუბადის პედაგოგიური სკოლა.

შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა არალიყში და შარურის რაიონის რამდენიმე სხვა სოფელში.

იმ დროს სათანადო კადრების დეფიციტის გამო ჰასან ისმაილოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სასამართლო ორგანოებშიც. მინიჭებული აქვს „ვოროშილოვის“ პირველი ხარისხის წოდება სპეციალური შაშხანით სროლაში აქტიური მონაწილეობისა და კურსის წარმატებით დასრულებისათვის.

სიცოცხლის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლის 25 მარტს ჩაერთო სსრკ-ფინეთის ომში. გარდაიცვალა 1940 წლის 2 მარტს.[3]

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]