ჰამლეტ მხითარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამლეტ მხითარიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჰამლეტ ჰაბეტნაკი მხითარიანი
დაბადების
თარიღი
14 სექტემბერი, 1962
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
2 მაისი, 1996
გარდაცვალების
ადგილი
იქვე
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1980 - 1987 არარატი ერევანი 170 (46)
1988 - 1989 კოტაიკი 55 (26)
1989 - 1994 ASOA ვალენსე 112 (30)
1994 - 1995 ASA იში 2 (0)
სულ 339 (102)
ეროვნული ნაკრები
1994 სომხეთი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ჰამლეტ მხითარიანი (სომხ. Համլետ Հաբեթնակի Մխիթարյան; დ. 14 სექტემბერი, 1962, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 2 მაისი, 1996, იქვე) — საბჭოთა და სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით თავდამსხმელი. იგი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ არარატი ერევანსა და „CFA 2“-ის კლუბ „ASOA ვალენსე“-ში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამლეტ მხითარიანმა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში 1980 წელს, კლუბ არარატი ერევანში დაიწყო. 1988 წელს იგი გადავიდა კოტაიკში, სადაც მან ნახევარი სეზონი გაატარა. 1989 წლის ივლისში სათამაშოდ გადავიდა საფრანგეთის კლუბ „ASOA ვალენსე“-ში, ფრანგი სომხების მიერ დაარსებულ კლუბში. მახარიანი ითვლება სომხეთის ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ უცხოელ მოთამაშედ, რომელიც წავიდა სათამაშოდ დასავლეთ, არა საბჭოთა კავშირის სამყაროში (და არა ემიგრაციაში).

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჰამლეტ მხითარიანის დებიუტი შედგა 1994 წლის 7 სექტემბერს, უეფას ეურო 1996 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ შეხვედრაში, რომლის დროსაც ლოტო პარკზე (სტადიონი) ერთმანეთს სომხეთისა და ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ; ხსენებულ თამაშში სომხეთის ანგარიშით 0:2 დამარცხდა.[1] მისი უკანასკნელი თამაში ნაკრების მაისურით შედგა ამავე უეფას ეურო 1996-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რომლის დროსაც რაზდანის სტადიონზე ერთმანეთს სომხეთისა და კვიპროსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ; შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამლეტ მხითარიანი დაქორწინებულია მარინა ტასჩიანზე. მათ ჰყავთ ორი შვილი: ქალიშვილი სახელად მონიკა და ვაჟი სახელად ჰენრი, რომელიც ამჟამად არის იტალიური საფეხბურთო კლუბის, რომას პროფესიონალი მოთამაშე და სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. მხითარიანები ცხოვრობენ კენტრონში, ერევნის რაიონში, რაზდანის სტადიონთან ახლოს.[3] მისი მეუღლე არის ეროვნული გუნდების განყოფილების უფროსი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ხოლო მათი ქალიშვილი მუშაობს უეფას შტაბბინაში. მისი ვაჟი მამის ნაკვალევს მიჰყა და გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი; ამჟამად იგი არის სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი.[4] ვინც ორივეს, მამა და შვილის, თამაში ნახა ამბობენ რომ მათი სათამაშო სტილი ძალიან გავნან ერთმანეთს.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BELGIUM-ARMENIA 2:0. Armfootball.tripod.com. ციტირების თარიღი: 1 May 2013.
  2. ARMENIA-CYPRUS 0:0. Armfootball.tripod.com. ციტირების თარიღი: 1 May 2013.
  3. ՀԵՆՐԻԽ ՄԽԻԹԱՐՅԱՆ. ԳՆԱՀԱՏՈՒՄ ԵՄ ՆՈՒՅՆԻՍԿ ԻՄ ԹՇՆԱՄԻՆԵՐԻՆ, ՈՐՈՆՔ ԻՆՁ ԱՎԵԼԻ ՈՒԺԵՂ ԵՆ ԴԱՐՁՆՈՒՄ (in Armenian). armtown.com. Archived from the original on 17 January 2013. Retrieved 1 May 2013.
  4. Sabre Dance by Henrikh Mkhitaryan. Ukrainian Football 1894. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 May 2013.
  5. Հենրիխ Մխիթարյանը իր ֆուտբոլային հաջողությունները կապում է հայրական գեների հետ (in Armenian). Armenpress.am. Retrieved 1 May 2013.