ჰალიფაქსი (კუნძული)
გეოგრაფია | |
---|---|
კოორდინატები | 26°39′04″S 15°04′48″E / 26.651111° ს. გ. 15.08° ა. გ.კოორდინატები: 26°39′04″S 15°04′48″E / 26.651111° ს. გ. 15.08° ა. გ. |
ფართობი | 0,1 კმ² |
ნამიბია |
ჰალიფაქსი — მატერიკიდან 100 მეტრით დაშორებული პატარა, კლდოვანი კუნძული ატლანტის ოკეანეში, ნამიბიის ქალაქ ლუდერიცის სანაპიროსთან. ნამიბიის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი გასამრავლებელი ადგილი აფრიკული პინგვინებისათვის.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეთილი იმედის კონცხის სადგურის კაპიტანმა ჩარლ ფორსითმა პინგვინის კუნძულებისა და ლუდერიცის უბის დაპყრობა ბრძანა. 1866 წლის 5 მაისს, კაპიტანმა კუნძულებზე ბრიტანეთის სუვერენიტეტი გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, იგი ჰალიფაქსსაც მიადგა და კუნძულს ბრიტანელი მმართველის სახელი უწოდა. 1867 წელს ბრიტანეთის კოლონიურმა ადმინისტრატორმა ფილიპ ედმონდ ვუდჰაუზმა პინგვინის კუნძულები კომპანია De Pass, Spence&Co-ს მიაქირავა 1895 წლამდე. მათ გუანოს (ზღვის ფრინველთა ექსკრემენტი) მოპოვებისა და სელაპებზე ნადირობის ექსკლუზიური უფლება მიეცათ.[3]
XIX საუკუნის დასაწყისისთვის, პინგვინის გუანოს სისქე კუნძულზე 37 მეტრი იყო; მისი მოპოვება 1949 წლამდე გაგრძელდა. 1970-2000 წლებში პინგვინთა პოპულაცია კუნძულზე განახევრდა. დღემდე მრავლადაა მაღაროელთა მიერ აშენებული სახლები და ფარდულები. დაუსახლებელ ნაგებობებს პინგვინები გასამრავლებლად იყენებენ. კუნძულს ამჟამად მართავს ნამიბიის მეთევზეობისა და ზღვის რესურსების სამინისტრო, რომელიც მკაცრ მონიტორინგს უწევს ზღვის ფრინველთა პოპულაციას.[1][2]
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ლუდერიციცან კუნძულისკენ კატამარანით ხორციელდება ტურები. კუნძული აზგოადოებისათვის დახურულია; კატამარანს მხოლოდ სიახლოვეს შეუძლია ჩავლა, საიდანაც პინგვინთა ხილვაა შესაძლებელი.[1][2]
ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე ასევე ბინადრობს დომინიკური თოლიის კოლონიები; 2000 წლისთვის, აღრიცხული იყო მათი 350 ბუდე. მათი ოდენობის ზრდას ხელი შეუწყო ლუდერიცის სიახლოვეს არსებულმა ნაგავსაყრელმაც. მათი პოპულაციის ზრდა პრობლემური აღმოჩნდა პინგვინთათვის, რადგან თოლიები პინგვინების კვერცხებს ჭამენ. კუნძულზე ასევე ბინადრობს გვირგვინიანი ჩვამა, დიდბიბილოიანი თევზიყლაპია, ჰარტლაუბის თოლია. პინგვინებზე სანადიროდ კუნძულზე მოდის კაპის ზღვის სელაპი.[1][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Halifax Island, Namibia. Animal Demography Unit, University of Cape Town. ციტირების თარიღი: 23 December 2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Namibia’s Secret Oasis. Men's Journal. ციტირების თარიღი: 23 December 2016.
- ↑ S Akweenda International Law and the protection of Namibia's territorial integrity Google წიგნებში
- ↑ Pablo Garcia Borboroglu Penguins: Natural History and Conservation Google წიგნებში