პინგვინის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პინგვინის კუნძულები

კუნძული მერკური
გეოგრაფია
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2,35 კმ²
ნამიბიის დროშა ნამიბია
კუნძული მერკური

პინგვინის კუნძულები (აფრ. Pikkewyn-eilande, გერმ. Pinguininseln) — მიმოფანტულ კუნძულთა და კლდეთა ისტორული ჯგუფი ატლანტის ოკეანეში; გადაჭიმულია 355 კმ-ზე, ნამიბიის სანაპიროსთან. ნამიბიის ხელისუფლება მათ ოფიციალურად მიაკუთვნებს სანაპირო კუნძულთა ტიპს. სახელი მომდინარეობს აფრიკული პინგვინისგან, რომელიც ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები მიმოფანტულია გრძელ სანაპირო რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კუნძული მცირე გროვას ან ჯგუფს ქმნის, მაგალითად ლუბერიცის უბეში მდებარე კუნძულები, პინგვინის კუნძულები არ მიეკუთვნება ბუნებრივ არქიპელაგს ან კუნძულთა ჯაჭვს.

უდიდესი კუნძულის ფართობი 0,9 კმ²-ია, ყველა მათგანის საერთო ფართობი კი ჯამში 2,35 კმ²-ია.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტრატეგიულ ადგილას მდებარე დაუსახლებელი კუნძულები განსაკუთრებით მდიდარი გუანოთი (ფრინველთა ექსკრემენტის დანალექები) და ალმასებით, რის გამოც, XVII საუკუნეში მათ ხშირად სტუმრობდნენ ევროპელი ვაჭრები. 1861-1867 წლებში ისინი ბრიტანეთის მიერ იყო ანექსირებული, 1873 წელს კი კაპის კოლონიის მიერ.

1990 წელს სამხრეთ-დასავლეთმა აფრიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ნამიბია ეწოდა. პინგვინის კუნძულები კვლავ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ რჩებოდა, შექმნილი იყო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა. შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად, 1994 წლის 28 თებერვალს, პინგვინის კუნძულები და ქალაქი უოლფიშ-ბეი ნამიბიის იურისდიქციაში გადავიდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Namibian Islands' Marine Protected Area : WWF South Africa Report Series – 2008/Marine/003 (PDF). Nacoma.org.na. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-11-22.
  2. Klaus Dierks. Namibia's Walvis Bay Issue - Origin and Rise of a Colonial Dispute. Klausdierks.com. ციტირების თარიღი: 2015-11-22.