ჰაინრიხი (ანჰალტ-კიოტენის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ ანჰალტ-კეთენელი
'Heinrich von Anhalt-Köthen'
ანჰალტ-კეთენის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 23 აგვისტო 1830
მმართ. დასასრული: 23 ნოემბერი 1847
წინამორბედი: ფერდინანდ ფრიდრიხ ანჰალტ-კეთენელი
მემკვიდრე: ლეოპოლდ IV ანჰალტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ივლისი 1778
დაბ. ადგილი: პშინა
გარდ. თარიღი: 23 ნოემბერი 1847
გარდ. ადგილი: კიოტენი
მეუღლე: ავგუსტა რიოის-კიოსტრიცი
შვილები: არ ჰყოლია
დინასტია: ასკანიები
მამა: ფრიდრიხ ერდმან ანჰალტ-კეთენ-პლესელი
დედა: ლუიზა ფერდინანდა შტოლბერგ-ვერნიჰეროდი

ჰაინრიხ ანჰალტ-კეთენელი (გერმ. Heinrich von Anhalt-Köthen) — უკანასკნელი ჰერცოგი ანჰალტ-კეთენელი, პრუსიული ქვეითი არმიის გენერალი (1847).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაინრიხი იყო მთავარ ფრიდრიხ ერდმან ანჰალტ-კეთენ-პლესისა და გრაფინია ლუიზა ფერდინანდა შტოლბერგ ვერნიჰეროდის შვილი. 1819 წელს ის დაქორწინდა ავგუსტაზე (1794—1855), მთავარ ჰაინრიხ XLIV რიოის-კიოსტრიცელისა და ბარონესა ავგუსტა რიდეზე ეიზენაჰის ქალიშვილზე.

1818 წელს ჰაინრიხმა დაიკავა პლესის სამთავროს ტახტი ზემო სილეზიაში, რომელიც მის ძმას დაუტოვა, როცა ანჰალტ-კეთენის საჰერცოგოს სამართავად გაემგზავრა. უშვილო ფერდინანდ ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ, 1830 წელს, ჰაინრიხმა ის ანჰალტ-კეთენის ტახტზე შეცვალა, ხოლო პლესი თავის უმცროს ძმას, ლუდვიგს დაუტოვა, რომელიც 1841 წელს გარდაიცვალა.

ჰაინრიხის დროს კეთენში გაჩნდა რკინიგზა, ჯერ კიდევ 1840 წელს, რადგან ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგმა ალექსანდრ კარლმა არ მისცა სარკინიგზო ხაზის, მაგდებურგი-ლაიპციგის ბერნბურგზე გატარების უფლება.

1796 წლიდან ჰერცოგი ჰაინრიხი მსახურობდა პრუსიულ არმიაში, 1806 წელს მიიღო მაიორის წოდება. 1830 წელს ჰაინრიხი დაჯილდოვდა შავი არწივის ორდენით. 1841 წელს ჰაინრიხმა კვლავ დაიწყო პრუსიულ არმიაში სამსახური და თავის გარდაცვალების წელს მიიღო ინფანტერიის გენერლის წოდება.

უშვილო ჰაინრიხის გარდაცვალების შემდეგ ანჰალტ-კეთენი თავიდან ანჰალტ-ბერნბურგს გადაეცა, ხოლო 1853 წელს — ანჰალტ-დესაუს.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]