ალექსანდრ კარლი (ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგი)
| ალექსანდრ კარლ ანჰალტ-ბერნბურგელი | |
|---|---|
| Alexander Carl von Anhalt-Bernburg | |
|
| |
| ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1834 |
| მმართ. დასასრული: | 1863 |
| წინამორბედი: | ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიან ანჰალტ-ბერნბურგელი |
| მემკვიდრე: | ლეოპოლდ IV ანჰალტელი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 2.3.1805 |
| დაბ. ადგილი: | ბალენშტადტი |
| გარდ. თარიღი: | 19.8.1863 |
| გარდ. ადგილი: | ჰოიმი |
| მეუღლე: | ფრიდერიკა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი |
| შვილები: | არ ჰყოლია |
| დინასტია: | ასკანიები |
| მამა: | ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიან ანჰალტ-ბერნბურგელი |
| დედა: | მარია ფრიდერიკა ჰესენ-კასელი |
ალექსანდრ კარლ ანჰალტ-ბერნბურგელი (გერმ. Alexander Carl von Anhalt-Bernburg; 2 მარტი, 1805, ბალენშტადტი — 19 აგვისტო, 1863, ჰოიმი) — ანჰალტ-ბერნბურგის უკანასკნელი ჰერცოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრ კარლი ალექსიუს ფრიდრიხ კრისტიანისა და პრინცესა მარია ფრედერიკა ჰესელ-კასელის შვილი იყო. 1834 წლის 24 მარტს მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ანჰალტ-ბერნბურგი. ალექსანდრ კარლის დროს ბერნბურგში გაყვანილ იქნა რკინიგზა. განვითარებადი სულიერი დაავადების გამო ჰერცოგი ჰოიმის ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. საკუთარ კამერჰერთან, მხატვარ ვილჰელმ ფონ კიუგელგენთან ერთად.
ალექსანდრ კარლის მეუღლე, ფრედერიკა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი დაინიშნა მის თანამმართველად.
როცა ალექსანდრ კარლი გარდაიცვალა, მას არ დარჩა მემკვიდრე, რის გამოც ანჰალტ-ბერნბურგელების ხაზი გაქრა და საჰერცოგო შეუერთდა ანჰალტს დედაქალაქით დესაუში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ганкевич В. Ю. Российские кавалеры ангальтского ордена Альбрехта Медведя // Вісник Чернігівського національного педагогічного університету [Текст]. Вип. 87. — № 8. — Чернігів: ЧДПДУ, 2011. — С. 70 — 71. http://www.nbuv.gov.ua/portal/Soc_Gum/Vchdpu/ist/2011_87/Gank.pdf
- Johannes Werner und Paul Siegwart von Kügelgen (Hrsg.): Wilhelm von Kügelgen — Lebenserinnerungen des Alten Mannes, 1840—1867, Verlag K. F. Koehler, Leipzig 1923
- Alexander Boroffka: Die Geisteskrankheit des Herzogs Alexander Carl von Anhalt-Bernburg (1805—1863). Eine Psychopathographie, Bernburg 1995.(Hrsg.: Verein der Freunde und Förderer der Kulturstiftung Bernburg e.V.)