ჰაბკვირის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰაბკვირის ქედის ხედი სოფ. დოლიდან

ჰაბკვირის ქედი[1][2], აბაკურა[3][4], აბაკურის ქედი, ბაკილდის ქედიქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება. მდებარეობს მდინარე ენგურის აუზში, მდინარეების ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის ხუმფრერის (ზემო დინებაში ლაჰილის) აუზების წყალგამყოფი. გამოეყოფა სვანეთის ქედს მწვერვალ ლაჰილის ახლოს. აქვს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლებითა და კვარციტებით. კალთები ციცაბოა, დასერილია მდინარე ენგურის შენაკადებით. თხემზე განლაგებულია: მწვერვალი ჰაბკვირი (აბაკურა) 2605 მ., უღელტეხილი ბაკხი (2723 მ), მწვერვალი ბაკხი (3106 მ). ქვემო და შუა კალთებზე მუქწიწვიანი ტყეებია, ზემო კალტებზე და თხემზე — სუბალპური და ალპური მდელოები, მცირე ნაწილზე — ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]