ბაკხის უღელტეხილი
იერსახე
| ბაკხის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°00′06″ ჩ. გ. 42°28′09″ ა. გ. / 43.001917° ჩ. გ. 42.469361° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2723 მ |
| ქედი | ჰაბკვირის ქედი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კირქვა და კონგლომერატი |
ბაკხის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ განშტოების — ჰაბკვირის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2723 მ. გადასასვლელი ენგურის ხეობიდან ლაჰლას ხეობაში. ბაკხის მიდამოები აგებულია ტრიასული და ზედაპალეოზოური ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. კალთები დაფარულია სუბალპური და ალპური მდელოებით.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 31.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 341.