ჰაბანერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაბანერა (ესპ. habanera < Habana — ქალაქი ჰავანა. უფრო სწორია — აბანერა) — კუბური ცეკვა და სიმღერა. ცნობილია აგრეთვე „დანსას“ სახელწოდებით. წარმოშობილია ევროპული კონტრდანსიდან. გავრცელებულია მთელ ლათინურ ამერიკაში. ქრესტომათიული ნიმუშია ს. ირადიერის „ლა პალომა“. ჰაბანერის მუსიკალური ფორმა გამოყენებული აქვთ ჟ. ბიზეს (ოპერა „კარმენში“), კ. დებიუსის („საღამო გრანადაში“ — ფორტეპიანოსათვის), მ. რაველს (ხმისა და ფორტეპიანოსათვის) და სხვა კომპოზიტორებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]