ჯუზეპე ფარინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუზეპე ფარინა

ჯუზეპე ფარინა აღნიშნავს გამარჯვებას
დაიბადა 30 ოქტომბერი, 1906
ტურინი, პიემონტი, იტალია
გარდაიცვალა 30 ივნისი, 1966 (59 წლის)
ეგბელისავოისაფრანგეთი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
ეროვნება იტალიის დროშა იტალიელი
წლები 1950–1955
გუნდ(ებ)ი ალფა რომეო, ფერარი
რბოლა 34 (33 სტარტი)
ჩემპიონი 1 (1950)
მოგება 5
კვარცხლბეკი 20
ქულები 115 13 (127 13)
პოულ პოზიცია 5
უსწრაფესი წრე 5
პირველი რბოლა ბრიტანეთის გრან-პრი 1950
პირველი მოგება ბრიტანეთის გრან-პრი 1950
ბოლო მოგება გერმანიის გრან-პრი 1953
ბოლო რბოლა იტალიის გრან-პრი 1955

ემილიო ჯუზეპე „ნინო“ ფარინა (იტალ. Giuseppe Emilio "Nino" Farina დ. 30 ოქტომბერი, 1906, ტურინი, პიემონტი, იტალია — გ. 30 ივნისი, 1966, ეგბელი, სავოი, იტალია) — იტალიელი ავტომრბოლელი. ჯუზეპე ფარინა არის პირველი ადამიანი რომელმაც მოიგო ფორმულა ერთის გრან-პრი (1950 წლის გრა-პრი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუზეპე ფარინა დაიბადა 1906 წლის 30 ოქტომბერს ტურინში, იტალიაში. მისი ზედმეტსახელი იყო „ნინო“. ჯუზეპე იყო ბატისტა ფარინას (კომპანია პინინიფარინას დამაარსებლის) ძმისშვილი. განათლებას ეუფლებოდა სამართლის დოქტორის პროფესიას ტურინის უნივერსეტეტში, ასევე მსახურობდა არმიაშიც, თავდაპირველად კავალერიის ოფიცერი იყო, მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა სატანკო პოლკში.

მისი სარბოლო კარიერა დაიწყო „hill-climbs-ში“, წრიულ რბოლას მაზერატიში სწავლობდა. თუმცა მისი კარიერის წინსვლა მას შემდეგ დაიწყო რაც ჯუზეპე ალფა რომეოში გადავიდა, ნომერ მეორე მრბოლელად და ასპარეზობდა ტაციო ნუვოლარისთან ერთად. პირველ დიდ წარმატებას ლივიის 1940 წლის გრან-პრიზე მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის გამო კარიერის მიტოვება მოუწია 8 წლით. ომის შემდეგ 1948 წელს ჯუზეპემ მაზერატით მოიპოვა გამარჯვება მონაკოში, ჟენევაში, მარ-დელ-პლატში და იმავე მანქანით წარსდგა შემდეგ წელსაც, რომლის დროსაც იგი ფინიშზე მივიდა პირველი ლოზანის გრან-პრიზე. იმავე წელს ავტორბოლაში მონაწილეობდა ფერარის გუნდში, რომელზეც ასევე გაიმარჯვა როზარიოს გრან-პრიზე.

1950 წელს FIA-მ ორგანიზება გაუკეთა ფორმულა 1-ის პირველ ავტორბოლებს, რომელზეც ჯუზეპე ფარინა წარდგა ალფა-რომეოს ბოლიდით. იგი ფორმულა-1-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელზეც მან ხუან მანუელ ფანხიოს აჯოობა 3 ქულით. 1951 წელს ჯუზეპემ შესძლო მხოლოდ ერთი მოგების მოპოვება, რითაც ჩემპიონატში ადგილი ფანხიოს და ფერარის ორ მრბოლელს დაუთმო. 1952 წელს ჯუზეპე ფარინა გადადის ფერარიში, რომელზეც საერთო ჩათვლით მეორე ადგილი დაიკავა. 1953 წლის ჩემპიონატზე ჯუზეპემ დაიკავა მესამე ადგილი. 1954 წელს იგი მოყვა ავტოავარიაში მონცეში რის გამოც სეზონის გაგრძელება ვერ შესძლო. 1955 წელს არგენტინის გრან-პრიზე მისი არაერთგზის მცდელობისა წარმატებას ვერ მიაღწია. მიღებული ტრამვების შემდეგ ის იძულებული გახდა სპორტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიეღო.

1956 წელს ჯუზეპემ მონაწილეობა მიიღო ინდიანაპოლისი 500-ის რბოლაში, მაგრამ კვალიფიკაცია ვერ გაიარა, რის გამოც დაასრულა თავისი კარიერა ავტორბოლაში.

ჯუზეპე ფარინა საფრანგეთის 1966 წლის გრან-პრიზე ავტორბოლებში მონაწილეობის მისაღებად მგზავრობისას, ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაიცვალა.

ფორმულა ერთის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმულა ერთის საჩემპიონატო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოულ პოზიცია
  • უსწრაფესი რაუნდი

აბრევიატურების განმარტებები:

  • რამ - რბოლაში არ მონაწილეობდა
  • რვდ - რბოლა ვერ დაიწყო
  • გამ - გამოეთიშა (სხვადასხვა მიზეზების გამო რბოლას გამოეთიშა)
წელი გუნდი შასი ძრავა 1 2 3 4 5 6 7 8 9 მმჩ ქულები
1950 ალფა რომეო ალფა რომეო 158/50   ალფა რომეო (8 ცილინდრიანი)   დბ
1
მონ
გამ
500
შვე
1
ბელ
4
საფ
7
იტა
1
1-ლი 30
1951 ალფა რომეო ალფა რომეო 159A ალფა რომეო (8 ცილინდრიანი) შვე
3
500
ბელ
1
საფ
5
მე-4 19 (22)
ალფა რომეო 159B დბ
გამ
გერ
გამ
ალფა რომეო 159M იტა
3*
ესპ
3
1952   სკუდერია ფერარი   ფერარი 500 ფერარი (4 ცილინდრიანი) შვე
გამ
500
ბელ
2
საფ
2
დბ
6
გერ
2
ჰოლ
2
იტა
4
მე-2 24 (27)
1953 სკუდერია ფერარი ფერარი 500 ფერარი (4 ცილინდრიანი) არგ
გამ
500
ჰოლ
2
ბელ
გამ
საფ
5
დბ
3
გერ
1
შვე
2
იტა
2
მე-3 26 (32)
1954 სკუდერია ფერარი ფერარი 625 ფერარი (4 ცილინდრიანი) არგ
2
500
საფ
დბ
გერ
შვე
იტა
ესპ
რამ
მე-8 6
ფერარი 553 ბელ
გამ
1955 სკუდერია ფერარი ფერარი 625/555 ფერარი (4 ცილინდრიანი) არგ
2**
მე-5 10 13
ფერარი 625 მონ
4
ფერარი 555 500
ბელ
3
ლიანჩა D50 ლიანჩა V8 ჰოლ
დბ
იტა
რვდ

* პოზიციის გაზიარება სხვა მრბოლელთან
** 1955 წელს, არგენტინის გრან-პრიზე, ფარინამ დაიკავე როგორც მეორე (ტრინიტიგრანტთან და გონსალესთან ერთად) ისე მესამე (მაგლიოლთან და ტრინიტიგრანტთან ერთად) ადგილი. ფარინას ამ რბოლაში მიენიჭა, როგორც მეორე ადგილის ქულის ისე მესამე ადგილის ქულის ერთი მესამედი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: