ფორმულა ერთის სეზონი 1950

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუზეპე ფარინამ დაიკავა პირველი ადგილი
ხუან მანუელ ფანხიომ დაიკავა მეორე ადგილი
ლუიჯი ფაჯოლიმ დაიკავა მესამე ადგილი

ფორმულა ერთის 1950 წლის სეზონი შეიცავდა სსფ-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესავალს, სადაც მრბოლელები შვიდ რბოლაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს[1], სეზონი დაიწყო 13 მაისს და დამთავრდა 3 სექტემბერს. 1950 წლის სეზონი მოიცავდა შვიდ გრან-პრის და ინდიანაპოლის 500-ის რბოლას, რომლის ჩატარებაზეც ამერიკის საავტომობილო ასოციაციამ იზრუნა. სეზონის გამარჯვებული გახდა ჯუზეპე ფარინა, მეორე ადგილი დაიკავა ხუან მანუელ ფანხიომ, რომელიც ფარინას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა, ლუიჯი ფაჯოლიმ კი მესამე ადგილი დაიკავა.[1]

ჩემპიონატის შეჯამება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის გრან-პრიში ალფა რომეოს გუნდი დომინირებდა, ჯუზეპე ფარინამ მოიგო რბოლა პოულ პოზიციიდან და აჩვენა უსწრაფესი წრე. პოდიუმზე ფარინასთან ერთად იდგნენ მისი თანაგუნდელი ლუიჯი ფაჯოლი და რეჯ პარნელი, ხოლო ხუან მანუელ ფანხიო ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რბოლას გამოეთიშა. საბოლოო ქულები აიღეს ტალბოტ-ლაგოსის გუნდის მრბოლელებმა, ივ ჟირო-კაბანტუმ (3 ქულა) და ლუი როზემ (2 ქულა), ორივე მათგანი ლიდერებს ორი წრით ჩამორჩა.[2]

მონაკოს გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაკოს ქუჩებში რბოლისას შედგა სკუდერია ფერარის დებიუტი. ფერარის სახელითა მონაწილეობდნენ ალბერტო ასკარი და ლუიჯი ვილორეზი, რომლებმაც რბოლა მესამე რიგიდან დაიწყეს, ხოლო ფანხიომ და ფარინამ მაზერატის მრბოლელთან ხოსე ფროილან გონსალესთან ერთად რბოლა წინა რიგიდან დაიწყეს. ამ რბოლაში გამარჯვება ხუან მანუელ ფანხიომ მოიპოვა, მან ასევე აჩვენა უსწრაფესი წრე. კვარცხლბეკზე ფანხიოსთან ერთად იდგნენ ალბერტო ასკარი (დაიკავა მე-2 ადგილი) და ლუი შირონი (მე-3 ადგილი). ფანხიო ამ გამარჯვებით შეძლო და ქულებით გაუთანაბრდა ჯუზეპე ფარინას.[3]

ინდიანაპოლის 500[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდიანაპოლის 500-ის რბოლაში გამარჯვება კურტის კრაფტი-ოფენჰაუსერის გუნდის მრბოლელმა ჯონი პარსონსიმ მოიპოვა, მან ასევე აჩვენა უსწრაფესი წრე. რბოლაში მეორე ადგილი ბილ ჰოლანდმა დაიკავა, ხოლო მესამე მორი როუზმა. აღსანიშნავია რომ რბოლა მოიცავდა 200 წრეს, თუმცა 138-ე წრეზე წვიმის გამო რბოლა შეაჩერეს.[4]

ჩემპიონატის მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმულა ერთის 1950 წლის სეზონში მონაწილეობა მიიღო 14 გუნდმა, ევროპის ექვსივე გრან-პრიში მონაწილე არაოფიციალურ მრბოლელებთან ერთად. მხოლოდ აშშ-ის გუნდებმა, კონსტრუქტორებმა და მრბოლელებმა მიიღეს მონაწილეობა ინდიანაპოლის 500-ის რბოლაში. შასები, ძრავები და ავტომობილის ნომრები რბოლიდან რბოლამდე იცვლებოდა.

გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# რბოლა წრე თარიღი პოულ პოზიცია უსწრაფესი წრე გამარჯვებული მრბოლელი კონსტრუქტორი საბურავები ანგარიში
1 დიდი ბრიტანეთის დროშა ბრიტანეთის გრან-პრი სილვერსტოუნი 13 მაისი იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ალფა რომეო
P
ანგარიში
2 მონაკოს დროშა მონაკოს გრან-პრი მონაკო 21 მაისი არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო იტალიის დროშა ალფა რომეო
P
ანგარიში
3 აშშ-ის დროშა ინდიანაპოლის 500 ინდიანაპოლისი 30 მაისი აშშ-ის დროშა უოლტ ფოლკნერი აშშ-ის დროშა ჯონი პარსონსი აშშ-ის დროშა ჯონი პარსონსი აშშ-ის დროშა კ. კრაფტი-ოფენჰაუსერი 
F
ანგარიში
4 შვეიცარიის დროშა შვეიცარიის გრან-პრი ბრემგარტენი 4 ივნისი არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ალფა რომეო
P
ანგარიში
5 ბელგიის დროშა ბელგიის გრან-პრი სპა-ფრანკორშამი 18 ივნისი იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო იტალიის დროშა ალფა რომეო
P
ანგარიში
6 საფრანგეთის დროშა საფრანგეთის გრან-პრი რეიმს-გუ 2 ივლისი არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო იტალიის დროშა ალფა რომეო
P
ანგარიში
7 იტალიის დროშა იტალიის გრან-პრი მონცა 3 სექტემბერი არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო არგენტინის დროშა ხუან მანუელ ფანხიო იტალიის დროშა ჯუზეპე ფარინა იტალიის დროშა ალფა რომეო
P
ანგარიში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მრბოლელთა მსოფლიო ჩემპიონატი, სსფ-ს ყოველწლიური ნაცრისფერი სექცია 1974. გვერდი: 118, 119.
  2. ბრიტანეთის გრან-პრიპ, 1950 წლის რბოლის ანგარიში. გამომცემელი: Grandprix.Com. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი 2013.
  3. მონაკოს გრან-პრიპ, 1950 წლის რბოლის ანგარიში. გამომცემელი: Grandprix.Com. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი 2013.
  4. აშშ-ის გრან-პრიპ, 1950 წლის რბოლის ანგარიში. გამომცემელი: Grandprix.Com. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]