ჯუდი გარლანდი
| ჯუდი გარლანდი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | ფრანსის ეთელ გამი |
| დაბადების თარიღი |
10 ივნისი, 1922 გრანდ რაპიდსი, მინესოტა, აშშ |
| გარდაცვალების თარიღი |
22 ივნისი, 1969 (47 წლის) ჩელსი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
| მოქალაქეობა | აშშ |
| ალმა-მატერი | Hollywood High School, ჰარვარდის უნივერსიტეტი, Hollywood Professional School და Antelope Valley High School |
| საქმიანობა | ტელემსახიობი, კინომსახიობი[1] , მომღერალი[1] , მსახიობი[2] [3] [1] , გამხმოვანებელი, რადიო წამყვანი, თეატრის მსახიობი და მუსიკოსი[1] |
| მეუღლე(ები) | ვინსენტ მინელი (1945-1951) |
| შვილ(ებ)ი | ლაიზა მინელი (1946) |
| ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში |
ჯუდი გარლანდი (ინგლ. Judy Garland; დაბადებით ფრანსის ეთელ გამი, ინგლ. Frances Ethel Gumm; დ. 10 ივნისი, 1922 — გ. 22 ივნისი, 1969) — ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი, უკეთ ცნობილი დოროთი გეილის როლით კინოფილმში „ოზის ჯადოქარი“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მოხეტიალე მსახიობების ოჯახში. სცენაზე გამოსვლა ბავშვობიდან დაიწყო - სიმღერებს ტრიოში ასრულებდა საკუთარ დებთან ერთად. 13 წლის ასაკში პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დადო კინოსტუდია მეტრო-გოლდუინ-მაიერთან. 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა დევიდ როუზს, თუმცა ოთხ წელიწადში დაშორდა. 1945 წელს რეჟისორ ვინსენტ მინელის გაჰყვა, ვისგანაც ეყოლა ქალიშვილი - ლაიზა მინელი, თუმცა 1951 წელს ეს ქორწინებაც დასრულდა. მესამედ გარლანდი 1952 წელს პროდიუსერ სინდი ლუფტს გაჰყვა ვისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. 1965 წელს კვლავ განქორწინდა. შემდეგ კიდევ ორჯერ იქორწინა - მარკ ჰერონზე (1965-66) და მიკი დინზე (1969). 1969 წლის 22 ივნისს მეუღლემ აბაზანაში მკვდარი იპოვა. გარდაცვალების მიზეზი ბარბიტურატებით დოზის შემთხვევითი გადაჭარბება იყო. დაკრძალულია ნიუ-იორკის ფერნკლიფის სასაფლაოზე.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|---|
| 1939 | ფ | ოზის ჯადოქარი | The Wizard of Oz | დოროთი გეილი |
| 1954 | ფ | ვარსკვლავი დაიბადა | A Star Is Born | ვიკი ლესტერი |
| 1956 | ფ | პეპე | Pepe | საკუთარი თავი |
| 1961 | ფ | განაჩენი ნიურნბერგში | Judgment at Nuremberg | ირენ ჰოფმან ვალნერი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯუდი გარლანდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯუდი გარლანდი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- Judy Garland at TV Guide
- The Judy Room Celebrating the life and career of Judy Garland
- The Judy Garland Birthplace and Museum in Grand Rapids, MN
- The Judy Garland Club official international fan club
- Judy Garland: By Myself – American Masters special დაარქივებული 2009-11-06 საიტზე Wayback Machine.
- Judy Garland's Film "The Wizard of Oz" Film site on Judy and Oz
- Judy Garland at The Biography Channel
- 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #11853761X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ http://www.nytimes.com/2005/07/30/theater/reviews/30fran.html
- ↑ www.acmi.net.au