ჯუანშერ ვათეიშვილი
ჯუანშერ ლევანიძე ძე ვათეიშვილი, ვათაძე (დ. 8 ოქტომბერი, 1931, თბილისი, — გ. 30 მაისი, 2019) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1990), რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1992).
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1954). 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში, 1960 წლიდან — ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1985 წლიდან იყო მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში თავისავე დაფუძნებულ ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს, 1996 წლიდან კი — ამსტერდამში ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ „გეორგიკას“.
ვათეიშვილი იკვლევდა საქართველოს ურთიერთობათა ისტორიას რუსეთთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. 1977-1990 წლებში, როგორც იუნესკოს სტიპენდიანტმა, ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, შვედეთი) არქივებში მოიძია ვრცელი დოკუმენტური მასალა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ისტორიული ურთიერთობის შესახებ. 1990 წელს არნოლდ ჩიქობავასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მონოგრაფიისათვის „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები“ (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე, თბ., 1978).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო და ევროპის ქვეყნები: XIII-XIX სს. ურთიერთობათა ისტორიის ნარკვევები შვიდ ტომად, ტ. I-VII, თბ., 2014-2016.
- საქართველო-რუსეთის მეცნიერულ-კულტურული თანამშრომლობის ისტორიიდან XVIII საუკუნეში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1975, №4.
- Русская общественная мысль на Кавказе в первой трети XIX века, М., 1973.
- П. И. Иоселиани. Очерк жизни и научно-общественной деятельности, тб., 1978 (თანაავტ. ა. ბარამიძე).
- Грузия и европейские страны. Очерки истории взаимоотношений XIII–XIX вв.; т.1 – Грузия и Западная Eвропа XIII–XVII вв., т. 2 – Побратим Петра Великого. Жизнь и деятельность Александра Багратиони; т. 3 – Грузия и Россия Х–ХIХ вв., М., 2003–04.
- Die Anfänge des georgischen Buchdrucks, «Georgica», Jепа –Тb., 1980.
- The first Georgian printed Bible: on the history of its appearance, «Estudios Biblicos», v. 41, cuad. 3–4, Madrid, 1983.
- Origine e vicende editoriali della prima Biblia in lingua georgiana, «Nicolaus», Bari, 1986, Fasc. 1; Pietro Della Valle and his „information on Georgia“ of 1626, «Regnum Dei», 2000, №126.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვათეიშვილი, ჯუანშერ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 137.