შინაარსზე გადასვლა

ჯოჯოს საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოჯოს საყდარი — ძველად ასე უწოდებდნენ თბილისელები მეტეხის კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულს. პლატონ იოსელიანის ცნობით, გამოქვაბული VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის საქადაგოდ მოსული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის-ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული-დავითის დროებითი ადგილსამყოფელი ყოფილა. აქედან გადასახლებულა იგი გარეჯის უბანში, სადაც მონასტერი დააარსა. მამა დავითის გარდაცვალების შემდეგ მის მოწაფეს, დოდოს გამოქვაბულში სამლოცველო-საჟამნო მოუწყვია. შემდგომში თითქოს „დოდოს საყდარი“ დამახინჯებულა და „ჯოჯოს საყდრად“ ქცეულა. პლატონ იოსელიანისვე მოწმობით, მისი ახალგაზრდობის ხანაში, აღდგომა დღეს, აქ ჯერ კიდევ დადიოდნენ მლოცველები.

  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახლებანი, თბ., 1985