ჯორჯე შტეფენესკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯორჯე შტეფენესკუ
Timbru G.Stephanescu.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი George Stephănescu
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1843
დაბ. ადგილი რუმინეთის სამეფო
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 1925
გარდ. ადგილი ბუქარესტი[1]
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი
ასოციაციები ბუქარესტის ეროვნული თეატრი

ჯორჯე შტეფენესკუ (რუმ. George Stephănescu; დ. 13 დეკემბერი, 1843, ბუქარესტი — გ. 25 აპრილი, 1925, იქვე) — რუმინელი კომპოზიტორი, პედაგოგი და დირიჟორი.

1864-1867 წწ. სწავლობდა ბუქარესტის, 1867-1871 წწ. პარიზის კონსერვატორიებში. 1887-1890 წწ. იყო ბუქარესტის ეროვნული თეატრის დირიჟორი და კომპოზიტორი. შტეფენესკუ რუმინეთის საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი დამფუძვნებელია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მისი წვლილი საორკესტრო და კამერულ-საკრავიერი მუსიკის სფეროში. იგი პირველი რუმინული სიმფონიის ავტორია (1869 წ.). ჩამოაყალიბა და დირიჟორობდა პროფესიონალურ საოპერო დასებს, რომლებმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარეს ეროვნულ საოპერო თეატრს. 1872-1904 წწ. შტეფენესკუ იყო ბუქარესტის კონსერვატორიის პროფესორი (ვოკალურიდა საოპერო კლასები), ეროვნული ვოკალური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Штефэнеску Джордже // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.